რა ნე აჟიდალ, მაგ იდეას იმ დროიდან ვარასკრუტკებ კაკო ბობოხიძე რო ჯერ კიდე ნოდარ მელაძედ არ იყო გადაქცეული და მიშა პრეზიდენტად

ოღონდ იმ განსხვავებით რომ მე რომ ვამბობდი ეგრეა საჭიროთქო, საღადაოდ არ ყოფნიდა ხალხს

კაააი ახლაო... სად ქუთ-ე-ისი და სად პოლიტიკაო

რა ცენტრიო, ისაო და ესაო.
მაგრამ ერთი რაც არ მომწონს ახლანდელ პროცესში, ნაწილობრივი გადატანა. არ შეიძლება აღმასრულებელი და საკანონდებლო ხელისუფლება სხვადასხვა ქალაქებში იყოს განლაგებული და მითუმეტეს სასამართლო კიდე სხვაგან.
მოკლედ სრული პოლიტ-კონცენტრაცია ქუთაისში.
უი გამახსენდა, ფბ პოსტი ჯერ კიდე როდის დამიწერია:
აქტიური საუბარი მიდიოდა ამ საკითხთან დაკავშირებით! რა არ მოვისმინეთ, ვინ არ გამოვიდა, ზოგიც წინააღმდეგი, ზოგიც მომხრე, ზოგმა თქვა ეკლესიებს გვინგრევენ, ქართველობას გვართმევენ ახლა დედაქალაქიც უნდა წაგვართვანო, ვახტანგ გორგასალს როგორ ჩავხედოთ თვალებშიო?
მომხრეები ამბობდნენ, კარგია რა გინდათ, დეცენტრალიზაცია მოხდებაო, თბილის თავკომბალა აღარ იქნებაო და ა.შ.
ახლა ჩემს მოკრძალებულ აზრსაც დავწერ.
თბილისი ყოველთვის იყო გზაგასაყარი კულტურებს შორის, ყოველთვის მეტი კონტრასტი იყო ვიდრე ვთქვათ ქუთაისში და ამასობაში ყოველთვის აღმოსავლური ჭარბობდა გინდათ არქიტექტურაში, გინდათ თბილისურ მელოდიებში, საზოგადოების სხვადასხვა ფენებში ყოველთვის იყვნენ ბაიათების აშუღების და ასე შემდეგ მოყვარული ტიპები!
მაგრამ ამ ქალაქს აქვს განსაკუთრებული თვისება, მაგნიტია, გიზიდავს და მერე გტოვებს. შეიძლება ოდესმე წახვიდე და დატოვო ის, მაგრამ ბოლოს მაინც უკან ბრუნდები, გაუცნობერებლად მაგრამ მაინც უკან.
თბილისში ჩამოდიოდა მთელი საქართველოს ახალგაზრდობა და ბევრი სამუდამოდ დარჩა აქ. და შედეგი მივიღეთ საშინელი, ყველაზე ცუდი რაც კი შეიძლებოდა ყოფილიყო, ნელ-ნელა რეგიონებმა, საიდანაც ეს ახალგაზრდობა მოედინებოდა, დაკარგეს ძალიან ბევრი კადრი, ახალგაზრდა და ენერგიული ადამიანები, შესაბამისად განვითარების პოტენციალი დაბალ, უფრო სწორად ძალიან დაბალ ნიშნულზე დავიდა.... თბილისმა კი ამასობაში ამდენ შემოტევას ვეღარ გაუძლო და მანაც დაიწყო დაკარგვა იმ თავის ფერადი სულისა... ვის არ ნახავთ აქ, ადამიანებს რომლებიც 20-30-40 წელია აქ ცხოვრობენ, წარმატებული მოქალაქეები არიან ამ ქვეყნისა, მაგრამ მაინც უცხოდ არიან ამ ქალაქთან. მაგრამ უკანაც ვერ ბრუნდებიან, იმიტომ რომ იქ რეგიონში იმის მე-10 შესაძლებლობები არაა რაც ამ ერთ პატარა თბილისში.
100 წლის განმავლობაში ასე იყო, ჩამოსვლის ბუმი დაიწყო მე-20 საუკუნის დასაწყისიდან, უნივერსიტეტის გახსნამ და საბჭოთა ხელისუფლების მოსვლამ კიდევ უფრო დააჩქარა ეს პროცესი. დაიცალა იმერეთი, კატასტროფის პირასაა რაჭა, გურია, სამეგრელო დღითი-დღე იცლება...
ამასობაში თბილისიც არაა კარგ დღეში, უცხო სხეულივითაა ეს მიკრო-კულტურული ნაწილაკები მასში.
