როგორც უკვე მოგახსენეთ მედია ობიქტივი იქცა მოსკოვის იმ რადიო მაიაკად, რომელსაც რუსეთის საიდუმლო სამსახურები საქართველოს 1921 წლის კონსტიტუციის საწინააღმდეგო აქტიური პროპაგანდისთვის იყენებენ. ობიექტივმა 1921 წლის კონსტიტუციის წინააღმდეგ უკვე გამოიყენა ნოდარ ნათაძე, რომელმაც განაცხადა რომ თითქოს 1921 წლის კონსტიტუციის საკითხი მოსკოვმა შემოაგდო. ამჯერად კაგებე უფრო შორს წავიდა და 1921 წლის კონსტიტუციის დისკრედიტაციისათვის მედია ობიექტივში კაგებეს ცნობილ აგენტთა სამაია გამოიყვანა.
http://www.obieqtivi.net/sqvideo.php?sqvid=6481ესენი აყვნენ ვითომდა ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ცოცხლად დარჩენილი ერთადერთი ლიდერი ირაკლი წერეთელი, რომელიც ამ გადაცემების მოდერატორი გახდა. თენგიზ დიხამინჯია და მაკა რაზმაძე.
როგორც მოგეხსენებათ 9 აპრილის დარბევის შემდეგ გორბაჩოვმა ოთხი ჩემი თანამებრძოლი მერაბ კოსტავა, ზვიად გამსახურდია, გია ჭანტურია და ირაკლი წერეთელი დააპატიმრა. მე საპროტესტო აქციებით ისინი 40 დღის შემდეგ გავანთავისუფლე და მაშინვე დავრწმუნდი იმაში რომ კაგემ ამათი სახით თავისი ოთხი პროვოკატორი დაგვიბრუნა. სამი მათგანი კაგებემ უკვე დიდი ხნის წინ დახოცა და ირაკლი წერეთელი ცოცხალი რომ გადარჩა ეს არის მისი პროვოკატორობის გამამართლებელი ერთადერთი გარემოება. სხვანაირად იგიც უკვე დიდიხნის მკვდარი იქნებოდა. ამიტომ მასზე მაინდამაინც ნუ გაბრაზდებით. თვითონ თუ გაბრაზდება თავის თავს დააბრალოს და ცივი წყალი დალიოს.
ირაკლი ჩემი ახლო თანამებრძოლი იყო და იგი 9 აპრილის აქციის წინ აფხაზეთის საკითხში პროვოკატორობის გამო ჩვენი პარტიიდან გარიცხვას ბეწვზე გადაგვირჩა. მართალია მან 9 აპრილის აქცია ჩვენთან ერთად მოიხადა, მაგრამ შემდეგ თითქმის სულ პროვოკატორობდა. ჩვენი პარტია კაგებემ წერეთელის ხელით დაანგრია. ამაში ასევე აქტიურად მონაწილეობდა მაკა რაზმაძე რომელიც საერთოდ ქართველ ქალ კაგებეს აგენტთა შორის უკონკურენტოდ იმსახურებს ნომერ პირველ ადგილს. მან 80-იან წლებში რამდენიმე ორგანიზაცია დაანგრია.
წერეთელმა ჯერ ჩვენი პარტიის 6 ათასი წევრი შეჰყარა მრგვალ მაგიდაში და შემდეგ როგორც იცით ზვიადისტებისთვის ქვებისმსროლელი ბარიკადების ერთ-ერთი მოთავე იყო და ხუნტაშიც მოხვდა. როდესაც 1992 წლის 21 თებერვალს ეროვნულმა კონგრესმა 1921 წლის კონსტიტუციის თაობაზე ჩემი რეზოლუცია მიიღო კაგებემ საკონსტიტუციო კომისიის თავმჯდომარედ სწორედ ირაკლი წერეთელი გაიყვანა და აქტიურად გამოიყენა კიდეც კონსტიტუციის დასაბლოკად. სხვაზე რომ არარაფერი ვთქვათ წერეთელმა დაარღვია სახარებაზე დადებული აღქმა კონგრესი მიატოვა და შევარდნაძეს ვითომდა ოპოზიციის სახით წამოჯდა ე. წ. 1992-95 წლის პარლამენტში, რომელმაც 1921 წლის კონსტიტუცია საბოლოოდ გააყალბა.
აღარც წერეთელი გაახსენდებოდა ვინმეს და არც წერეთელს გაახსენდებოდა 1921 წლის კონსტიტუცია, მე რომ სულხან საბას 4 ნომერში ოფისი არ ამეღო და 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის სამზადისი არ დამეწყო. მე პირველი ქირა 250 დოლარი გადავიხადე, მაგრამ კაგებემ სწორედ წერეთელი გამოიყენა რათა შემდეგი ქირა აღარ გადახდილიყო. მე ჩემს საკუთარ ოფისში არ შემიშვეს, ჩემი პარტიის თავმჯდომარედ გურამ გოგბაიძე აირჩიეს, რომელსაც ქირის გადახდის ორგანიზებაზე არც უფიქრია. მე საშინაო პოლიტპატიმრობაში შიმშილით სული მძვრება წერეთელმა კი ჩემ ოფისში შეკრებილი ხალხი მოატყუა თითქოს მე 4 ათასი ევრო თვიური ხელფასი მაქვს. ამგვარად კაგებემ ყველა იმ აზრზე დააყენა, რომ ოფისის ქირა მე უნდა მეხადა და იქ შეკრებილთ კი ჩემ ხარჯზე უნდა ეპროვოკატორათ. მდივანი, რომელსაც ჩემთან კავშირი უნდა უზრუნველჰყო პრაქტიკულად გააგდეს და ა. შ. შემდეგ უჩემოდ დანიშნეს 25 თებერვლის აქცია და მოკლედ კაგებემ თავისი აგენტურის მეშვეობით ყველანი თითისწვერზე ატრიალა. ბოლოს მედია ობიექტივში დაიწყო ვითომდა 1921 წლის კონსტიტუციის საპროპაგანდო გადაცემების ეს სერია.
რაც შეეხება კაგებეს ამ სამაიას მესამე წევრს თენგიზ დიხამინჯიას, იგი ჯერ ერთი ანტიკონსტიტუციური უზენაესი საბჭოს დეპუტატი იყო. გარდა ამისა ჯერ კიდევ მანამ უზენაესი საბჭო აირჩეოდა სწორედ დიხამინჯიამ და ზვიად გამსახურდიამ რუსი სამხედროების ინსტრუქციებით დაბლოკეს საქართველოს მოქალაქეობის და 1921 წლის კონსტიტუციის საკითხი. ეს მოხდა სახალხოდ პირდაპირ ეთერში.
ვიმეორებ მაშინ უზენაესი საბჭო ჯერ არჩეულიც არ იყო.
http://www.youtube.com/watch?v=i0x7uocTAD8http://www.youtube.com/watch?v=YiSWmTS4830http://www.youtube.com/watch?v=4z-g50piZf4http://www.youtube.com/watch?v=d2bPl8JpczUაი როგორ ვერაგულად მუშაობენ დღეს რუსეთის საიდუმლო სამსახურები და როგორ უბნევენ თავგზას ქართველ ხალხს.
მტერი გვიტევს იქიდან საიდანაც არ მოველით. ამიტომაც არის რომ ქართველთა შორის მონობის მსურველთა პროცენტი იზრდება და ჩემს მეტი ხმის ამომღები მართლა აღარ რჩება.
მიმაგრებული სურათი