როდესაც ლაპარაკია საქართველოს ეროვნულ სამხედრო მრეწველობაზე და თავდაცვაზე ყოველთვის მხედველობაში აქვთ რაღაც წილაობა და არა ნამდვილი თავდაცვა. საქართველო იმდენად რთულ სტრატეგიულ რეგიონში იმყოფება რომ თუ ისრაელზე მნიშვნელოვნად უფრო ძლიერი არმია არ გვექნება, როგორც სახელმწიფო ვერც ვარსებებთ. რა თქმა უნდა ძლიერი არმიის და მისი შესატყვისი სამხედრო მრეწველობის შესაქმნელად ეკონომიკის აქსელირებაა საჭირო. ეს ცალკე საკითხია, მაგრამ ეკონომიკის სწრაფი ზრდის შემთხვევაშიც კი ჩვენ მხოლოდ ათეულობით წლების შემდეგ შეგვიძლია დავეწიოთ ისრაელს. თავდაცვისუნარიანი ძლერი არმია კი საქართველოს ახლავე სჭირდება. არსებობს თუ არა ამისი გზები?
ჩვენი თავდაცვითი პროგრამა სამი მიმართულებით განვითარდება.
1. გადამოწმდება და გაგრძელდება თავდაცვის აღმშენებლობა იმ კურსით რაც დღეს აქვს თავდაცვის სამინისტროს. ამ მიმართულებით დაფინანსება მინიმუმ ორჯერ გაიზრდება და აქაც მოხდება აქსელირება, მაგრამ ამის გარდა მინიმუმ ათჯერ უფრო მეტი ფინანსები და ძალისხმევა გვექნება თავდაცვის კიდევ ორი ალტერნატიური მიმართულებით.
2. სასწრაფოდ შეიქმნება გასაიდუმლებული საპარტიზანო არმია. ლაპარაკია მოსახლეობისთვის იარაღის ისე მიცემაზე, რომ ამ პარტიზანული რაზმების შესახებ ინფორმაცია თვდაცვის სამინისტროს ჩათვლით არავის არ ექნება. ეს იქნაბა ათასობით ავტონომიური მცირე პარტიზანული რაზმები რომლებიც ერთმანეთთანაც არ იქნებიან კორდინირებულნი. ამ რაზმებს შეეძლებათ საქართველოს ოკუპაციის შემთხვევაში ნებისმიერი ოკუპანტის განადგურება, მაგრამ საქმე ის არის რომ ეს პარტიზანული რაზმები სასიკვდილო საფრთხედ იქცევა თვით ჩვენი ხელისუფლებისათვისაც. ძაღლის თავიც იქ მარხია რომ ხელისუფლებას ხალხის უნდა ეშინოდეს და უნდა იყოს იმდენად მისაღები ხალხისთვის რომ ხალხმა იგი არ დაამხოს. ასეთ რისკზე ვერცერთი ქვეყანა ვერ წავა გარდა 1921 წლის კონსტიტუციით მოწყობილი საქართველოსი, რომელშიც 52-ე მუხლის ძალით ხელმწიფება სწორედ ერს ეკუთვნის.
3. თავდაცვის მთავარი მიმართულება იქნება რომელიმე ერთ-ერთი სტრატეგიული მიმართულების ჯარის იმდენად განვითარება რომ ნებისმიერ შესაძლო მტერზე უპირატესობა გვქონდეს. ერთ-ერთი ასეთი შესაძლო მიმართულება შეიძლება იყოს საჰარო ქვეითი ჯარის შექნმა. მხედველობაში მაქვს ისეთი ახალი ტიპის ჯარი,
რომლის ანალოგიც მსოფლიოში ჯერ არ არსებობს.
ლაპარაკია არა საჰაერო დესანტზე, არამედ 25 ათას საბრძოლო მცირე თვითმფრინავზე და ასი ათას პროფესიონალ მებრძოლზე. ყოვლად წარმოუდგენელია რომ რომელიმე სხვა ქვეყანამ ამერიკამ რუსეთმა ან ჩინეთმა ასეთი დიდი რაოდენობის საბრძოლო თვითმფრინავები აწარმოოს. ამას არ გააკეთებენ სამი მიზეზის გამო. არცერთ სახელმწიფოს არა აქვს ასეთი დიდი წარმოების რესურსი. არცერთ სახელმწიფოს არა აქვს საქართველოს მსგავსი თავდაცვის პრობლემა და სხვა სახელმწიფოები ჩვენი „სპეციალისტების“ ჩათვლით ამას ცალსახად ჩათვლიან ცუდ კონცეფციად.
მე უკვე ადრეც ვთქვი რომ ნახევარი მილიონი კაცის დასაქმებას ვაპირებ ეროვნულ სამხედრო მრეწველობაში და ქარხნები განლაგდება მიწის ქვეშ. ჩვენ საორიენტაციოდ ავიღეთ cv 22 ის სამჯერ შემცირებული რეპლიკა. ეს არის ვერტიკალური აფრენის შემდეგი პარამეტრების მქონე მცირე თვითმფრინავი:
სიჩქარე ...........................................................500 კმ საათში
მშრალი წონა..................................................1700 კგ
მაქსიმალური წონა........................................2700კგ
ორი ტურბორეაქტიული ძრავა..................2 X 900ცძ
სიმაღლე..........................................................200სმ
სიგრძე............................................................ 560სმ
სიგანე.............................................................. 460სმ
ფრენის სიშორე.............................................. 800კმ
ეკიპაჟი ...........2კაცი და 800კგ საბრძოლო მასალა
ქვემოთ სურათზე cv 22-ის ზომები მოცემულია ფუტებში და უნდა გადაიყვანო დეციმეტრებში.
ასეთ თვითმფრინავს არ სჭირდება აეროდრომი. თვითმფრინავი იკეცება და კომპაქტურია. სრულიად უვარგისია კლასიკური საჰაერო ბრძოლებისთვის, მაგრამ იმ სამხედრო კონცეფციით რისთვისაც ასეთი ჯარია განკუთვნილი, შესაძლებელია ერთად აღებული ამერიკის, რუსეთის და ჩინეთის არმიების დამარცხება.
ეს პროექტი ითვალისწინებს 50 ათასი მფრინავის მომზადებაეს. თვითმფრინავი ტურბორეაქტიული ძრავის ჩათვლით მთლიანად სამამულო წარმოების უნდა იყოს. მხედველობაში გვაქვს ძალიან გამარტივებული ვერსია, როლის თვითღირებულებაც სამამულო მრეწველობის შემთხვევაში მსუბუქ ავტომობილზე უფრო იაფი იქნება.
This post has been edited by mtavrishvili on 15 Mar 2012, 18:28
მიმაგრებული სურათი