მიშაკალიფსი ანუ ქართული 2012
jinsebistaobadotcom.wordpress.com
ქრისტე აღსდგა მკითხველებო! პირველ რიგში აღდგომას მოგილოცავთ, ამ დღის მადლ...
About
მიშაკალიფსი ანუ ქართული 2012
ქრისტე აღსდგა მკითხველებო!
პირველ რიგში აღდგომას მოგილოცავთ, ამ დღის მადლი ფარავდეს სრულიად საქათველოს და სანამ ჩემს ღვარძლიან თემას გაგაცნობთ, ვიმედოვნებ, რომ ღმერთი დაიფარავს საქართველოს ამ მიშაკალიფსისგან რომელიც დღეს სუფევს.
თქვენი არ ვიცი, მაგრამ ჩემთვის აღდგომა განსაკუთრებული დღესასწაულია. მიმაჩნია, რომ ეს დღე ბადებს არა მარტო რელიგიურ ერთიანობას ქართველ ერთში, არამედ ეროვნულსაც. ყველას მოგვისმენია უწმინდესისა და უნეტარესის ქადაგებანი და სავარაუდოდ თითოეულ მათგანში გვიპოვნია ნაწილი რომელშიც საკუთარი თავი ამოგვიცვნია. ნაწილი, რომელშიც თითქოს პატრიარქი თითოეულ ჩვენთაგანს მიმართავს და გველაპარაკება იმ ძალიან პირადულ საკითხებზე, რომელნიც მხოლოდ ჩვენს გულში ცხოვრობენ. 2012 წლის სააღდგომო ეპისტოლემ დიდი აურზაური გამოიწვია, ეს აურზაური კი მხოლოდ იმის ბრალია, რომ თითოეული სიტყვა, თითოეული წინადადება მისი უწმინდესობის ეპისტოლეში ყველა ჩვენთაგანს გულზე მოხვდა, არ ვიცი ვისთვის როგორ მაგრამ ამ სიტყვებმა გამოაცოცხლა საზოგადოება.
როგორც უკვე ვიცით, სიმართლე ყველასთვის სასიამოვნო როდია, სიმართლე ზოგიერთისთვის ის სარკეა რომელზეც დიდი ფარდა ჩამოუფარებია და არასოდეს უწევს მასში ჩახედვა. სიმართლის ფენომენს ერთი მეცნიერულად აუხსნელი თვისება გააჩნია, გადის დრო და რამდენი ხანიც არ უნდა იმალებოდეს ფარდის უკან, ის თავს მაინც გამოავლენს. ფარდა დაძველდება, ჩრჩილისგან შეიჭმევა და თვალსა და ხელს შუა ჩამოიღვენთება. ზოგ შემთხვევაში კი დრო ვერ აფერხებს ნამდვილ გამოსახულებას, ძლიერი ქარი დაუბერავს და სარკეზე ჩამოფარებული ფარდაც აღარ იარსებებს, ისევე გაყვება ქარს როგორც შემოდგომის ნიავისგან ჩამოვარდნილი ფოთოლი, რომელიც უერთდება მიწას და ვითომც არასდროს დაუმშვენებია სიმწვანით ქვეყნიერება.
მეტაფორების მოშველიება ხშირად გადამეტებად მიმაჩნია, თუმცა ამჯერად ეს ხერხი სრულიად შეეფერება ჩვენი აგონიური ხელისუფლების მდგომარეობას. დიდი ხნის განმავლობაში პატრიარქი დუმდა და სახელისუფლებო ანალიტიკურ სამსახურსაც ალბათ უხაროდა, ამ ნაწილზე მაინც არ გვაქვს სანერვიულოო. ოჰ როგორ შეიცვალა სიტუაცია და ღმერთმა თუ იცის როგორ მიხარია, რომ როგორც იქნა შეიცვალა.
