რატო აფინანსებდა და გიხსნით ......ხალხნო და ჯამაათნო ვხსნი ერთხელ და სამუდამოდ ამ თემას , რატომ აფინანსებდა ბ.ბ. გენერალ ლებედს ........
ამას ვხსნი ნაც.პროპაგანდისტებისთვის (კარდუ შენ აქ ხარ , მოდერაციას არ მიმართო პროპაგანდისტი კარგი სიტყვაა ) , დაუნებისთვის და პატიოსანი ხალხისთვის ვინც არ იცის თემა ........
1. გენერალი ლებედი პირადათ ცამოვიდა თბილისში დარბევის მეორე დღეს და უზრუნველყოფდა კომენდანტის საათს
2. 1995 წელს , რუსეთში საპარლამენტო არჩევნებში გაიმარჯვეს კომუნისტებმა , ზიუგანოვის კომუნისტებმა , მათი მთავარი იდეოლოგი ცნობილი ეგორ ლიგაჩევი იყო , ორთოდოქსი კომუნისტი .....
მეორე ადგილზე გავიდა ლდპრ -ი , ჟირინოვსკის პარტია .
მხოლოდ მესამე ადგილზე 12 პროცენტით გავიდა ელცინის პარტია , რომელსაც მხარს უჭერდა ყველა იმ დროისთვის არსებული რუსეთში პრო-დემოკრატიული და პრო-ამერიკული ძალები
პირველი რაც გააკეთეს პარლამენტში კომუნისტებმა და ჟირინოვსკიმ ------დაუნებისთვის ხაზს ვუსვამ , დაუკვირდით რას ვწერ -------გააუქმეს ბელოვეჟის შეთანხმება სსრკ-ს დაშლაზე , როგორც უკანონო და მოითხოვეს სსრკ-ს აღდგენა .......მაშინდელი რუსეთის კანონმდებლობით , პარლამენტის ამ მიღებულ კანონს უნდოდა პრეზიდენტის მიერ დამტკიცება
ხო და ამ პირობებში ინიშნება რუსეთის პრეზიდენტის არჩევნები ......აბსოლუტური ფავორიტი ამ არჩევნებში იყო ბატონი ზიუგანოვი , რომელიც ყველა თავის საარცევნო სიტყვას და პირობას იწყებდა ფრაზით , რომ ის აღადგენდა სსრკ-ას (გაიხსენეთ რა იყო მაშინ საქართველო

)
ზიუგანოვი იმ დონის ფავორიტი იყო , რომ დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე რუსეთიდან მოქმედი პრეზიდენტი ელცინი კი არ მიიწვიეს , არამედ პრეზიდენტობის კანდიდატი ზიუგანოვი
ვინ უჭერდა მხარს ზიუგანოვს ? .... ორთოდოქსი კომუნისტები , პენსიონრები , სამსახურიდან გაგდებული ხალხი , დაქცეული ქარხნების და ფაბრიკების მუშები , რომლებიც წლები ვერ ღებულობდნენ ხელფასებს , მასწავლებლები , ექიმები რომლებსაც ხელფას ვერ უხდიდნენ -------- და რაც მთავარია კომუნისტებს მხარს უჭერდა არმია , რომელსაც ამცირებდნენ , პრო-პატრიოტული რეაქციული ძალები და კაზაკები , რომლებიც იყვნენ აქტიური ბირთვი ზიუგანოვის ...აი ეს ყველაზე აქტიური , ახალგაზრდა ბირთვი ელცინთან იყვნენ გენერალ ლებედის ხათრით ....დიახ ეს გენერალი ლებედი იყო , ზიუგანოვის აქტიური მხარდამჭერი .......
