#30803772 · 21 Apr 2012, 15:44 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
QUOTE | არანაირი ხეირი საქართველოს, იტყვიან რომ რუსეთთან ისევ უთანხმოებაში არიან საქართველოს გამო ან სხვ. |
ყველაზე დიდი ალბათობით მოხდება ეს. ყველაზე რეალური იქნება ის, რომ მოხდეს ზემოხსენებული წინადადების მაქსიმალურად დადებითად ინტერპრეტაცია. ვთვქვათ, რომ: - NATO-ს და რუსეთს შორის უთანხმოებამ შეიძლება სამომავლოდ შემაშფოთებელი ფორმები მიიღოს საქართველოს საკითხის გამო. - საქართველო აუცილებლად გახდება NATO-ს წევრი და ძალიან შორსაც არ არის ეს დრო, ყველაფერი დამოკიდებულია საქართველოში გატარებული რეფორმების ხარისხზე. - NATO-ს ასპირაციაში მყოფი სახელმწიფოს ტერიტორიაზე სხვა სახელმწიფოს ჯარების ყოფნა არ თავსდება NATO-ს სტანდარტებში. მოკლედ, ერთი სიტყვით, უკვე კარგად ცნობილი სტანდარტული ფრაზების შედარებით მწვავე ინტერპრეტაციები შეიძლება მოვისმინოთ. სულ, არაფერს ესიც ჯობია (ალბათ), თუმცა ბევრი რამ ამ დამოკიდებულების სიმწვავეზეც იქნება დამოკიდებული. კონკრეტული - ცხადია არაფერი. QUOTE | ლიწინ-ლიწინით მიგვიღებენ პირდაპირ წევრად. |
ეს ცხადია აბსურდია და აბსოლუტურად არარეალური. NATO-ს წევრობა, თუნდაც თეორიულად, ასეთი დაძაბული რეგიონის ქვეყნისთვის, წყდება წინასწარ, დიდი ხნით ადრე, ყველაფრის გაანალიზებით. ასეთი უეცარი მოულოდნელი ნაბიჯები დასავლეთს არ ახასიათებს.
ასე, რომ პირდაპირ 0-ია ამის შანსი.
MAP - ს საქართველო აღარ მიიღებს აღარასოდეს. არც ჩიკაგოს სამიტზე და არც არანაირ საერთაშორისო შეხვედრაზე, არც წელს და არც 2030 წელს.
საქართველო, როდესმე (იმედია ასე იქნება...), თუნდაც მართლა 2030 ან 2040 წელი იყოს, თუ შევა NATO-ში, ეს იქნება MAP-ის გარეშე.
აბსოლუტურად გამორიცხულია MAP-ი, ამაზე ლაპარაკიც კი არ ღირს. MAP-ის მატარებელმა დიდი ხანია ჩაიარა.
"საქართველო-NATO"-ს კომისიის ფარგლებში საქართველო იღებს ყოველწლიურ სამოქმედო გეგმას თუ რა უნდა გააკეთოს NATO-სთან დასაახლოებლად. ეს რასაკვირველია არ არის "გაწევრიანების სამოქმედო გეგმა" (ანუ MAP), მაგრამ არის დაახლოებით მსგავსი ტიპის ძალიან გრძელვადიანი მუშა სქემა, რომელიც ერთის მხრივ არ აკარგინებს საქართველოს წევრობის შანსს, მეორეს მხრივ ითვალისწინებს რუსეთის ინტერესებს (რაღაც ეტაპამდე), არის დასავლეთის ბერკეტი გააკონტროლოს ქართული რეფორმები. თანაც ერთგვარი მინიშნება რუსეთისთვის, რომ "საქართველო მაინც კანდიდატია", რაც ცხადია აშფოთებს რუსეთს.
ასეთი მდგომარეობა შეიძლება გაგრძელდეს 2,3,5,10 ან 20 წელიწადი, სანამდეც ამ ფორმატს რესურსი ექნება, შემდეგ ან მართლა მიგვიღებენ NATO-ში ან ფორმატი დაიშლება.
ჩვენი NATO-ში მიღება, თეორიულად და იურიდიულად, შეიძლება გაფორმდეს 2 წელიწადშიც კი, ამის სამართლებრივი ბაზა არსებობს. რეალურად კი ეს დამოკიდებულია, ნაწილობრივ ქართულ დემოკრატიაზე და რეფორმებზე, მაგრამ უფრო მეტად საერთაშორისო სიტუაციაზე და NATO-ს სურვილზე/მზადყოფნაზე სერიოზულად "აწყენინოს" რუსეთს საკუთარივე ინტერესების სასარგებლოდ.
QUOTE | MAP - ის ალტერნტივას, რომელსაც სპეციალურად ჩვენთვის შექმნიან. |
ეს მართლაც არ არის გამორიცხული. თუმცა ზემოთ ხსენებული რეჟიმი, რაც წინა პასუხში ჩამოვაყალიბე, ნაწილობრივ შეიძლება უკვე ჩაითვალოს MAP-ის ალტერნატივად.
საერთოდ, "MAP-ი" და "MAP-ზე უკეთესი" ძალიან პირობითი და ასევე გაზვიადებული სტატუსებია.
თავიდანვე ვამბობდი, რომ MAP-ი ბევრს არაფერს ნიშნავს. ეტყობა ვიღაც-ვიღაცეებს ეგონათ MAP-ი ამხელა მნიშვნელობის.
არც "MAP-ზე უკეთესის" განსაზღვრებაა რაიმეს მომცემი.
მაგალითად მაკედონია, 1999 წლის შემდეგ, უკვე მე-13 წელია გაჭედილია MAP-ში და აღარ მთავრდება ეს MAP-ი. შეიძლება ეს კიდევ დიდ ხანს გაგრძელდეს(საბერძნეთის ფაქტორის გამო), და 15 წელი MAP-ში ყოფნა რითი არის ჩვენს მდგომარეობაზე უკეთესი?!
ასე, რომ ეს ალტერნატივები, "MAP-ზე უკეთესები" და ალბათ უარესებიც, არის აბსოლუტურად პირობითი მოვლენა.
მაგალითად 1999 წელს, პოლონეთი, ჩეხეთი და უნგრეთი MAP-ის გარეშე მიიღეს NATO-ში.
MAP-ი დღესაც არ არის სავალდებულო საფეხური. მიუხედავად იმისა, რომ მკაცრად რეკომენდებული საფეხურია და დეფაქტო მოქმედებაშია, ოფიციალურად დღესაც არ წარმოადგენს აუცილებლობას.
NATO-საქართველოს კომისიის მუშაობა 80-90%-ით იმეორებს MAP-ის მუშაობის მექანიზმს.
This post has been edited by გ ი ო რ გ ი on 21 Apr 2012, 15:49
--------------------
"We come from our childhood" (A. De Saint-Exupéry)
|