ეპისტოლე ელვისებური სისწრაფიდ გავრცელდა სოციალურ სივრცეში, თუ ვიდეო, თუ ნაწერი ფორმით. თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ ვისაც თავისი თვალით არ წაუკითხავს ან არ გაუგონია დიაკონი დემეტრეს მიერ წარმოთქმული პატრიარქის სიტყვები, გადმოცემით მაინც იცის რა და როგორი აქცენტით ითქვა. ალბათ იმ ადამიანებს, რომლებიც საზოგადოებრივი მაუწყებლის პირდაპირ ეთერს უძღვებიან შიშით თითები უთრთოდათ “რას ამბობს ეს კაცი კაცო, ხვალ გამიშვებენ სამსახურიდან კაცო, მიშას სახე არ აჩვენოთ დავიბრიდებით”.
ნაც ბანდაში აშკარად პანიკა სუფევს, მიშიკუნა ალბათ ნერვიულად იკვნიტავს ფრჩხილებს და რაც კი მის გარდერობში ჰალსუხი მოიპოვება ალბათ უკვე გადორბლილი აქვს, ვანო ბურტყუნებს “не виновата я, я, он сам пришол-ო”, გოგა კი ცოლს ურეკავს “დაწერე ქალო რამე მაგ შენ ჟურნალში, თორე დანიელ პლეტკა კი არა ჯოხაძეც კი აღარ გეყოლება მალე რესპოდენტად”.
მათ ვინც იცნობს ჩემს წინა პოსტებს, გემახსოვრებათ ჩემი განსაკუთრებული სიმპატია ქალბატონი თამარ ჩერგოლეიშვილის მიმართ. მიყვარს მე ეს ქალბატონი, კვირა არ გადის ისე, რომ ჩემს გესლიან ენას არ მისცეს მიზეზი, რომ გავნთავისუფლდე აგრესიისგან და ზრდილობის ფარგლებში ვლანძღო. თუმცა ამას არ ვაპირებ, ამჯერად სრულიად დასაბუთებულად გაგაცნობთ, თუ რატომ არის ეს ქალბატონი და კერძოდ ჟურნალი ტაბულა სირცხვილი რომელიც ქართულ მედიას ქორივით დასხმია თავს.
კვირას, 15 აპრილს, დიახ აღდომის ბრწყინვალე დღესასწაულზე, კერძოდ ოთხ საათსა და ოცდათორმეტ წუთზე, ტაბულას ახალი საგანზძური გამოქვეყნდა. ავტორი – ლევან სუთიძე, სათაური: ილია მეორე: ფეხს იკიდებს ვულგარული აზროვნება. დიახ თქვენ არ შემცდარხართ, კარგად ნაქეიფარი ნაც ბანდა ნამდვილად გასცდა მათ ჩვეულ აგონიას და უბრალო შიზოფრენიაში შეაბიჯა.
ავტორი ღიად გამოხატავს “უკმაყოფილებას” პატრიარქის მიმართ და “ლამის” ცინიზმით “თითქმის” ცდილობს, რომ დაასაბუთოს აბსურდი რომელსაც მისი სტატია ქვია.
“დღესასწაულის გარშემო ქადაგების გარდა, რომელიც წლიდან-წლამდე იგივე რჩება და რაზეც პრინციპულად ახალს ვერაფერს იტყოდა, კათალიკოსმა ეპისტოლეს ვრცელი ნაწილი „უღმერთოებზე“ საუბარს დაუთმო”. - ეს შესანიშნავი დედუქცია უპასუხოდ არ უნდა დარჩეს და ამიტომაც, რახან ბოლოს და ბოლოს თავისუფალი სიტყვა ამ ბლოგზე მაინც არ მეზღუდება გავბედავ და შევეპასუხები ბატონ ლევანს. “უღმერთობა” ჩემო ბატონო, თემაა რომელიც ჩვენს ქვეყანაში განსაკუთებით პოპულარულია. ბევრი სუბიექტი, თქვენი და თეა თუთბერიძის არ იყოს ზუსტად ამ სენით არის შეპყრობილი, სენს კი ებრძვიან. არ გეგონოთ, რომ რაიმე სახის დისკრიმინაციას ვეწევი, ჩემთვის ქრისტიანი, მულულმანი, კათოლიკე თუ ბუდისტი ერთნაირად პატივსაცემი ელემენტები არიან. ვისაც არ ვცემ პატივს, არიან ის ელემენტები, რომლებიც ებრძვიან სხვის ინტერესებს, ელემენტები რომლებიც ერთიანობის დანახვისას ისე ცახცახებენ, რომ არ იციან შხამი საით და რა დოზით გადმოაფქრვიონ. მართლაც რა აზრი აქვს ცხოვრებას, რომელშიც საზოგადოებას რომელიც იმისთვის მრავლდება, რომ მომავალი თაობა კიდევ უფრო მეტ ღრმულში ცხოვრობდეს. რა აზრი აქვს გამრავლებას, რომელსაც ახალგაზრდობა რობოტიზმისა და ტირანიაში ცხოვრებაში გაატარებს, განა ეს ხვედრი საკმარისად არ ერგო ჩვენს ქვეყანას ბოლო 2 საუკუნის მანძილზე?.