პირველად და უკანასკნელად ამერიკის დიპლომატიის ისტორიაში ამერიკამ სხვა ქვეყნის არჩევნებზე გამოხატა თავისი ოფიციოზის მოლოდინი და ფავორიტი ...ამერიკის შეერთებული შტატების მაშინდელმა პრეზიდენტმა , ბილ კლინტონმა , აშკარად გამოხატა ამერიკის სიმპათია ბორის ელცინის მიმართ ........თუმცა აღნიღნა , რომ მისი გამარჯვება ძალიან ძნელი იქნებოდა
იასნი იყო , რომ ზიუგანოვის გამარჯვება იყო კატასტროფა , რუსეთის პრეზიდენტად მისი გახდომის შემთხვევაში მისი პლატფორმა იყო სსრკ-ს აღდგენა ---წარმოიდგინეთ ამას რა მოყვებოდა , თუ გინდ საქართველოსთვის
და ამ დროს ......რუსეთის დიდი ბიზნესის შვიდი ყველაზე მდიდარი წარმომადგენელი გამოდიან სცენაზე და აკეთებენ პოლიტიკურ განცხადებას , რომ რუსეთის დიდი ბიზნესი , ეგრეთ წოდებული სემი ბანკირშინა , ღიად უჭერს მხარს ბორის ელცინს და მისი სახით სსრკ-ს არ აღდგენას და უკან ისტორიაში დაბრუნებას .....
იწყება რუსეთის ისტორიაში უპრეცენდენტო არც მანამდე და არც მერე , პრეზიდენტობის კანდიდატის , ბორის ელცინის დაფინანსება , მთელი ინტელიგენცია , არტისტები , მომღერლები და ყველა ცნობილი პირი იმდროინდელი რუსეთის ჩაერთო ბორის ელცინის საარჩევნო კამპანიაში
და აი აქ , ბიძინა ივანიშვილი ურტყამს პენალს , მან სწორად შეაფასა სიტუაცია და იქ დაარტყა კომუნისტებს და ზიუგანოვს სადაც ისინი საერთოდ არ ელოდებოდნენ და რომელიც სასიკვდილო დარტყმა იყო ....... ბიძინა ივანიშვილმა კომუნისტებს მოუტეხა გენერალი ლებედი ,მისი სახით კი კომუნისტების მხარდამჭერთა ყველაზე აქტიური მასსა , არმია და პრო-პატრიოტული ძალები .....
ბ.ბ.-მ დაარწმუნა გენერალი ლებედი , რომ დამოუკიდებელი კანდიდატი გამხდარიყო , ბ.ბ.-ს ბანკის ოფისში ცხოვრობდა გენერალი ლებედი იმ საარჩევნო პერიოდში , მას ამზადებდნენ ამერიკელი და ებრაელი პიარშიკები
და მოხდა სასწაული , ზიუგანოვმა ვერ გაიმარჯვა პირველ ტურში ...ხოლო ლებედი მისი ასე მნიშვნელოვანი 14 პროცენტით გავიდა მე-3-ე ადგილზე , გაუსწრო რა ზიუგანოვის მხარდამჭერს ჟირინოვსკის .......
მეორე ტურამდე , ეგრევე ელცინი ნიშნავს გენერალ ლებედს უსაფრთხოების საბჭოს თავჯდომარეთ და მანაც მოუწოდა თავის ამომრჩეველს ელცინისთვის დაეჭირა მხარი
მეორე ტურში გაიმარჯვა ბორის ელცინმა , კომუნისტები დამარცხებული იყვნენ , საბჭოთა კავშირი არ აღდგა .........................საქართველო გადარჩა მათ შორის
ახლა ნაც.პროპაგანდა და დაუნებო (არავის კონკრეტულად არ ვგულისხმობ , მითუმეტეს ფორუმის წევრებს )------------------------------რა გააფუჭა ბ.ბ.-მ იმით , რომ ყველა თავის რესურსის გამოყენებით არ დაუშვა სსრკ-ს აღდგენა ???????????????????????
პ.ს. გავიდა წლები და როგორც ხდება ხოლმე , გამოყენებული და არავისთვის საჭირო პეშკა დაბრიდეს , ეს თქვენი გენერალი ლებედი ჯერ მოსკოვს მოაშორეს და მერე დაბრიდეს
01.10.2012.