#30409359 · 26 Mar 2012, 20:56 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
საკომუნიკაციო სივრცეში "ბლექ სი სატის" შემოსვლას ამ სფეროს ექსპერტები პოლიტიკაში ბიძინა ივანიშვილის გამოჩენას უკავშირებენ 17:35 26.03.2012
ქართულ საკომუნიკაციო სივრცეში "ბლექ სი სატის" შემოსვლას ამ სფეროს ექსპერტები პოლიტიკაში ბიძინა ივანიშვილის გამოჩენას უკავშირებენ.
მათი აზრით, ეს არის ხელისუფლების კიდევ ერთი მცდელობა იმისა, რომ ოპოზიციური არხების მაუწყებლობა მაქსიმალურად შეიზღუდოს.
"ყველა სახელისუფლო არხი, რომელმაც "გლობალ TV"-სთან ხელშეკრულება გაწყვიტა და შესაბამისად, ივანიშვილის საკაბელო ქსელის პაკეტიდან ამოვარდა, სავარაუდოდ, "ბლექ სი სატის" პარტნიორი გახდება. "გლობალ TV"-ს კი მხოლოდ "კავკასია", "მაესტრო" და "მე-9 არხი" დარჩება. "გლობალ TV"-ს, რა თქმა უნდა, პრობლემები შეექმნება, რადგან მოქალაქეებს ნაციონალური არხების ნახვის შესაძლებლობა აღარ ექნებათ და დარჩებათ ერთადერთი არჩევანი - ან "გლობალ TV"-ს მომსახურებით ისარგებლონ, ან "ბლექ სი სატის" აბონენტები გახდნენ. ხელისუფლება კი მაქსიმალურად შეუწყობს ხელს იმას, რომ მოქალაქეებმა არჩევანი ამ უკანასკნელის სასარგებლოდ გააკეთონ. მაგალითად, საბიუჯეტო ორგანიზაციებს და იქ დასაქმებულ მოქალაქეებს აიძულებენ "ბლექ სი სატის" მომსახურებით ისარგებლონ" - აცხადებენ ექსპერტები.
გარდა ამისა, როგორც "პირWელისთვის" გახდა ცნობილი, "ბლექ სი სატი" თანამგზავრზე მაუწყებლობის ლიცენზიის მოპოვებასაც ცდილობს, რაც კომპანიას უზარმაზარ ფინანსურ შემოსავლებს მოუტანს.
"ეს შეიძლება, იყოს "NTV +" ტიპის საკაბელო ტელევიზია, რომელიც დიდი რაოდენობის, მაგალითად 100 არხის ტრანზიტს განახორციელებს. შესაბამისი სააბონენტო ტარიფიც დაწესდება. აბონენტების სოლიდური რაოდენობის მოპოვება კი არ გაუჭირდებათ, მითუმეტეს, თუ ამით ხელისუფლება იქნება დაინტერესებული. მათი ადმინისტრაციული რესურსი რომ ავიღოთ, ყველაზე ცოტა, 30 ათასი აბონენტის "ნებაყოფლობითი თანხმობა" გარანტირებული აქვთ. სააბონენტო გადასახადი 20 ლარიც რომ იყოს, თვეში ნახევარ მილიონ ლარზე მეტი შემოსავალი ექნებათ", - აცხადებენ ექსპერტები.
"პირWელი" დაინტერესდა რამდენი სოლიდური საკაბელო ტელევიზია მაუწყებლობს საქართველოში და როგორც გაირკვა, აბონენტთა სოლიდური რაოდენობა ჰყავს კომპანია "სუპერ TV"-ს (ყოფილი კომპანია "აიეტი"), დაახლოებით 100 ათასამდე აბონენტი. 25 ათასზე მეტი აბონენტი ყავდა "გლობალ TV"-ს იმ დრომდე, სანამ "იმედი" ხელშეკრულებას შეუწყვეტდა. აბონენტთა რაოდენობით მესამე პოზიციაზეა "ატენი TV", 10 ათასი აბონენტით, მეოთხეზეა - "დიდუბე TV", "სილქნეტს" 6 ათასი აბონენტი ჰყავს, ხოლო "კავკასუს TV"-ს 4 ათასი. სხვა წვრილი კომპანიების აბონენტთა რაოდენობა მინიმალურია.
"სუპერ TV"-ში კი (ყოფილი კომპანია "აიეტი"), რომელსაც ცოტა ხნის წინ საკმაოდ სერიოზული პრობლემები ჰქონდა, "პირWელის" ინფორმაციით, ხელისუფლების ინტერესები ჩაიდო და პრობლემები მოგვარდა. შეგახსენებთ, რომ ქართულ საკომუნიკაციო ბაზარზე ოპერირებას გივი თარგამაძის კუთვნილი "ბლექ სი სატი" იწყებს.
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში შპს "ბლექ სი სატმა" მაუწყებლობის ტრანზიტთან დაკავშირებული ავტორიზაცია მიმდინარე წლის 24 მარტს გაიარა.
"პირWელს" საკომუნიკაციო სივრცეში ახალი მოთამაშის შემოსვლის შესახებ ინფორმაცია დაუდასტურეს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში და განუმარტეს, რომ ავტორიზაცია უვადოა და მეტიც, ავტორიზაციისთვის არანაირი საფასურის გადახდა არ არის საჭირო.
"ბლექ სი სატი" (იგივე "მედიაქეიშენი" 2011 წლის მარტში შეიქმნა. მისი დირექტორი და 5%-იანი წილის მფლობელი მამაუკა ცქიტიშვილია. გიორგი აბუაშვილს ეკუთვნის 10%, თამარ გრძელიშვილს 10%, ლევან გიორგაძეს 5% და რაც ყველაზე საინტერესოა - კომპანიის 70%-ის მფლობელი შპს "ბლექ სი გრუპია", რომლის უკანაც პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე გივი თარგამაძე დგას.
როგორც "პირWელმა" გაარკვია, "ბლექ სი სატმა" მახათას მთაზე უკვე დადგა სადგური, რითაც მაუწყებლობის ტრანზიტს განახორციელებს.
--------------------
"არ შეიძლება კომპრომისზე წასვლა იმ ადამიანებთან, რომლებიც სულისა და ღმერთის არსებობას უარყოფენ!" "არსებობს ამ ქვეყნად მშვიდობაზე მეტი ფასეულობა - თავისუფლება!"-რონალდ რეიგანი.
გამიშვით! ვიჯდე, მე ჩემს ჭაობში! ჩემი ჭაობი თქვენზე სუფთაა!...
|