როცა სხვა გზა არ გვაქვს .... შესაძლებლობების ფარგლებში უნდა ავირჩიოთ ალტერნატივა



ფეხით სიარული
ფასი: უფასო.
ხარჯი 100 კმ-ზე: კვების ფული

დადებითი მომენტი: ჯანმრთელობისთვის ძალიან სასარგებლოა. არავითარი საცობები. პარკირებისას არ საჭიროებს. ეკოლოგიურად სუფთაა. შესაძლებელია მოკლე ბილიკებით დისტანციის შემოკლება.
უარყოფითი მომენტი: მოუხერხებელია წვიმიან ამინდში , რადგან საჭიროებს სპეციალურ საწვიმარით გადაადგილებას რომელიც მაინც ვერ უზრუნველყოფს 100% სიმშრალეს.


როლიკები
ფასი: 80 ლარიდან.
ხარჯი 100 კმ-ზე: 0 ლარი.
დადებითი მომენტი: ჯანმრთელობისთვის ძალიან სასარგებლოა. არავითარი საცობები. პარკირებისას არ საჭიროებს. ეკოლოგიურად სუფთაა. შესაძლებელია მოკლე ბილიკებით დისტანციის შემოკლება.
უარყოფითი მომენტი: მოუხერხებელია წვიმიან ამინდში , რადგან საჭიროებს სპეციალურ საწვიმარით გადაადგილებას რომელიც მაინც ვერ უზრუნველყოფს 100% სიმშრალეს.


segway
ფასი: 3000 ლარიდან.
ხარჯი 100 კმ-ზე: 1ლარი

დადებითი მომენტი: არ საჭიროებს მართვის მოწმობას. არავითარი საცობები. პარკირებისას არ საჭიროებს დიდ ადგილს. ეკოლოგიურად სუფთაა. შენახვა და რემონტი იაფია. შესაძლებელია მოკლე ბილიკებით დისტანციის შემოკლება.
უარყოფითი მომენტი: წვიმიან ამინდში საჭიროებს სპეციალურ კაპიშონით გადაადგილებას რომელიც მაინც ვერ უზრუნველყოფს 100% სიმშრალეს.


ველოსიპედი
ფასი: 300 ლარიდან.
ხარჯი 100კმ-ზე: 0 ლარი.
დადებითი მომენტი: არ საჭიროებს მართვის მოწმობას. ჯანმრთელობისთვის სასარგებლოა.არავითარი საცობები. პარკირებისას არ საჭიროებს დიდ ადგილს. ეკოლოგიურად სუფთაა. შენახვა და რემონტი იაფია. შესაძლებელია მოკლე ბილიკებით დისტანციის შემოკლება.
უარყოფითი მომენტი: მოუხერხებელია დიდ დისტანციებზე უცებ გადასაადგილებლად, რის შემდეგაც სასურველია ჰიგიენურად მოწესრიგება. წვიმიან ამინდში საჭიროებს სპეციალურ კაპიშონით გადაადგილებას რომელიც მაინც ვერ უზრუნველყოფს 100% სიმშრალეს.


სკუტერი
ფასი: 1200 ლარიდან.
ხარჯი 100 კმ-ზე: 5 ლარი. (2 ლიტრი საწვავი)
დადებითი მომენტი: პარკირებისას არ საჭიროებს დიდ ადგილს. არავითარი საცობები. შესაძლებელია მოკლე ბილიკებით დისტანციის შემოკლება. შენახვა და რემონტი იაფია. არ საჭიროებს მართვის მოწმობას. შესაძლებელია ერთდროულად 2 ადამიანის გადაადგილება.
უარყოფითი მომენტი: მოუხერხებელია წვიმიან ამინდში , რადგან საჭიროებს სპეციალურ კაპიშონით გადაადგილებას რომელიც მაინც ვერ უზრუნველყოფს 100% სიმშრალეს.


ელექტრომობილი
ფასი: 40 000 ლარიდან.
ხარჯი 100 კმ-ზე: 1-3 ლარი. (ელექტროენერგია)
დადებითი მომენტი: ეკოლოგიურად სუფთა. შესაძლებელია ერთდროულად 4-5 ადამიანის გადაადგილება. შესაძლებელია ნებისმიერ ამინდში კომფორტულად მგზავრობა.
უარყოფითი მომენტი: ცენტრალურ უბნებში შესაძლებელია იყოს პარკირების პრობლემა. საკმაოდ ძვირი რემონტი და განუვითარებელი მომსახურების ინფრასტრუქტურა.
გადაადგილების სხვა სტანდარტული ვარიანტები აქ არ განმიხილავს ...
კაით ხო ვიხუმრე

ჩემით გავალ ... მარა ისეთი ხუმრობა რა ვთქვიო ხომ გაგიგიათ

გასაგებია რომ ცუდია გაძვირება მითუმეტეს უმიზეზოდ და ბევრისთვის ასევე ძნელია ამ ალტერნატივის გააზრებაც კი ... წლებია ავტომობილით მგზავრობას შეეჩვია ხალხი ... და იგივე ჩვენთან წარმოუდგენელია 60-70 წლის ადამიანი ველოსიპედით ან სკუტერით იხილო როგორც მაგალითად ჩინეთში ან ინდოეთშია მიღებული ... მაგრამ 15-45 წლის ხალხმა მეტი რომ იმოძრაოს ალტერნატიული ტრანსპორტით(კარგ ამინდში მაინც ხოლმე) ... საცობებიც შემცირდება ... საზოგადოებრივი ტრანსპორტიც არ იქნება ასე გადატვირთული ხოლმე პიკის საათებში ... გარდა ამისა ბევრად ჯანმრთელი სიბერე გვექნება და ამერიკელებივით გასუქებისადმი დიდი მიდრეკილება არ შეგვაწუხებს ...
ვინც დაგრუზულია ხუმრობაზე და ალტერნატიულ შეხედულებებზე გთხოვთ უბრალოდ გაიაროთ და დააიგნოროთ ეს პოსტი ...
This post has been edited by OHO on 6 Apr 2012, 19:41
"ჯერ იყო "პრინუჟდენიე კ ვაინე", რათა მერე ყოფილიყო "პრინუჟდენიე კ მირუ". (c) crocodile
Птичка..... (c) http://www.youtube.com/watch?v=tP3ZaiZOjvs