კი ერთი საოცარი დილეტანტიზმის გამოვლინება , რაც ნაციონალების სავიზიტო ბარათი გახდა ........
ბოგდან ქობულოვი იყო სირი

ამ სიტყვის პირდაპირი გაგებით , გაუნათლებელი ხეპრე .......
ცნობილი ისტორია არის , როდესაც მერკულოვმა შეუტანა სტალინს კომპრი ქობულოვზე , მის საყვარლებზე და ასე შემდეგ .....სტალინს გაუცინია და იქვე მჯდომ ბერიასკენ გაუხედავს , ის ჩუმად მიმხვდარა ყველაფერს და მერკულოვს უთხრა ..... ტავარიშ სტალინს მორალურად დეგრადირებული ციხის ნადზირატელი არ აინტერესებსო , აი როდესაც ბოგდან ქობულოვს ბალიშის ქვეშ დოსტოევსკის რომანს უპოვით მაშინ არის საქმე ცუდადო ......
ცუდი , მაგრამ მოსწავლეები გამოდგნენ ნაცონალები ამხანაგ სტალინის ---- რეპრესიების აპარატი აუცილებლად გაუნათლებელი უნდა ყავდეს დიქტატორს , თორემ ციხის ნადზირატელმა და სპეცნაზის ვირმა თუ კითხვა დაიწყეს სერიოზული ლიტერატურის , მაშინ მათ კითხვები გაუჩნდებათ , ხოლო როდესაც ციხის ნადზირატელებს კითხვები უჩნდებათ ეს რეჟიმის დასასრულია
დილეტანტიზმი რატომ არის ეს პოსტი ფრიდრიხასი ..........გამორიცხულია ბოქდან ქობულოვს ე.წ. კანონიერი ქურდები წააეკუზა , გამორიცხულია .... ქურდებს ეფერებოდა მაგ კაცი (ამიტომ მეცინება ფრიდრიხას ავატარზე ) ქურდებს უფრთხილდებოდა ამხანაგი ქობულოვი , ვინაიდან ქურდები იყვნენ გულაგის მუშაობის და გეგმის მიცემის გარანტები
ჩომბე და ჯიანი !
მე პოსტი დავდევი აქ , დეგას მეშვეობით სადაც ვისაუბრე დაახლოებით იმ თემებზე რაზეც თქვენ დაწერეთ ........
რისი ეშინიათ მაგ ბიზნესმენებს მე არ ვიცი , მაგრამ მათი თავი , რომ ვერ მუშაობს ნორმალურად ეს ფაქტია .......შევეცდები ახვსნა რატომ
საგადასახადო სისტემის დალაგება არ არის ბიზნესის განვითარების პირველი და მთავარი , გარანტი ----არ არის ....... მაგ ბიზნესმენებმა უნდა იცოდნენ , რომ მათი ბიზნესის გარანტია მხოლოდ სამართლიანი მართლმსაჯულებაა , დაიმახსოვრეთ ხალხნო აქსიომა ლიბერალური , ველური კაპიტალიზმის არსებობის ერთადერთი და მთავარი მოცემულება ეს არის მართლმსაჯულება , გამართული , სწრაფი , ეფექტური და სამართლიანი ......
როგორ შედიოდა ქურდი და მაფიოზა ბიზნესში ---- სსრკ-ში , შევარდნაძის საქართველოში და ამერიკაში ----სქემა იყო ყველგან ერთნაირი :
ა/ როდესაც ბიზნესმენი თავის ბიზნეს აწარმოებდა არაკანონიერად
ბ/ როდესაც ბიზნესის თავისებურობებიდან გამომდინარე , ბიზნესმენს ჭირდებოდა სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულება , დავების გადაწყვეტისას ---ხოლო ასეთს სახელმწიფო ვერ აძლევდა , ხოლო ქურდები აძლევდნენ .......
მოდი განვიხილოთ კლასიკური მაგალითი ------რომელიც ჩემს პრაქტიკაში იყო , რომელიც დაახლოებით 2-3 წლის წინ მოხდა ------
მშენებელმა ააშენა დიდი ობიექტი , ძალიან დიდი ქუთაისის მაშტაბებიდან გამომდინარე ------მშენებლობის დამთავრებისას მშენებელს და დამკვეტს შორის წარმოიშვა დავა დაახლოებით 25 ათას დოლარზე .....რაც წვეთი იყო გაკეტებული სამუშაოთა საერთო ღირებულებიდან გამომდინარე , მაგრამ საკითხი პრინციპიალური იყო .....მშენებელი ამბობდა , რომ დამკვეთმა მას ფული ბოლომდე არ მიცა , ხოლო დამკვეთი ამბობდა , რომ მშენებელმა მას სამუშაობები ბოლომდე არ შეუსრულა , ან ცუდად შშეუსრულა .......
მათი მორიგება ვერ მოხერხდა , წავიდნენ სასამართლოში ---დავა დღესაც დამთავრებული არ არის , დამკვეთის და მშენებლის ქონებები დაყადაღებულია , მათი ბიზნესები მოკვდნენ ....მშენებელს ფული არ აქვს აწარმოოს სხვა მშენებლობები , ხოლო დამკვეთი ვერ ამუშავებს დაყადაღებულ ობიექტს , რომელიც ტონა ფული დაუჯდა , აგერ ბანკებიც მიადგნენ და დაიქცნენ რა ტიპები
სასამართლოში ერთმანეთი ჩაუშვეს ბევრ რამეში ....მაგალითად მშენებელს ყველა ზედნადები არ ქონდა , დამკვეთს დაბალი ფასები ქონდა მითითებული და ასე შემდეგ , მიადგა საფინანსოც მას და უშველებელი ჯარიმებით დააჯილდოვეს ...