“კათალიკოსმა სიცოცხლისადმი ამგვარ, „უღმერთო“ დამოკიდებულებას, როცა ადამიანი ამ ქვეყნად ბედნიერების მაქსიმუმის მიღებას ცდილობს, ისე რომ არ ზრუნავს იმქვეყნიურზე, „პრიმიტიული“ უწოდა. ამით მის ლექსიკონში ახალი სიტყვაც დამკვიდრდა.” თქვენი არ ვიცი მაგრამ პრიმიტიული არა მარტო პატრიარქის მაგრამ ჩვენს ლექსიკონშიც არსებობდა და მოდით თქვენც განგიმარტავთ, უფრო მეტიც, ვეცდები ზუსტად აგიხსნათ რატომ მოიშველია მისმა უწმინდესობამ ზუსტად ეს ტერმინი.
პრიმიტიულ-ი [ლათ. primitivus თავდაპირველი, პირველყოფილი] – 1. ადამიანთა საზოგადოების განვითარების ადრეულ საფეხურებთან დაკავშირებული; პირველყოფილი. 2. მარტივი, არართული. 3. ნაკლებად განათლებული, ნაკლებად კულტურული.
ეს არის პრიმიტივი ბატონო ლევან, პატრიარქმა კი ბრძანა ეპისტოლეში, რომ ამგვარი ადამიანები მიიჩნევენ, რომ ყველაფერი უნდა გააკეთონ საკუთარი ბედნიერებისთვის და ასევე ბედნიერად დაამათავრონ ცხოვრება აქ, რადგან მათთვის იმქვეყნად არაფერი არ არსებობს. ზუსტადაც რომ ესეა, პრიმიტიულია დამოკიდებულება რომელიც უბიძგებს ადამიანს, რომ ააშენოს სასახლე და ამოიყოროს მუცელი ყოველდღიურად, როდესაც მისი ყველა მეზობელი ყოველდღიურად პურის ფულსაც კი ვერ შეულობს და სახლში კი არა გაფარჩაკებული ფიცრისქვეშ უწევს თავის შეფარება. რა აზრი აქვს ბედნიერებას, რომელიც მომავალ თაობას გზას უკვლევს უწესობისა და გაუცხოებისკენ, ბედნიერებას რომელიც ძალიან ხანმოკლე და თან ბოროტებით მიღწეულია. ეს არის პრიმიტივი ლევან, ეს არის ადამიანური განვითარების ის საფეხური, რომელიც ზუსტად რომ პირველყოფილია, ისევე როგორც ჩვენი ხელისუფლება. მარტივი და არართული, გაუნათლებელი და სრულიად უკულტურო. როგორ უნდა მოთხოვო კულტურა ან განვითარება ადამიანს რომელიც ვერ ხვდება, რომ მის სასახლეს არ გააჩნია ღირებულება, როდესაც მის გარშემო სანაგვეა. ეს კი პრიმიტივია, პრიმიტივი რომელიც თქვენს ლექსიკონში ნამდვილად პირველად შემოიჭრა.
