შენ ეხლა სერიოზულად გვასწავლი ამას და გგონია რომ იცი?

ბოლოდან დავიწყებ: წეღან ლარსს ვკითხე და გაატარა - შენც გგონია რომ პედაგოგებმა შეკრიბეს "ნემეცკი სჩეტით" ფული ან ვანო თავისი ჯიბიდან იხდის?

რაც მთავარია, რომელი კანონის საფუძველზე ცდილობ დააბოლო ხალხი, რომ პოლიტიკური თანამდებობის პირებს არ ეზღუდებათ პარტიული საქმიანობა? ეგ ნიშნავს, რომ ან იცი კანონი და დემაგოგობ (დემაგოგიას ფაქტების საგანგებოდ დამახინჯების მნიშვნელობაც აქვს) ცალკე ამოღებული ერთი კანონის ერთი მუხლით (პლუს სხვა დარღვევის ნიშნებს ვერ ხედავ ამგვარ შეხვედრებში), ვგულისხმობ საარჩევნო კოდექსის 49-ე მუხლის მე-2 პუნქტს: 2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შეზღუდვა არ მოქმედებს ამ კანონით განსაზღვრულ პოლიტიკური თანამდებობის პირებზე, აგრეთვე იმ შემთხვევაზე, როცა ხდება ტელერადიომაუწყებლობის მიერ წინასაარჩევნო აგიტაციისათვის გამოყოფილი დროის გამოყენება. ( "გ"-ში წერია: წინასაარჩევნო აგიტაციაში მონაწილეობის უფლების მქონე პირს, რომელსაც სახელმწიფო ხელისუფლების ან ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოში უკავია თანამდებობა, ეკრძალება რომელიმე საარჩევნო სუბიექტის მხარდასაჭერად ან საწინააღმდეგოდ წინასაარჩევნო აგიტაციისა და კამპანიის წარმოების პროცესში თავისი თანამდებობრივი ან სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენება, რაც ამ მუხლის მიზნებისთვის გულისხმობს: გ) წინასაარჩევნო აგიტაციის გაწევას სამსახურებრივი ფუნქციების შესრულებისას.) ან არადა ვიღაცამ სწორედ ამ მუხლის შესახებ გითხრა და ისე დაიჯერე, რომ სხვა მუხლებს აღარ გადახედე.
ხოდა, აი "სხვა" კანონები და სხვა მუხლებიც:
საქართველოს კანონი საჯარო სამსახურის შესახებ
მუხლი 5. საჯარო მოსამსახურის სახეები
საჯარო სამსახურს ეწევა:
ა) სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირი
მუხლი 61. პარტიული საქმიანობის შეზღუდვა
სახელმწიფო მოსამახურეს არ აქვს უფლება თავისი სამსახურებრივი მდგომარეობა გამოიყენოს
პარტიული საქმიანობისათვის.
საქართველოს ორგანული კანონი
საქართველოს საარჩევნო კოდექსი
მუხლი 45. წინასაარჩევნო კამპანია (აგიტაცია)
4. წინასაარჩევნო აგიტაციის გაწევის და აგიტაციაში მონაწილეობის უფლება აქვს ნებისმიერ პირს, გარდა:
გ) საქართველოს შინაგან საქმეთა და თავდაცვის სამინისტროების, პროკურატურის, დაზვერვის სამსახურისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის საჯარო მოხელეებისა;
მუხლი 49. საბიუჯეტო თანხების, თანამდებობრივი ან
სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენების აკრძალვა
1. წინასაარჩევნო აგიტაციაში მონაწილეობის უფლების მქონე პირს, რომელსაც სახელმწიფო ხელისუფლების ან ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოში უკავია თანამდებობა, ეკრძალება რომელიმე საარჩევნო სუბიექტის მხარდასაჭერად ან საწინააღმდეგოდ წინასაარჩევნო აგიტაციისა და კამპანიის წარმოების პროცესში თავისი თანამდებობრივი ან სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენება, რაც ამ მუხლის მიზნებისთვის გულისხმობს:
ა) სამსახურებრივად დაქვემდებარებული ან სხვაგვარად დამოკიდებული პირის ჩაბმას ისეთ საქმიანობაში, რომელიც ხელს უწყობს კანდიდატის წარდგენას ან/და არჩევას;
საქართველოს რესპუბლიკის კანონი
საქართველოს პარლამენტის არჩევნების შესახებ
მუხლი 47. წინასაარჩევნო აგიტაცია
10. საარჩევნო კამპანიის პერიოდში, გარდა მისი ჩატარებისთვის გამოყოფილი დროის შუალედისა, იკრძალება საქართველოს პრეზიდენტის, პარლამენტის წევრებისა და სხვა ოფიციალური პირების წინასაარჩევნო აგიტაციასთან დაკავშირებული გამოსვლა. იკრძალება აგრეთვე პრეზიდენტობისა და პარლამენტის წევრობის კანდიდატების გამოსვლა. თუ ეს დაკავშირებული არ არის ოფიციალურ ინფორმაციასთან.
ე.ი. შსს და განათლების მინისტრების შეხვედრა პედაგოგებთან მათ მიერ არჩევნებზე ნაციონალური მოძრაობის მხარდაჭერის მოწოდება-იძულების მიზნით (მართალია თქვენ ცინიკურად გამორიცხავთ, მაგრამ სხვა ვერსიაზე საუბარი უბრალოდ ღიმილს იწვევს ეხლა) ნიშნავს, რომ ისინი ამ თანამდებობებსა და საბიუჯეტო ხარჯებს იყენებენ იმისათვის, რომ ცალკე ისინი მოქრთამონ და "მათთან ყოფნის" უპირატესობებში დაარწმუნონ ცალკე კი "პრევენციული ზომების" სიმძიმეებს მიახვედრონ. უბრალოდ საზიზღრობაა და კუბლაშვილის დონის ცინიზმი და დემაგოგიაა ასე კონტექსტიდან ამოგლეჯილი მუხლებით აპელირება. როგორმე სხვებიც ერკვევიან კანონმდებლობაში და ეჭვი მაქვს - თქვენზე არანაკლებ.
A patriot must always be ready to defend his country against his government. © Edward Abbey