ახლახანს მოვრჩი ბიძინა ივანიშვილის საჩხერეში გამოსვლის ყურებას და მისი რამდენიმე ფრაზიდან მე ჩემეული დასკვნები გავაკეთე, რაღაც ლოგიკური დასკვნები გამოვიტანე იმაზე თუ რა აქვს ჩაფიქრებული, რას აკეთებდა აქამდე და რის გაკეთებას აპირებს. ჩემეულ ანალიზს აქვე შემოგთავაზებთ, ძალიან ნუ გამკიცხავთ, უბრალოდ მაინტერესებს თქვენც თუ ხედავთ იგივე პარალელებს და თქვენც იგივე დასკვნებს თუ აკეთებთ.
ბიძინა ივანიშვილი რომ ბიზნესმენია და თანაც მთელს მსოფლიოში გამორჩეული ბიზნესმენი, ამაზე მაინც არ ვიდავებთ ალბათ აქ. თანაც მან ფული იშოვა არა ნოვატორული გამოგონებებით ( ანუ ის არ ყოფილა ბილ გეიტსი, სტივ ჯობსი, მარკ ცუკერბერგი და ა.შ.
) ან ძარცვითა და უზურპაციით ( კადაფისა და მუბარაქის მსგავსად ), არამედ გრძელვადიანი ინვესტიციებით, რასაც შესაბამისი დაგეგმვა სჭირდება. ამაზე დიდხანს არ შევჩერდები და მხოლოდ იმიტომ გავაკეთე ეს შესავალი, რომ მეთქვა – აქედან გამომდინარე მან ძალიან კარგად უნდა იცოდეს ბიზნეს გეგმებისა და მარკეტინგის შესახებ და ეს ისეთი გამჯდარი უნდა ჰქონდეს გონებაში, რომ ყველა საკითხს ამ თვალით უნდა უყურებდეს მეთქი.
საჩხერეში ივანიშვილმა თქვა: "ამ სამ თვეში, იანვრიდან მოყოლებული ჩვენ ბევრი რამ შევცვალეთო, გპირდებით, რომ ივნისის ბოლოს ჩვენ მნიშვნელოვან გარდატეხას მოვახდენთო, ოქტომბერში კი მთელს საქართველოს ერთ მუშტად შევკრავთო". სწორედ ამ სიტყვებმა ამომიტივტივა ასეთი ვერსია – მან თქვა რომ კარგა ხნის გადაწყვეტილი ჰქონდა პოლიტიკაში მოსვლა და ოქტომბერში მიიღო საბოლოო გადაწყვეტილება და ეს განაცხადა. ჰოდა, მე მგონია, რომ მან, როგორც ბიზნესმენმა თავისი მარკეტინგული უნარების გამო მიიღო ასეთი გადაწყვეტილება ანუ სავარაუდოდ პოლიტიკაში გამოჩენამდე რამდენიმე ხნით ადრე, მას ჰუკვე ქონდა ერთწლიანი ასე ვთქვათ პოლიტიკური "ბიზნეს გეგმა" შედგენილი, სადაც მის მიერ განსახორციელებელი ქმედებები წინასწარ ჰქონდა დაგეგმილი თვეების, უფრო კი თანმიმდევრულობის მიხედვით და დარწმუნებული ვარ ბოლომდე მას მიყვება. ავიღოთ ასეთი მოცემულობა – ბაზარზე შემოდის ახალი კომპანია, როგორ უნდა მოიპოვოს მან პირველობა?
1. უნდა შეარჩიოს კადრები
2. უნდა შექმნას ინფრასტრუქტურა
3. უნდა აწარმოოს რაც შეიძლება აგრესიული და მოცულობითი პიარ კამპანია
4. უნდა განახორციელოს გადამწყვეტი დარტყმა, თუ საჭირო გახდა დემპინგსაც მიმართოს. ე.ი. კონკურენტების პროდუქცია მაქსიმალურად უნდა ჩაძიროს და კლიენტებს შესთავაზოს უკეთესი ფასები, ხარისხი, სერვისი (მომსახურება, პირობები და ა.შ.).
ზუსტად 4 საფეხურია, ხო?

როდის გამოჩნდა ბიძინა პოლიტიკაში? – ოქტომბერში.
როდის არის არჩევნები? – ოქტომბერში.
რამდენი თვეა ოქტომბრიდან ოქტომბრამდე? – 12.
ჰოდა, თავად ახსენა ბიძინამ ეს სამთვიანი პერიოდები...

ოტომბრიდან იანვრამდე, იანვრიდან აპრილამდე, აპრილიდან ივნისის ბოლომდე (ე.ი. ივლისამდე), ივლისიდან ოქტომბრამდე. ზუსტად ოთხ საფეხურად აღმოჩნდა დაყოფილი.
ეხლა ქრონოლოგიურად მივყვეთ რას აკეთებდა აქამდე? – ახალწლებამდე სწორედ კადრებს არჩევდა, ყოველ შემთხვევაში პირველი ნაბიჯები ეს იყო. ხომ ასეა?

ამის შემდეგ რა გააკეთა, დღემდე? რაიონული ოფისების გახსნა, ფინანსების ჩარიცხვა, ბენზინისა და ტრანსპორტის მომარაგება, ტელევიზიის შექმნა.

ჩემს მიერ ზემოთ მოცემული "ბიზნეს გეგმის" მიხედვით, რადგან კადრები უკვე დაკომპლექტებულია, პროდუქციაც ბაზარზე დევს უკვე ყველგან (ყველა რაიონში ოფისები არის უკვე), ლოგიკურად ამას მოყვება ის, რომ აწი ივლისამდე დაიწყება და გაგრძელდება ძალიან ძლიერი პიარ კამპანია სწორედ აქამდე შექმნილი რესურსებით ანუ წინა 2 პუნქტით, ეს კადრები ამ ოფისების საშუალებით და აგრეთვე ტელევიზიის საშუალებით წესით ძალიან აქტიურად უნდა შევიდეს ხალხში, ყველასთვის ნაცნობი უნდა იყოს ეს ბრენდი, ყველგან და ყველას უნდა ხვდებოდეს თვალში.
და ბოლო ფაზა ჩემი აზრით სწორედ ივლისის მერე ანუ აგვისტოდან დაიწყება, როცა ალბათ უკვე უშუალოდ ამომრჩევლებთან შეხვედრები დაიწყება და რაც მთავარია საარჩევნო პროგრამები დაიდება.
სულ ეს არის და ტყუილად ვიწვალე ნეტავ? მხოლოდ ჩემი ფანტაზიის ნაყოფია თუ თქვენი აზრითაც არსებობს ის ლოგიკური კავშირები აქამდე მომხდარ და შემდგომში მოსახდენ ფაქტებსა და ჩემეულ ვერსიას შორის?
A patriot must always be ready to defend his country against his government. © Edward Abbey