#36437367 · 15 May 2013, 21:14 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ABBA მართალი ხარ, თორემ ციხეებში არავისზე ნაკლებად დაუნდობლად, მხეცურად და სასტიკად არ ვაწამებთ ხალხს... არც გაუპატიურებას ვაკლებთ არც სახეზე ნამწვების ჩაწვას და არც თავზე დაშარდვას, კარცერის კედელზეც მივაყუდებთ ხოლმე და ზურგში წიხლებს ვურტყამთ!! ბარეორი გეიევროპა გერმანიები იტალიები და შოტლანდიები ვერ გვაჯობებენ ამ მხრივ. დაბმული ხალხიც გვიცემია ხელკეტებით და საწოლის ფეხზეც მიგვიბამს სკამით და სამი დღე პურის ნაჭერი არ მიგვიცია. გია ჭანტურიას მკვლელობა გვკიდია ნუგზარ საჯაიასი გვკიდია გია გულუასი გვკიდია თორაძეების გვკიდია ნოდარ ბოხუას გადაცხრილვა გვკიდია როინ შავაძის დახვრეტა, დასერვა და წიხლებით შედგომა გვკიდია, შვიდი ნოემბრის დარბევა, ხოცვა-ჟლეტა და ხალხის დასისხლიანება და წიხლებით და ხელკეტებით ცემა ძირს დაგდებული ხალხისა მაგრად გვკიდია. ახლა იმავე გერმანიაში თუნდაც კი არის სახელმწიფო ბიუჯეტის ფონდებიდან გამოყოფილი სახსრების ხარჯზე საარსებო მინიმუმზე შვიდჯერ მაღალი პენსია მოხუცებისთვის და საავადმყოფოში თავისუფალი საწოლები და ოცდაოთხსაათიანი მოვლა, მაგრამ ნატოში როცა მიგვიღებენ , პენსიების ზრდაც დაიწყება წესით და რიგით, ასე მოხდება ნაღდად? ახლა ვეტერანებსაც ვცემთ კიდევ ერთხელ, უპატრონო უსახლკარო ბოთლის შემგროვებელ მაწანწალებს წიხლქვეშ გავიგდებთ და დედებს ვაგინებთ და ევროინტეგრაციაშიც ცოტა წინ წავალთ აბა ერთ დღეში და ერთ კვირაში არ კეთდება საქმე. ოპერსაც ვყავარ ქუჩაში ნაგინები და სილა აქვს გარტყმული და მარსიდან ხომ არ ჩამოფრენილხარ, კანონებით რატომ მელაპარაკები ახლაო, ნათქვამი. შვედეთსა და ნორვეგიაშიც ზუსტად ასე იქცევა სახელმწიფოს წარმომადგენელი სამართალდამცავი ძირითადად, ახლა თუკი ვინმე თავს გავა და ზედმეტ ზრდილობასა და შემწყნარებლობას, მეგობრულ მიდგომას იჩენს, გენრალური ინსპექცია უნდა დაინტერესდეს ასეთი ნაძირლების საქმეების შესწავლით და გამოძიებით, პროკურორებმა უნდა მიხედონ.
პ.ს. გერმანიაში ნამყოფი ვარ სამჯერ და ვიღაც არაკაცებმა ხელფასის სახით თვეში ხუთასი ევრო მომცეს, უფასო სადილობა, ერთსაათიანი შესვენება და სახლში წაყვანა- წამოყვანა სამსახურში დამინიშნეს და მითხრეს, თუ რამე დაგჭირდეს, სახლში გადმომირეკე და გამოგივლით, ერთად წავიდეთ და ყველანაირად დაგეხმარებითო. მარა მალე ჩავალ ასე ნოემბერში და მოეხაზება მაგათ და მაგათნაირების პარპაშს...
ბოდიში რომ სრული სიმართლე შემომეწერა, განზრახ არ გამიკეთებია, შეგნებულად არ ყოფილა... თან რაღაც გადაცემას ვუსმენდი პარალელურად და შემთხვევით მომივიდა, რაღაც უყურადღებოდ ვიყავი რამდენიმე ხნით,ოღონდ ამ ჯერზე ბანის მოცემა არ გინდათ, ვაღიარებ, რომ შემეშალა!!
This post has been edited by kalebind on 15 May 2013, 21:47
--------------------
ბონი და კლაიდი
ილფი და პეტროვი
ბუჩ კესიდი და სანდენს კიდი
მსაჯები და ლეგია ვარშავა
|