არ გეთანხმები, თუმცა იმიტომ არ ვწერ რომ ჩემს აზრზე გადმოგიყვანო, უბრალოდ აზრს გიზიარებ.
ამერიკის უმთავრესი ინტერესი ჩვენთან არის ყურმოჭრილად მორჩილი ხელისუფლება.
ასეთი ხელისუფლების არსებობისას, შენს მიერ ჩამოთვლილი დანარჩენი საკითხები, ამერიკისთვის ავტომატურად მოგვარებულია.
უნდა ამერიკას დემოკრატია, დაუჯერებელი რეფორმები, ან საქართველოს წინსვლა?
ზუსტად იმ დოზით რამდენიც სჭირდება მას რუსეთთან და სხვა მოთამაშეებთან თავისი ინტერესების წარმატებულობაში.
და მაინც, უნდა თუ არ უნდა?
გააჩნია დროის კონკრეტულ მომენტს და კონკტერულ მიზანს. ანუ, ხან უნდა ხან ახატია.
რა საჭიროა დროის და რესურსების ხარჯვა დემოკრატიაზე, დაუჯერებელი რეფორმებზე, ან საქართველოს წინსვლაზე მუდმივად.
შეუძლია ჰყავდეს მორჩილი ხელისუფლება და პლასტინკას როგორც უნდა ისე გადააბრუნებს.
მიაღწევს დათმობას თავისთვის სასურველ საკითხებში რუსეთთან - მიაჩოჩებს საქართველოს საკითხს კუთხეში. გაუჩნდება ახალი სადავო საკითხების გადაწყვეტის მომენტი -ისევ წამოსწევს საქართველოს საკითხს.
სააკაშვილი დაიბადა დროის იმ კონკრეტულ მომენტში და აღმოჩნდა იმ კონკრეტულ ადგილას, რამაც განაპირობა მისი პრეზიდენტად ყოფნა.
თავისუფლად შეიძლებოდა მის ადგილზე ყოფილიყო, ან მომავალშიც იყოს ნებისმიერი სხვა პიროვნება რომელიც იქნება მორჩილი ამერიკული ინტერესების გამტარებელი.
რატომ მეშინია ბბ-სი.
არის თუ არა ბბ რუსეთის კაცი? მე ამას გამოვრიცხავ, რადგან გამოვრიცხავ რომ საქართველოში დღეს რუსულმა ინტერესებმა, დიპლომატიამ და პოლიტიკამ აჯობოს ამერიკას.
გამოვრიცხავ. არ აქვს რუსეთს დღეს ამის რესურსი რომ ამერიკას გადაუჯოკროს. იგი ვერც კი ეწინააღმდეგება ამერიკას სხვა საკითხებში (ახლო აღმოსავლეთი, პრო, გავლენის სფეროები და ა.შ) და ვერც საქართველოში ვერ შეეწინააღმდეგება და ვერ აჯობებს.
აბა, რატომ მეშინია ბბ-სი.
იმისავე გამო, რატომაც მეშინია ნებისმიერი შემდგომი პრეზიდენტისა. მეშინია, რომ ის იქნება არა რუსეთის კაცი, არამედ ამერიკის კაცი, რომელიც საქართველოში გაატარებს რუსულ ინტერესებს ამერიკისვე დავალებით, დაგვაბრუნებს რუსულ სივრცეში, ოღონდ როგორც მორჩილი ხელისუფლება, მორჩილი ამერიკისა. ამერიკისა, რომელმაც ამ ეტაპზე (უფრო ზუსტად ბუქარესტის სამიტის შემდეგ, სადაც რუსეთმა დააფიქსირა თავისი ფიასკო, და გაფორმდა ახალი გარიგება რომლითაც) ამერიკამ მიგვაშავა რიუსეთს, რუსეთის პოლიტიკურ ორბიტას, გარკვეული ვადით მისთვის (ამერიკისთვის) უფრო მნიშვნელოვან საკითხში რუსეთის მხრიდან დათმობის სანაცვლოდ.
რატომ ვახსენე ბუქარესტის სამიტი:
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
უშუალოდ ბუქარესტის სამიტის შემდეგ, ბუში ჩავიდა სოჩაში პუტინის კერძო მიწვევით.
