ოოო აქ საქმე რთულადაა

გრძელი ამბავია....
(მოკლედ)
პირველ სროკზე რომ წავიდა საშ.განათლება არ ქონდა დამთავრებული.
სროკს სროკი ემატებოდა. ავტორიტეტი იზრდებოდა.
ბერიას დროს ჯერ ქურდი გახდა და მალევე ე.წ. ''ვსესაიუზნი ავტორიტეტი''
თავისი მონაყოლით: ''ის გაგება სულ სხვა იყო და ის ქურდი სართოდ არ გავდა ეხლანდელ ქურდს''
სწორედ ამიტომაც თავად თქვა უარი ყველაფერზე და 38 წლის ასაკში სკოლის ატესტატის აღება გადაწყვიტა.
ატესტატს მოყვა უმაღლესი, დისერტაცია... პროფესორის ხარისხი და ა.შ.
ზოგადად ცნობილია, რომ ასე მარტივად არ ხდება ეს ყველაფერი: მინდა ქურდობა/აღარ მინდა ქურდობა;
ამიტომ ბევრი ამას არაქურდულ, შეიძლება ''ბოზურ საქციელადაც'' კი აფასებდა.
თუმცა ცნობილი იყო, რომ არასდროს გახმაურებულა ქურდული ოფიციალური სამყაროდან პრეტენზიები,
პირიქით - ქურდებსა და ჯაბას შორის ურთიერთ კავშირი ყოველთვის ხდებოდა.
მას მერე რაც, სფეროთა გადანაწილების ნიადაგზე დაიძაბა სიტუაცია ქურდებსა და მხედრიონის ზოგიერთ წევრთა შორის,
ბევრი ასევე ვარაუდობდა, რომ მოხდა ჯაბას დაპირისპირება ხსენებულ სამყაროსთან.
მაგრამ ამჯერადაც მსგავსი არაფერი მომხდარა.
სურდათ რომ მარტო დარჩენილი ჯაბა ძველ რომელიმე მომდურებულს გაესაღებინა,
რისთვისაც ამსოლიტურად ყველა გვერდით მყოფი დაუჭირეს (1995 წლის შემოდგომა)
და მარტო დააბიჯებდა რუსთაველზე ... მაგრამ აქაც არაფერი მომხდარა.
მხოლოდ, დაჭერის წინ წყნეთის აგარაკზე საბოლოოდ მიაკითხეს და გააფრთხილეს, რომ
ამჯერად ვერ დაეხმარებოდნენ ნაძალადევში დეპუტატობის მანტატის მოპოვებაზე,
რაც მის იმუნიტეტს განაპირობებდა.