სიმორცხვე - ეს არის საზოგადოებაში უხერხულობის შეგრძნება ,საკუთარ თავში რწმენის დაკარგვა.ეს პრობლება ბევრ ადამიანს აწუხებს, ყველასთვის სიმორცხვე ინდივიდუალურად გამოიხატება.
სიმორცხვის მთავარი მიზეზი საკუთარი თავის რწმენის ქონაა. ხშირ შემთხვევაში ადამიანები საკუთარ თავს ადარებენ სხვებს, თავიანთ ნაკლოვანებებს ძალიან კრიტიკულად განიხილავენ, ხოლო მათი აზრით "იდეალური, მათზე უკეთესი" ადამიანის ნაკლოვანებებზე თვალსხუჭავენ, ხოლო კარგ თვისებებს აბუქებენ, რაც იწვევს საკუთარი თავის რწმენის დაკარგვას. უნაკლო არავინაა ამიტომ შევეცადოთ, რომ საკუთარ თავში აღმოვაჩინოთ კარგი თვისებები, ნაკლოვანებები კი აღმოვფხვრათ.
სიმორცხვის კიდევ ერთი მიზეზია გარშემომყოფთა აზრისთვის ზედმეტად დიდი მნიშვნელობის მინიჭება, რის გამოც ყველა ჩვენს მოქმედებას მკაცრად ვაკონტროლებთ და ხშირ შემთხვევაში სხვების რეაქციის შიშით თავს ვიკავებთ საკუთარი აზრის გამოხატვისაგან.
სიმორცხვით მოზარდების 55% იტანჯება. მორცხვ ადამიანებს ნაკლებად უმართლებთ პირად ცხოვრებასა და კარიერაში, რადგან არ შეუძლიათ საკუთარი პოზიციის დაცვა და ყოველთვის უფრო პასიურ მდგომრეობას ირჩევენ, არიან საკუთარ თავში ჩაკეტილები, არ არიან კომუნიკაბელურები, რის გამოც უჭირთ ახალი მეგობრებისა თუ უბრალო ნაცნობების გაჩენა.
ეს არის ფსიქოლოგების მიერ მოწოდებული რჩევა თუ როგორ დავამარცხოთ სიმორცხვე

)
1. აიძულეთ საკუთარი თავი არ ინერვიულოთ იმაზე, თუ რას ფიქრობენ თქვენზე სხვები, რადგან ისინი
არ შეგაფასებენ გარეგნობის გამო, არამედ თუ როგორი ადამიანი ხართ სინამდვილეში.
2.ნუ მოსთხოვთ თქვენ თავს , იყოს სრულყოფილი. უფლის გარდა სრულყოფილი არავინაა.
საზოგადოებაში ეცადეთ იყოთ ისეთი როგორიც სინამდვილეში ხართ,
ნუ ეცდებით სხვებისათვის თქვენზე ილუზიების შექმნას, ეს თქვენვე გავნებთ.
ვიცი ძნელია საზოგადოებაში იყო ისეთი როგორიც ხარ, მაგრამ მთვარია სცადოთ და ყველაფერი გამოვა!
3.სხვა ადამიანების ღირსებები შეაფასეთ ობიექტურად და არ დააკნინოთ თქვენი კარგი თვისებები.
4.იყავით უფრო კომუნიკაბელური, უფრო ხშირად გაიღიმეთ, სცადეთ საუბარი თქვენ დაიწყოთ და არა სხვამ.
5.ეცადეთ თქვენ თავს იუმორით შეხედოთ, საუბრისას დაშვებულ შეცდომებს
ნუ მიაქცევთ ყურადღება , არ შეიმჩნიოთ და გააგრძელეთ საუბარი.
6. თამამად ესაუბრეთ უცხოებს(მაგალითად კითხეთ რომელი საათია და ა.შ.)
7.თანამოსაუბრეს უთხარით კომპლიმენტები, სთხოვეთ გამოთქვას საკუთარი აზრი
8.დადექით სარკესთან და დიდხანს ესაუბრეთ თქვენს გამოსახულბას. განიხილეთ თქვენი ნაკლოვანებები
და ღირსებები. ეცადეთ თქვენი თავი კარგი მხრით გამოაჩინოთ, მაგრამ მთლად ნუ მოიტყუებთ თავსაც!
Great minds discuss ideas; average minds discuss events; small minds discuss people