ისე მართლა რატომ არ უნდა იყოს ეს თემა პოლიტიკასა და საზოგადოებაში?
გამოვიდეს თუნდაც ერთი მოდერი და გვითხრას რომ ქურდულმა მენტალობამ მნიშვნელოვანი როლი არ ითამაშა თანამედროვე საქ. ისტორიაში?
ყველაზე დიდი საბჭოური გადმონაშთი რომელიც გვაქვს დღეს ესაა სწორად ქურდ. მენტალობა რომელიც სხვადასხვა ფორმით ვლინდება,
ამიტომაცაა დიდი ინტერესი, სრულიად ბუნებრივი ფორუმელთა მხრიდან,
სულ რაღაც 7 წლის წინ, ეგ. წოდებული კანონიერი ქურდები წყვეტდნენ ადამიანების ბედს,
ქურდულმა მენტალობამ დაიპყრო მთელი საზოგადოება,
ადამიანებს მილიციაში განცხადების გაკეთებაც კი უტყდებოდათ
მოხვედი სახში, ბინა გაძარცვულია და ტიპი განცხადებას არ წერს პოლიციაში, იმიტომ რომ ტეხამს,
მოგპარავდნენ მანქანას და მოლაპარაკებას აწარმოებდი მომპარავებთან რომ რაზვრატზე გეჩალიჩა,
თუკი საზოგადოებრივ ტრანსპორტში კარმანნიკი ჯიბეში ჩაგიძვრებოდა მორიდებით უნდა გეთქვა რომ ხელი ამოეღო, სხვაზე კი ხმასაც ვერ ამოიღებდი,
მოკლედ ქვეყანაში იყო კრიმინალური განუკითხაობა ხოლო საზოგადოება მსხვერპლი
ციხეში მყოფი პატიმრების ყურება კიდევ საინტერესოა გასაგები მიზეზების გამო,
ყველა მამაკაცს სიამოვნებს ლომების თუ სხვა ხიშჩნიკების ყურება ოღონდ უსაფრთხო ადგილიდან
ეგერე ესეც, ვუყურებთ მას ვინც შიშის ზარს სცემდა თმელს საქართველოს, ეხლა უყურებ, არ გეშინია და გიხარია
This post has been edited by Xoshgeldi on 8 Apr 2012, 11:38