ეს თემა-გამოკიტხვაა, ხომ?
მიჭირს პასუხის გაცემა.
დღეს კი არიან ქურდები მიპრესილები, მაგრამ ეს არ ნიშნავს ქურდული მენტალიტეტის
მიპრესვას ცალსახად,
ქურდული მენტალიტეტი, ქურდული რამანწიკა ასე იოლად არ გაქრება.
ჩვენი შეგნებიდან მის ბოლომდე ამოსაძირკვად, მინიმუმ ერთი რამაა
აუცილებელი - სამართლიანობის გრძნობა.
სახელმწიფო უნდა იყოს სამართლიანი და არა პოლიციური.
რეჟიმი თუ დასუსტდა - ეს ქურდული გაგება თავს წამოყოფს ისეთი ძალით, რომ
- გაგიკვირდებათ.
რატომ იყო ქურდული გაგება ასე პოპულარული ახალგაზრდებში კომუნისტების
დროს?
-კომუნისტი საუბრობს სამართლიანობაზე, თანასწორობაზე, იბრძვის
კორუფციის, ქურდობის წინააღმდეგ და .... იპარავს, თაღლითობს, ცრუობს,
თვალთმაქცობს კარიერის გულისათვის.
ყველა ასე არ იყო, რა-თქმა უნდა, მაგრამ თითქმის ასე იყო ყველა, ვისაც ვიცნობდით
ჩვენს უახლოეს გარემოცვაში და იერარქიაში.
- ქურდი ამბობს - ქურდი ვარ და ვიპარავ.
რომელი ჯობია?
მე ქურდულს ავირჩევდი
აი, თქვით, რომ ახლა ასე არაა...
ახლა კითხვა ზნატოკებს, მოემზადეთ.
მაშ ასე - აქ თითქმის შევთანხმდით, საარქივო მასალებზე დაყრდნობით,
რომ ქურდული ინსტიტუტი შექმნეს კომუნისტებმა.
ვიცნობ მაგ ფილმებს, ბაბელიც წაკითხული მაქვს და ფრენკელიც ვიცი ვინ იყო.
"დათა თუთაშხია" წაკითხული გექნებათ.
მე-20 საუკუნის დასაწყისია, უფრო. რევოლუცია ჯერ არ მომხდარა.
დათა ორთაჭალის ციხეში. ეს ადგილი გაიხსენეთ.
იქ ქურდები არიან, რამდენიმე,
ტობია ჰქვია ერთს.
არიფები და პოლიტიკურები პერედაჩს უყოფენ.
"ქურდებს ცემენ ჩემეეე " დაგნარი აიწევა.
რაშია საქმე, ვინ ცდება, როგორ ფიქრობთ?
ღმერთი ბჭობდა, კაცი იცინოდა. (C) crocodile
We fight, get beat, rise, and fight again (Nathanael Greene)