“ილია მეორემ ახალ, მავნე იდეოლოგიებზე საუბრისას განაცხადა, რომ „სეკულარიზაციის მიმდევრებმა წინ წამოწიეს რა ცრუ თავისუფლების იდეა, ზნეობა საერთოდ ჩამოაშორეს მას და ბოლოს უკვე ასეთი პრინციპიც წამოაყენეს: რაც მსურს, ყველაფერი ბუნებრივია, დასაშვები და მისაღებია! ეს ნიშნავს, რომ ბოროტებაც მისაღებია და ამაში ცუდი არაფერია! ასეთი ცხოვრების ფილოსოფია ერთ მნიშვნელობას ანიჭებს ყველა იდეასა და შეხედულებას, ღირებულებათა ყველა სისტემას და ადამიანს ნებისმიერი არჩევანის გამართლებას სთავაზობს.“ პატრიარქი არ ასახელებს კონკრეტულად ვინ არის ამ მორალური რელატივიზმის იდეების ხელისშემწყობი, ან რატომ შეურჩია მათ სახელი „სეკულარიზაციის მიმდევრები“, მაგრამ ეს პატრიარქის თითქმის ყველა ეპისტოლეს თავისებურებაა – დასახო სიკეთის მტერი, მაგრამ არ დაასახელო. შემდეგ მრევლი გემოვნების მიხედვით შეძლებს მათ ამოცნობას ნებისმიერში და ცოდვის აღკვეთაც გაადვილდება. მართალია არ ვიცით ვინ არიან წლევანდელი სეკულარისტები, რომლებსაც ადრე კათალიკოსი „ფსევდოლიბერალებად“ მოიხსენიებდა, მაგრამ ვიცით, რომ მათ საზოგადოების გადაგვარება ასე დაიწყეს: „საზოგადოებრივი ყოფისადმი “ახალი მიდგომა” ჯერ გამოიხატა იმით, რომ შეეცადნენ, ადამიანისათვის დაევიწყებინათ ცოდვის განცდა და ამოქმედდა ასეთი პრინციპი: ნებისმიერი ქმედება მისაღებია, თუ იგი არ ზღუდავს სხვის თავისუფლებას. მაგ: სხვისი უზნეობა თუ მე არაფერს მიშავებს, ეს ქმედება უარყოფითი აღარ არის…“ კათალიკოსმა ასევე დაიმოწმა გაურკვეველი „თეოლოგები“ რომელთა აზრით „ფეხს იკიდებს ვულგარული აზროვნება, რომელიც ადამიანში მხოლოდ ცხოველური ინსტინქტების წინ წამოწევას ემსახურება.“ – სიტყვა „ვულგარულიც“ პატრიარქის ლექსიკონის მეორე ახალი შენაძენია. “
ბატონო ლევან, “ფსევდოლიბერალები”, სეკულარისტები, განსაკუთრებული სიმრავლით არიან ჩვენს საზოგადოებაში, კერძოდ ნაც ბანდის დამქაშები და მათი ლიდერები. ისინი ზუსტადაც ნერგავენ საზოგადოებრივ გარყვნილებას, მერე რა რომ პრეზიდენტი პედოფილი, სექსუალური მანიაკი და მკვლელია, მერე რა, რომ პრემიერ მინისტრი განუვითარებელი დამყოლი პაიკია, მერე რა, რომ შინაგან საქმეთა მინისტრი დაქირავებული მკვლელობების უკან მდგარი შავი კარდინალია და მერე რა, რომ ეკონომიკის მინისტრი გაუნათლებელი, უნახავი პატარა გოგონაა, რომელსაც უბრალოდ არ ძალუძს ამგვარი სტრუქტურის მართვ. მერე რა, რომ ქვეყანაში მომრავლებულია დასმენა და დამცირება, მერე რა, რომ პატივი აღარ უნდა ვცეთ ტრადიციებს და რელიგიას, მერე რა, რომ კაზინო შენდება საპატრიაროს გვერდით და მერე რა, რომ ქართველი ქართულად აღარ ცოცხლობს, ეს ხომ თქვენ არ გაწუხებთ. ეს ქმედებები ხომ მისაღებია თქვენთვის, ეს ქმედებები ხომ არ ზღუდავენ თქვენს თავისუფლებას. რა გაგიკვირდათ ხომ არ იცით, რომ ფეხს იკიდებს ვულგარული აზროვნება და ცხოველური ინსტიქტები მართლაც წინ წამოწეულია? რამ გაგაკვირვათ ბატონო ლევან განა თქვენი პრეზიდენტი არ არის ადამიანი, რომელზეც ჭორები დადის ერთ ქალს მკერდი მოაჭამა და თურქეთში გაუშვეს და მეორე იმისთვის დაიქირავა, რომ კარგად დაეკბინაო? ამას თუ არ ქვია ცხოველური ინსტიქტი, მაშინ თქვენ აფრიკულ ბუნებაში გაზრდილხართ და ამით ნამდვილად ვერ გაგაკვირვებთ. ხოლო ვულგარულის განმარტებასაც ასევე მოგაწვდით, მაინც სადღესასწაულო განწყობაზე ვარ:
