მაქვს შეხება იმ "ტექნიკურ ხარვეზებთან". რომლებზეც შენ საუბრობ..
ის ხარვეზები ( მონაცემთა ბაზაში შეცდომა დაფიქსირდა, მსგავსი მომხმარებელი არ ფიქსირდება და ასე შემდეგ ) არ შეიძლება იყოს მრავალჯერადი..
მაშინ გამოდის თქვენს IT ჯგუფს წარმოდგენაც არ აქვს რას აკეთებს..
გაუმართავია ის მონაცემთა ბაზა და პროგრამული უზრუნველყოფა რომლის მეშვეობითაც ხდება თქვენი მომხმარებლების მონაცემთა ბაზის მართვა და უზრუნველყოფა..
რა გამოდის, გუშინ ვისაც არ უნდა დაერეკა არცერთი თქვენი კლიენტი არ მოიძებნებოდა მონაცემთა ბაზაში?
თუ კონკრეტულად სპლიყვის მოძებნა ვერ მოხერხდა?

ამაზე მეტყვით არ ვიცი ეს დეტალებიო..
ხოდა შენ თუ არ იცი შვილო, სხვამ იცის..
და გეუბნება, რომ ან გაუმართავი სისტემა გაქვთ, არ ზრუნავთ მის გამოსწორებაზე ანდა ატყუებთ თქვენს კლიენტებს..
კარგი დავუშვათ, რომ რაღაც მართლაც გაუთვალსიწინებელი, საოცარი პრობლემა მოხდა გუშინ...
თქვენი კომპანია ზრუნავს საკუთარ კლიენტებზე?
იტყვი,რომ კი..
ხოდა რა უფრო მარტივია მიხვიდე, შეასრულო ხელშეკრულებით დაფიქსირებული ვალდებულებები, მეორე დღეს გაარკვიო მართლაც ეკუთვნოდა თუ არა ამ ადამიანს ეს მომსახურეობა და თუ აღმოჩდენბა, რომ არ ეკუთვნოდა თქვენმა კომპანიამ მოსთხოვოს ფულის გადახდა - თუ მიხვიდე, ფული გამოართვა კლიენტს ( რომელიც შეიძლება სულ არ ქონდეს იმ მომენტში ) მერე კიდევ თქვენმა მომხმარებელმა რეკოს თქვენთან, არკვიოს რატომ არ აღმოჩნდა მონაცემთა ბაზაში, რატომ იყო ეს ხარვეზი, მერე ირბინოს სათაო ოფისში და მოითხოვოს საკუთარი თანხის უკან დაბრუნება, რისთვისაც უამრავი პროცედურის გავლა იქნება საჭირო..

აქედან დასკვნა - თქვენ აქ ცდილობთ საკუთარი კომპანიის შეცდომა გადაფაროთ, გაამართლოთ გუშინდელი უპასუხისმგებლო საქციელი და თან სხვის ზრდილობაზე და ეთიკაზეც არ აგვიწყდებათ რამოდენიმე წინადადების დაწერა : )
რაც შეეხება ამას -