სოსო ცისკარიშვილი: ვისაც NDI-ის კვლევის ჭეშმარიტების სჯერა, დროა დანებდეს და ,,ქდმ“-ს ხელისუფლებაში ყოფნის მინიმუმ 10 წლიანი ვადა დაულოცონ
14:59 27.03.2012
[Presage.tv]
პოლიტოლოგ, სოსო ცისკარიშვილს NDI-ის კვლევის შედეგად, ოპოზიციური ლიდერების მხარდაჭერის პროცენტული მაჩვენებლები ჭეშმარიტად არ მიაჩნია და აცხადებს, რომ ადამიანები, რომლებიც კვლევის ასეთი მეთოდის ჩატარებას ენდობა, უკვე დანებების დროა, რომ ,,ქრისტიან დემოკრატებს“ ხელისუფლებაში ყოფნის მინიმუმ მომავალი 10 წელი დაულოცოს.
,, NDI-ის წარმომადგენლებს, როგორც ჩანს, არ სურთ საქართველოში ობიექტური მკვლევარები ჰყავდეთ, ან მიიჩნევენ, რომ ქართველების ხასიათი თვითონ კარგად იციან. სხვადასხვა ფსიქოლოგიის ხალხი ვართ. ამერიკული პირდაპირობა და მზაობა ნებისმიერ შემთხვევაში იყოს გულწრფელი უპირველეს ყოვლისა ქვეყანაში არსებულ დემოკრატიულ სტანდარტებს ემყარება, რომელიც საქართველოში პოლიტიკური სიმპატია ანტიპატიის გამოხატვის შემთხვევაში, რაიმე ტიპის ზეწოლას გამორიცხავს. საქართველოში ეს ასე არაა. ამას აღიარებენ, მაგრამ რა გავლენას ახდენს გამოკითხვაზე ამას უკვე ზედმეტად უყურებენ“, - განაცხადა ცისკარიშვილმა.
პოლიტოლოგი როგორც საზოგადოებრივი გამოკითხვების ისე ე.წ. ეგზიტპოლების ჩატარებისას, არაადეკვატურ სურათის მიღებას არ გამორიცხავს. ცისკარიშვილი ე.წ. ეგზიტპოლებს წყალში გადაყრილ თანხას უწოდებს და აცხადებს, რომ ,,ამ გადაყრას ,,ნაციონალური მოძრაობა“ წლიდან წლამდე სიამოვნებით ახორციელებს.“
,,თუმცა საარჩევნო ურნას მოშორებული ამომრჩეველი არაა ვალდებული ისევ გულწრფელი იყოს. ის საფრთხეში კვლავ არ ჩაიგდებს თავს ვიდრე, არჩევნების შედეგს არ დაინახავს.“-განაცხადა ცისკარიშვილმა.
შეგახსენებთ, NDI-ის კვლევის თანახმად, კითხვაზე, რომელი ოპოზიციონერი ლიდერი მოგწონთ/არ მოგწონთ, გამოკითხულთა 54% ამბობს, რომ გიორგი თარგამაძე მოსწონს. "ქრისტიან-დემოკრატების" ლიდერი რესპონდენტთა 29%-ს არ მოსწონს. ინგა გრიგოლია მოსწონს - 49%-ს; არ მოსწონს - 30%-ს; ბიძინა ივანიშვილი მოსწონს 40%-ს; არ მოსწონს - 31%-ს; ირაკლი ალასანია მოსწონს 30%-ს; არ მოსწონს - 43%-ს; გიორგი ახვლედიანი მოსწონს 27%-ს; არ მოსწონს - 29%-ს.
http://www.presage.tv/?m=news&NID=29838