გაგახსენებ ერთ ცნობილ მომენტს ,,ნათლიმამა,,-ან , სერიოზული სცენაა , ეს სხვა ოპერიდანაა ....... მაგრამ იქ არის ორი ფრაზა , რომელიც მე დაშენ საუბარს ეხება .........2:30 -ან იწყება და 3:00 მთავრდება ............
ამ ორ ფრაზაში დონ ბარძინი ამბობს , რომ .....დრონი იცვლებიანო .....და ადამიანს უნდა გადაუხადო გაწეულ დახმარებაშიო , კომუნისტები ხომ არ ვართო ....... აგიხსნი რატომ მოვიყვანე ეს ფრაზები .....
ახლა სხვა დროა და ბევრნაირად შეიძლება საფარია დაცვა
ა / სტადიონის დათმობისას , შეიძლება გაწერილი იყოს პირობები , რომლის მიხედვიდაც არ გაფუჭდება საფარი , ესე იგი ღონისძიება ისე ჩატარდება , რომ არ იქნება გამოყენებული საფარი ......
ბ/ გამოგონილია ბევრნაირი მოწყობილობა რომელიც იცავს ბალახის საფარს , აბსოლუტურად იცავს ...ყოველ კვირას უემბლიზე კონცერტია , მაგრამ საფარი იქ არ ფუჭდება ......, რომის ოლიმპიური სტადიონი დაუთმეს რაგბისტებს , მაგრამ ნახეთ სერია ,,ა,, თამაშები ოლიმპიკოზე და შეაფასეთ საფარი
გ/ დღევანდელი სტადიონების სადრენაჟო სისტემები ისეა მოწყობილი (ასეა დინამოზე ) რომ აბსოლუტურად ადვილად შეიძლება საერთოდ საფარის აღება
ასე , რომ დონ ბარძინის პირველი ფრაზა ---- დრონი იცვლებიან -----ათასი საშუალება არის საფარი , რომ არ გაფუჭდეს
ახლა , დონ ბარძინის მეორე ფრაზა ----ყველა სამუშაო ანაზღაურებას იმსახურებსო , კომუნისტები ხომ არ ვართო ........
დინამოს სტადიონის მფლობელებს შეუძლიათ ისეთი ფასი მოითხოვონ გაქირავებაში რაც მოხმარდება და უზრუნველყოფს საფარის დაუზიანებლობას
იცი სტადიონის საფარი რა ღირს , ვააბშე ახალი , ბუნებრივი ინგლისური ან ჰოლანდიური ბალახით 800 ათასი დოლარიდან - 2 მილიონ დოლარამდე , მეტი კი არა .....
როდესაც ლუჟნიკებში ჩემპიონთა ლიგის ფინალი იყო , მათ აიღეს ხელოვნური საფარი და დააგეს ახალი ბუნებრივი საფარი ზუსტად კვირა-ნახევარში და ეს ყველაფერი , აღება ძველი საფარის , ახლის ყიდვა , ტრანსპორტირება ჰოლანდიიდან და მისი დაგება , რუსებს დაუჯდათ 3 მილიონი ევრო
ადგეს დინამოს სტადიონის ადმინისტრაცია და გაწერონ გაქირავების ხელშეკრულებაში 3 მილიონი ევროიანი ჯარიმა საფარის დაზიანებისთვის .....
ესეც დონ ბარძინის მეორე ფრაზა
ხვდები რა ელემენტარულ რამეებზე ვსაუბრობთ 21-ე საუკუნეში და ვითომ დემოკრატიულ ქვეყანაში ...სადაც სიხარულიდან ტრუსიკიდან უნდა ხტებოდეს დინამოს სტადიონის მფლობელი , ისეთი სარფიანი რამ არის მისთვის მთლიანი სტადიონის გაქირავება , ერთ დღეში იმდენს იშოვის რასაც ვერ იშოვის სამი სეზონის განმავლობაში
01.10.2012.