ესაა ქუთაისის აღმშენებლობა???
ჯუმბერ! შემოდი!!
სეზონის დაგვიანებული გახსნა და შეჩერებული რეაბილიტაცია მესხიშვილის თეატრში [Video] რეაბილიტირებული მესხიშვილის თეატრი მიმდინარე წლის 2 მაისს გახსნა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა, თუმცა თეატრის მმართველი ამბობს, რომ ის არ აპირებს ხელი მოაწეროს მიღება-ჩაბარების აქტს, რადგან სამუშაოები უხარისხოდაა შესრულებული.თეატრის რეაბილიტაცია გასული წლის ნოემბერში დაიწყო და ის რამდენიმე ეტაპად უნდა განხროციელებულიყო. დაგაგემილი იყო თეატრის ჩუქურთმებიანი ფასადის აღდგენა, ეკლარის პერანგის დასუფთავება, საძირკველის გამაგრებითი სამუშოები, იარუსების, პარტერისა და ჰოლის სრულად აღდგენა, ჭერის მოხატვა და სკამების გამოცვლა, სცენის მოწყობა, თანამედროვე აპარატურის და განათება-გახმოვანების სისტემების მონტაჟი.
რეაბილიტაციისთვის ამ დრომდე 2 048 321 ლარია დახარჯული. აღნიშნული თანხა სამ კერძო კომპანიაზე გადანაწილდა.
ქუთაისის მერიის კეთილმოწყობის სამსახურის მთავარი სპეციალისტის ზაალ კუხიანიძის თქმით, სცენის რეაბილიტაცია, იატაკის მოწყობა, განათებისა და აპარატურის გამოცვლა კომპანია „ეს ეს ჰაუს დეკორმა“ განახორციელა 642 452 ლარად. ამავე კომპანიამ გაარემონტა ფოიეები და საგრიმიორეები, რისთვისაც 935 879 ლარი მიიღო.
თეატრის გარესამუშაოების წარმოებისთვის შპს “ნინოს” 259 668 ლარი გადაერიცხა.
კიდევ ერთი ფირმა - შპს “ექსპოგრაფია”, რომელსაც 999 999 ლარად სკამები უნდა შეეძინა და დაემონტაჟებინა დარბაზში, თუმცა იმის გამო, რომ უხარიხსო სკამები იქნა დამონტაჟებული, სამუშაოები ქუთაისის მერიამ არ ჩაიბარა.თეატრის რეჟისორი პაატა მილორავა თეატრის რეაბილიტირებულ შენობას “პოტიომკინის სოფელს” ადარებს.
„პირველ სართულზე გაკეთდა საგრიმიორო, მაგრამ შიგნით ტუალეტი, წყალი, დუშკაბინები, ესენი ჯერ არ ფუნქციონირებს, წყალი არ არის. უხარისხოდ გაკეთებულია,“ - ამბობს მსახიობი მარიკა სამანიშვილი.
“ნოემბრიდან გათბობა უნდა ჩაირთოს. გახედეთ გარეთ, ფანჯრებიც არ არის. ფანჯრები უნდა იყოს ჩასმული, რომ გათბეს სენობა, ხომ?“ - ამბობს მსახიობი ავთო სახამბერიძე.
„ჩვენ არ ჩაგვიბარებია ის, რაც ჩვენ არ მოგვწონს და რაც უხარისხოა. ამას ჩვენი თქმაც არ ჭირდება, აი ,განცხადება გააკეთოს თეატრმა, რომ უხარისხოა. ეს არ არის ხელოვნების ნიმუში, რომ ვიღაცას თავისი გემოვნებით მოეწონოს, ან არ მოეწონოს. ამას არ ჭირდება არც განცხადება, არც არაფერი,“ - აცხადებს გიორგი სიხარულიძე.
http://www.netgazeti.ge/GE/105/culture/14195/