თამაზ ჯღირაძის ოჯახის წევრებს მედიის წარმომადგენლებთან საუბარი არ სურთ. სოფელ ქორდში ჯღირაძეების საცხოვრებელ სახლთან დაახლოებით 15 ადამიანი იმყოფება და ყველა მათგანს, ვინც თამაზ ჯღირაძის გარდაცვალების მიზეზით ინტერესდება, ერთხმად უმტკიცებენ, ჯღირაძე გულის შეტევით, ბუნებრივი სიკვდილით გარდაიცვალა. იგივეს იმეორებენ მისი სიძე და უფროსი შვილი.
არც ერთ მათგანს მედიის წარმომადგენლებთან კომენტარი არ გაუკეთებია. თამაზ ჯღირაძის საცხოვრებელ სახლთან შეკრებილებმა ჟურნალისტებს ასევე მუშაობის საშუალებაც არ მისცეს. მათ შორის კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ერთ-ერთი განყოფილების უფროსი, კახა გამდლიშვილიც იმყოფებოდა.
ტელეკომპანია „თრიალეთისა“ და „მაესტროს“ ჟურნალისტებს გარდაცვლილის ოჯახის წევრებმა ტერიტორიის დატოვება მოსთხოვეს. როგორც თავად აცხადებდნენ, გადასაღები არაფერი იყო და ჟურნალისტებს სიტუაციის გამწვავებაში ადანაშაულებდნენ. ტელევიზიების მხრიდან კი თამაზ ჯღირაძის გარდაცვალების მიზეზით ამ დრომდე სხვა არავინ დაინტერესებულა.
თუ რა მიზეზით და რა გარემოებაში გარდაიცვალა თამაზ ჯღირაძე, ამის შესახებ საუბარი უჭირთ გარდაცვლილის მეზობლებს. როგორც opinion.ge-სთან საუბარში ნატალია ელიკაშვილი ამბობს, თამაზ ჯღირაძის გარდაცვალების ამბავი მან დღეს შეიტყო.
“ნამდვილად არაფერი ვიცი. დღეს გავიგე რომ გარდაიცვლა. თუ როგორ და როდის, ამის შესახებ წარმოდგენა არ მაქვს. აწუხებდა თუ არა გული, ეგეც არ ვიცი”,– განაცხადა ნატალია ელიკაშვილმა.
იგივეს ამბობენ სოფლის სხვა მკვიდრები. არცერთ მათგანმა არ იცის, ან არ სურს თამაზ ჯღირაძის გარდაცვალების მიზეზზე ისაუბროს.
როგორც ოჯახის წევრები აცხადებდნენ, მათთან არც გარდაცვლილის ქვისლი, გია ჭავჭავაძე მისულა. შინაგან საქმეთა სამინისტროს მტკიცებით, კი გია ჭავჭავაძე პოლიციის შენობაში თამაზ ჯღირაძესთან ერთად იმყოფებოდა.
http://www.obieqtivi.net/index1.php?newsDetail=9663„Tag : didou_nana
აი, ახლა, როდესაც ჩვენ ვისწავლეთ ფრენა ჰაერში ჩიტების მსგავსად, ცურვა წყლის ქვეშ, როგორც თევზებმა, გვაკლია მხოლოდ ერთი - შეგვეძლოს ცხოვრება მიწაზე, როგორც ადამიანებს.
ჯორჯ ბერნარდ შოუ