და ამ დროს პარლამეტის გადატანის ინიციატივა შემოვიდა... რას ნიშნავს მისი გადატანა და რა შედეგები შეიძლება მოყვეს ამ ყველაფერს? პირველი რასაც ოპონენტები ამბობენ, ეს არის ფინანსური მხარე ამ "ოპერაციისა" ანუ პარლამენტის წევრებს რა შეინახავთო... არ ვიცი რამდენი პარლამენტარია თბილისელი, მაგრამ ერთი რამ ფაქტია რომ რეგიონების წარმომადგებლები მეტნი არიან ვიდრე თბილისლები, ანუ გამოდის რომ ხარჯი თითქმის არ იცვლება, მეტიც ქუთაისის გეოგრაფიულ მდებარეობას თუ გავითვალისწინებთ, შეიძლება ნაკლები დანახარჯიც იყოს.
მეორე არგუმენტი არის საკადრო პრობლემა, ანუ პარლამენტი მარტო მისი წევრები ხომ არ არისო, აპარატი და ადმინისტარია ხომ უნდაო! გეთანხმებით, პირველი 5 წელი შეიძლება გაჭირდეს, მაგრამ ამასობაში ადგილობრივი კადრებით დაკომპექტებაც შეიძლება! (მითუმეტეს რომ ახლაც არა მგონია საქართველოს პარლამენტში მხოლოდ თბილისლები მუშაობდნენ)
შემდეგი არგუმენტი ეს არის მთავრობის საკითხი, პარლამენტი თუ ქუთაისში იქნება, მაშინ მთავრობამ რა ქნას, აქეთ იქით როგორ ირბინოსო? მართებული არგუმენტია, მაგრამ როგორც მე საფუძვლიანი ეჭვი მაქვს, მთავრობასაც მოუწევს გადასვლა რამდენიმე ხანში... და არაფერია ამაში კატასტროფული! იყოს მთავრობა იქ და იმუშაონ! მერე რა თუ ყოველ დღე შარდენზე ვერ დაჯდებიან? არც არაფერი, ქუთაისში არაჩვეულებრივი ადგილებია და შარდენი აქ დატოვონ და იმ ადგილებს მიხედონ!
რეგიონი განვითარდება, თან არა მარტო იმერეთი, რაჭა, გურია და სამეგრელო ძალიან დიდ ნახტომს გააკეთებს, და არა მარტო ეკონომიკურს.
ინფრასტრუქტურა, რომელიც იქეთ ფაქტიურად არ არსებობს ნელ-ნელა შეიქმნება და განვითარდება! და ეს სრულიად რეალურია.
და დაუტოვონ დედაქალაქის სტატუსი თბილისს, არაა პრობლემა, იყოს ტურისტული ცენტრი, იყოს ბევრი მაღაზიები და იყოს ბევრი გართობა! იყოს ფესტივალები და კონცერტები! იყოს დეფილეები და ასე შემდეგ! ეს ყველაფერი იყოს! და ერქვას დედაქალაქი! ამასობაში ძვირფასი თბილისლების პატივმოყვარეობაც არ შეილახება, მათთვის ხომ მთავარი დედაქალაქელობაა, თორე რუსთაველის გადაკეტვაზე რა რეაქციებიც იყო ყველას კარგად გვახსოვს! ამიტომ ავიღოთ ჰოლანდიური მოდელი, ამსტერდამი დედაქალაქი ხოლო ჰააგა პოლიტიკური ცენტრი!.....
გადავარჩინოთ თბილისიც ად გადავარჩინოთ რეგიონებიც!....
და ბოლოს ერთხელ ერთმა ჭკვიანმა კაცმა მითხრა, ადრე თბილისი რეგიონებმა გადაარჩინეს, იმიტომ რომ ქართველები ამ ქალაქში უმცირესობაშჳ იყვნენო, ახლა კი დროა თბილისმა ვალი დაუბრუნოს რეგიონებსო!.... ხოდა დაუბრუნოს ამ დალოცვილმა და ლამაზმა ქალაქმა ვალი დანარჩენ საქართველოს!..... გამოაცოცხლოს ცოტა თითქმის ცარიელი რეგიონები!...
(ისე უნივერსიტეტის დამფუძნებელ მამებსაც გადახედეთ, რამდენი იყო თბილისელი და რამდენი ქუთაისელი)