ვომეორებ დავა ახლაც მიმდინარეობს , მაგრამ ორივე უკვე დაქცეული არის ....
ამ მოცემულ მაგალითში არის ორივე მოცემულება რომელიც აცოცხლებდა ქურდულ სამყაროს , ბიზნეს ჭირდებოდა სწრაფი მართლმსაჯულება და მათ ქონდათ ჩადენილი კანონგადაცდომები , კრიმინალი კი არა , კანონგადაცდომები .......
რას იზამდნენ ქურდები ----ისინი ამ დავას განიხილავდნენ მაქსიმუმ ერთ დღეში , თუ ცოდნაარ ეყოფოდათ დაუძახებდნენ ამ დარგის ნეიტრალურ სპეციალისტს , დააკისრებდნენ ერთ-ერთ მხარეს იმ 25 ათას , მაქსიმუმ თავის შეწუხებისთვის ერთი ამდენს გამოართმევდნე და ვსიო .......რა გგონიათ სახელმწიფო ბაჟებში სამი ინსტანციის სასამართლოებში , ადვოკატებში , ექსპერტიზებში და ჯარიმებში მხარეებმა ნაკლები გადაიხადეს ? გაცილებით მეტი დამიჯერეთ ..........
აი ასეთი რაღაცეები ქმნიდნენ ქურდების აუცილებლობას და რაღაც მომენტში ეს სახელმწიფოს პროგრეს ემსახურება და არა რეგრეს ------ნუ შემაგინებთ ჯერ გაიგეთ რას ვამბობ ----როდესაც სახელმწიფოს , და ჩვენზე მაგარ სახელმწიფოებს უდგებოდათ პრობლემა რარაცის უცებ გადაწყვეტის ...მაგალითად დანგრეული ეკონომიკის აღდგენის , მშნებლობების სახელმწიფო შეგნებულად თვალს ხუჭავდა დამნაშავაე სამყაროს ამ სფეროებში შესვლას ------გაიხსენეთ როგორ აშენდა 2 წელიწადში ქალაქი უდაბნოში ამერიკაში , ლას-ვეგასზე მაქვს საუბარი ......მეირ ლანსკიზე გაებედა აბა მშენებელს დროზე არ ჩაებარებია ობიექტი , ანდაც ომის შემდგომი იტალია , როდესაც მთელი სამშენებლო ბიზნესი მიცეს მაფიას და იტალია 5 წელიწადში აშენდა თავიდან , თუ გინდ 20 წლის უკანდელი თირქეთი როდესაც სახელმწიფომ თვალი დახუჭა ტურქეთის ეკონომიკაში შავი ფულის ჩადებაზე ---ნახეთ რა შედეგები აქვთ
რაღაც ეტაპზე , დასაწყისში ეს პროგრესია , მაგრამ მერე იწყება რეგრესი როდესაც მომძვლავრებულ დამნაშავეთა სამყაროს უკვე შერწყმა უნდა პოლიტიკასთან , უკვე სახელმწიფო გადაწყვეტილებების მიღება უნდათ ---აი ეს კი უკვე რეგრესია და მთელი ძალით ირთვება სახელმწიფო მანქანა -----დედა უტირეს მეიერ ლანსკისაც და იტალიელ მშენებელ -მაფიოზებსაც ......
ამიტომ მაბ ბიზნესმენებს მაგის არ უნდა ეშინოდეთ ....დამიჯერეთ არც ერთ ბიზნესმენს ქურდი არ უყვარს , მათვის ქურდი გარკვეულ საკითხებში საჭირო ინსტრუმენტს წარმოადგენს ...აი სახელმწიფოს ფუნქცია კი არის ეს გარკვეული საკითხები როდესაც ქურდია საჭირო რაც შეიძლება ცოტა იყოს ...არა მგონი ბ.ბ.-ს უყვარდეს ქურდები , ძალიან მეეჭვება ამისი ......
უნდა გაიზარდოს სასამართლოზე ნდობა ხალხში -----ამერიკაში 90 პროცენტი საქმეები , რომლის ფასი მილიონ დოლარს აღემატება აღარ საჩივრდება მეორე ინსტანციაში , იმდენად კმაყოფილი არიან პირველი ინსტანციის სამართლიანობით , რომ არარ ასაჩივრებენ , რაც დიდ დროს არ აკარგვიებს ბიზნეს სასამართლოებში და მართლმსაჯულება გარდა სამართლიანობისა , ეფექტურიც არის .........რა ხდება ჩვენთან , საპირისპიროდ 90 პროცენტი საქმეების საჩივრდება მე-2-ე და მე-3-ე ინსტანციებში და პროცესები წლები გრძელდება , რაც ცუდია ბიზნესის განვითარებისთვის .....
თუ ბ.ბ.-მ შექმნა , დამოუკიდებელი სასამარლო , რომელსაც ექნება ხალხის ნდობა , ასევე ფართოდ დანერგა არბიტრაჯის ინსტიტუტი ----დამიჯერეთ ქურდი საქართველოში არავის დაჭირდება , ეს ელემენტარულია
01.10.2012.