ვულგარული - 1. უხამსი, უხეში, უგვანი. 2. უკიდურესად გაუბრალოებული, გაუბრალოებით დამახინჯებული, გაყალბებული. იმედია პარალელს გაავლებთ თუ რატომ მოიშველია პატრიარქმა ეს ტერმინი. თუ ის გაკვირევებთ, თქვენი თქმის არ იყოს რატომ ამჩნევს პატრიარქი პირდაპირ მისი “კაბინეტის” ფანჯრიდან ბუდა ბარისა და კაზინოს მშენებლობას, მოდით მე გაგიადვილებთ მსჯელობის აშკარად მძიმე პროცესს, ის ადამიანია, რომელსაც ვერ ვიკადრებ და თქვენს წინაშე ხოტბას არ შევასხავ, ის ბევრად მაღლა დგას ნებისმიერ ჩვენთაგანზე, ამიტომაც ჩემს აზრს გეტყვით. ამაზრზენია, როდესაც საპატრიარქოსა და სიონს შორის შენდება კაზინო, ამაზრზენია, როდესაც ეკლესიაში შესულ ადამიანს ცერემონიულად უციმციმებს წინ შუშებ შემკული შენობა რაღაც უცნაური დასახელებით ტიან შანი თუ რაღაც და ამაზრზენია, როდესაც სახელმწიფოში რომელშიც უმრავლესობა შიმშილობს მაინც არის შესაძლებლობა რომ გამოვჭიმოთ მდიდრული კაზინოები და ბუდა ბარები.
მეგობრებო, ალბათ მოგაბეზრეთ თავი დამრიგებლური გამოსვლით, ამიტომ ეხლა თამარ ჩერგოლეიშვილზე გადავალ, უფრო სწორედ, როგორც ის თავის თავს სოციალურ სივრცეში ეძახის თამარაზე. ასევე კვირა დღეს თამარამ დაამშვენა მისი facebook გვერდი ამ სტატიიდან ამონარიდით.
ამაზე კი კომენტარის გაკეთება მგონი, რომ არ მომიწევს. ყველაფერი თავისთავად ნათქვამია, როგორც ჩემი ძვირფასი თამარას ასევე მისი კამათის სტილის მიმდევრების მიერაც. როგორც ვინმე გურამი ამბობს სტილი ესეთია, რასაც ვფიქრობ სწორედ ის უნდა ვთქვა და მოდით მეც სწორედ ესე მოვიქცევი.
ვფიქრობ, რომ რასაც ეს ქალად წოდებული და კერძოდ ეს ჟურნალი აკეთებს უბრალო ტირანიაა. ყველა ჩვენთაგანს გააჩნია ცხოველური ინსტიქტის რაღაც ნაწილი მაინც და ამ ნაწილის მთავარი ნაწილი არის ის, რომ როდესაც ჩვენს ტერიტორიაზე შემოიჭრებიან და ჩვენსას ანადგურებენ ჩვენშიც იღვიძებს მხეცი. სწორედ ამას აკეთებს დღეს ნაც ბანდა, გამარჯობათ! ისინი არა მარტო შემოიჭრნენ თქვენს ტერიტორიაზე არამედ შეეხნენ ჩვენს რწმენას, შეეხნენ მის უწმინდესობას და ფეხით გადააბიჯეს ეკლესიებსა და ჯვრებს. თუ სიტყვის და აზრის თავისუფლებას უწევენ პოპულარიზაციას, მაშინ მეც გავბედავ და ვიტყვი, რომ სიტყვის თავისუფლება არ ნიშნავს სხვის რწმენაზე ფეხით გადავლას, სიტყვის თავისუფლება არ ითვალისწინებს სხვა აზრის, რელიგიის, რასისა და ეროვნების წარმომადგენლის დამცირებას და თუ თქვენ არ ხართ მართმადიდებელნი, ჩვენ სარწმუნოებას მაინც ეცით პატივი.