ერთი კვირის განმავლობაში ვერცერთმა ჟურნალისტმა ვერ გაარკვია, რას ეხებოდა მათი განხილვის საკითხები.
მეტიც, ბუქარესტის სამიტის შეხლა შემოხლის შემდეგ გაუგებარიც კი იყო ასეთი შინაურული მოწვევა და შინაურული დიალოგი.
ჩემი აზრით, და ვეყრდნობი ისევ იმდროინდელ კულუარულ საუბრებს ამ შეხვედრის შესახებ, მოხდა გარიგება.
კერძოდ, საქართველოში ამერიკის ფორს რივოკის შემდეგ (ვარდების რევოლუცია და შემდგომი წლები), რუსეთმა ბუხარესტში (ვფიქრობ რამდენიმე თვით უფრო ადრეც) აღიარა, რომ საქართველოს (და უკრაინის) ნატოში გაწევრიანების საკითხი წააგო. წავიდა დათმობებზე ამერიკისთვის უფრო მნიშვნელოვან სხვა საკითხებზე და მიიღო სანაცვლოდ გარკვეული პერიოდით საქართველო, რის შემდეგაც, მაშინვე, მკვეთრად შეიცვალა საქართველოს (და უკრაინის) მდგომარეობა - შეწყდა "ვარდების რევოლუცია", შესუსტდა დაუჯერებელი რეფორმები, და იკლო დემოკრატიამ.
უკრაინა კი, თითქმის, დაუბრუნდა რუსულ სივრცეს.
ვინ შეიძლება ასეთი გარიგება (რუსეთის ორბიტაზე დაბრუნება) პრაქტიკულად განახორციელოს საქართველოში?
დამეთანხმები ყველაზე ნაკლებად ამისთვის გამოდგება სააკაშვილი. რადგან აქამდე მას სხვა იმიჯით იყენებდა ამერიკა, რუსეთთან შეურიგებელი მებრძოლის იმიჯით.
შეიძლება ასეთი იყოს ბბ? შეიძლება. ნებისმიერი გამოდგება, მაგრამ ბბ საუკეთესო ვარიანტია.
ნაკლები ჩალიჩი ჭირდება მის გაპიარებას საზოგადოებაში.
ბბ-მაც იცის, მიშამაც და შალვა ნათელაშვილმაც კი, რომ აშშ-ს თანხმობის გარეშე ბბ ვერ ილაპარაკებდა რუსეთთან დაახლოებაზე ან კარგი ურთიერთობების აღდგენაზე. და, თუ ილაპარაკებდა არავინ არ მიასუნინებდა იქამდე, სადამდეც მისუნა.
ბევრი რომ არ გავაგრძელო (ისედაც ბევრი დავწერე), შეიძლება ამერიკამ მიგვყიდა რუსეთს. და შეიძლება აქედან მოდის ახალ იმიჯიანი "რუსეთუმე" პრეზიდენტი, ამერიკული ხელდასმით.
მიგვყიდაში არ ვგულისხმობ რომ გადაგვცა. უბრალოდ, მიაგდო ჩვენი საკითხი, სანამ ვადა არ გაუვა "გარიგებას" და არ დაუდგება ახალი მომენტი ამერიკას, რომ ხელმეორედ ჩაგვრთოს თავისთვის მნიშვნელოვანი საკითხებისთვის პოლიტიკურ "სავაჭრო" სქემაში. ან, უბრალოდ არ მოვა კავკასიის საკითხის საბოლოოდ გადაწყვეტის დრო.
დანარჩენი - არჩევნები, გაყალბება-არგაყალბება, როგორ მოვიდეს სათავეში საჭირო კანდიდატი და ა.შ. ტექნიკური საკითხებია და იოლად გადასაწყვეტი.
რისი იმედი შეიძლება გვქონდეს? შეიძლება, რომ, არც "მოგვყიდა" და არც "გარიგება" არ არსებობდეს.
შეიძლება ამერიკამ დროებით გვედზე გადადო ნაკლებად მნიშვნელოვანი კავკასიის და საქართველოს თემა, სხვა თავისთვის უფრო მნიშვნელოვანი საკითხების ფონზე.
ამ ვერსიას მორჩილი ადამიანი უფრო იოლად მიიღებს.
თუმცა, ეს არ ეწინააღმდეგება, ზოგადად იმას, რაც ზემოთ დავწერე.