და ქამელეონი ფერებს რომ იცვლის და ეხამება ადგილს --- ახალი ამბავია?
რა უნდა ჰქნას ადამიანმა, როდესაც ანგელოზის ნიღბით მოსულს
ნიღაბი ეხსნება და იქიდან ეშმაკი იღრიჭება?
მდიდარია ქართული ენა:
მოსცხე, ჩააფარე, ჩაწიხლე, ჩააქვავე, ჩარეცხე და ა.შ.
დამარხვა არ შველის --- უკან ამოძვრება...
ამიტომ --- ხახვსა და ნიორში უნდა დაამწნილო უვადოდ ვერცხლის
დიდ აუზში, რომელიც ნაკურთხი წყლით იქნება აღვსილი და არა კუპრით.