თქვენი არ ვიცი მკითხველო მაგრამ მცემდნენ ვითმენდი, მამცირებდნენ ვითმენდი, მაფურთხებდნენ ვითმენდი, მაგრამ როგორც კი შეეხნენ რელიგიას დამეკარგა მოთმენის უნარი. სად დაიკარგა ენა მამული სარწმუნოებას? ენაც, მამულიც და სარწმუნოებაც ფეხქვეშ გათელა მიშამ და მთლიანად ნაც მოძრაობამ. ქართული ინგლისურით შეიცვალა, არა ჩემო ბატონო ამ ენის გარეშე ვეღარ “გაიქაჩები” საქართველოში, ქართული დანამატია და იგივე სტატუსით სარგებლობს როგორითაც მოზამბიკური ან სამხრეთ აფრიკული. მამული? მამული ნელ-ნელა გვეცლება ხელიდან, ოსეთი აღარ არის, აფხაზეთი აღარ არის და თუ ესე გავაგრძელებთ ალბათ აჭარას მალე საფრანგეთს გადასცემს ნიცასთან შესაერთებლად და თბილისს ამერიკას რომელიმე ჩამოჩენილი შტატის გარე კოლონიათ. სარწმუნოება? საწრმუნეობის წინააღმდეგ ბრძოლის პროცესი კი უკვე დაიწყო და ეს პროცესი სავსებით გაბედულად, პირდაპირ პატრიარქის წინააღმდეგ დაიწყო. ორის დაკარგვას შევეგუეთ და მესამეც ესე ადვილად თუ უნდა დავკარგოთ, მაშინ მართლა ფურთხის ღირსი ყოფილა საქართველო.
წაიკითხეთ ეპისტოლე და ჩამოხსენით ფარდები სარკეს, ჩაიხედეთ და წინ აღუდექით საქართველოს ნაწილ-ნაწილ ნგრევას. რატომ არ ილაპარაკა ლევან სუთიძემ პატიმრებზე, ჯანდაცვაზე, ბიზნესის განვითარებაზე და სულის გამოჯამრთელების თემაზე ეპისტოლედან. იმიტომ, რომ ეს სიმართლე მისთვის არ დაუვალებიათ, რომ იცოდეს, ეს სიმართლე მისთვის არ არის ნებადართული.
ამიტომაც დავამთავრებ და მოვიყვან პარტიარქის ეპისტოლედან ამონარიდს, ეს სიტყვები ყველაფრის ამხსნელია.
“ბუნებრივია, სადაც სიბნელეა, იქ სინათლე ვერ იქნება, სადაც ჭუჭყი ბუდობს, იქ სისუფთავეზე ლაპარაკი ზედმეტია, ამიტომაც ჭეშმარიტი რწმენა ვერ იარსებებს უზნეობის და ცოდვის გარემოში”
ვიმედოვნებ, რომ დამარცხდება უსამართლობა და მიშაკალიფსი ვერ დაასრულებს საქართველოს, ვერ მოიცავს ჩვენს გონებას და ხელს არ აგვაღებინებს იმ სამ მცნებაზე რაც ჩვენს ძვალსა და რბილში არის გამჯდარი. დავიბრუნოთ ენა, მამული და არ დავთმოთ სარწმუნოება.
მუდამ თქვენი
აზაზელო
პატრიარქის ეპისტოლე:
http://orthodox-geo.com/2012/04/15/პა