მაკიაველიშენ მგონი ძალით აკეთებ, რომ ამ თემამ სულ იტივტივოს

კაი ამ ერთხელაც იყოს ცოტა აბშირნი პასუხი, თუმცა თემა სადაც მიშა და ბიძინა არ ფიგურირებს ძაან ცოტას თუ აინტერესებს... თან, როგორც ვთქვი უადგილო ადგილას ვკამათობთ...
მემუარებზე არ არის ეგრე მარტივად...მემუარების დაწერის უმთავრესი მიზეზი,როგორც წესი, არის ერთი - შეეცადო შენზე მომავალში იფიქრონ ისე, როგორც შენ გინდა რო იფიქრონ...ასე რომ სიკვდილის წინ მემუარების წერისას ადამიანი კეიტ ბლანშტზეც ფიქრობს, ჰეიდი კლუმზეც და ადრიანა ლიმაზეც, ვუტრირებ რა თქმა უნდა, იმ მარტივი მიზეზით, რომ მასზე დარჩეს, აქედან ნებისმიერი შეგიძლია ჩასვა, დიდი "იობარის", "პოლიტიკოსის", "მეცნიერის", "პატრიოტის", "ადამიანის", "მებრძოლის", ''მშობლის'', ''მოქალაქის'' და ა.შ. სახელი....და რადგანაც გაყიდვები ახსენე კარგია...დიდი სენსაცია, მაგალითად ''ჰარდკორ ნაცისტი სინამდვილეში იყო რუსეთის შპიონი'' კარგად ეხმარება გაყიდვებს...მით უმეტეს, როცა ვერ იტანდნენ ერთმანეთს...
ჩეხოვა იყო ჩვენი ნომრიანი აგენტი-დივერსანტიო, მაგას თვითონ რუსები არ ამტკიცებენ, რუსებში ვგულისხმობ სახელმწიფოს და არა ერთ კონკრეტულ პიროვნებას და მის მემუარებს...და მგონი ერთ ინგლისელს აქვს წიგნი დაწერილი, რასაც დიდი ეჭვის თვალით უყურებენ...ეგ ერთი...
მეორეა იყო უბრალოდ აგენტი, აგროვებდე რაღაც ინფორმაციებს და სულ სხვა განზომილებაა იყო შახიდი...და ჰიტლერის ბერლინში გასაღება რომ იქნებოდა შახიდური აქცია, მგონი სადავო არ არის....სულ სხვაგვარი მომზადება გჭირდება ფსიქოლოგიური, იდეოლოგიური, ტექნიკური ეთსეტრა....არ მგონია მსახიობი ქალი ესეთი რამისთვის ყოფილიყო მომზადებული და არ მგონია არ ქონოდა გათვიცნობიერებული რა ბედი ელოდა...მარტო წამებით არ მოკლავდნენ, ჯერ წამებამდე ყველა გერმანულ ნაგაზს ახმარიებდნენ ბერლინში

მესამე და ალბათ უმთავრესი...ომის დასაწყისია, სოსო-კობა და პოლიტბიურო ჩაჯმულები ზიან მოსკოვში და ამ დროს სტალინს შანსი ეძლევა გაასაღოს გიტლერი და მაგას არ აკეთებს? კარგი რა....
მიულერს რაც შეეხება, მისთვის რუსეთის აგენტობის დაბრალება ზუსტად ისეთივე აბსურდია, როგორც ბერიას რო დააბრალეს დახვრეტის წინ სხვისი, მგონი ინგლისის, აგეტნი იყავიო

ამ თემაზე ბევრი გაქვს ნაკითხი და იმ დროინდელი გერმანიის ლიდერშიპის პსიქოტიპაჟი კარგად გეცოდინება...ეხლა მითხარი ამ ლიდერშიპშიც ერთ-ერთი გამორჩეული ტიპი, ადამიანი რომელიც იყო რეჟიმის უოჩდოგი და ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული თავის საქმეში (ძაან ცუდში, მაგრამ მაინც), უზომოდ ნაციონალისტი, ადამიანი რომლისთვისაც თავისი ქვეყანა იყო ყველაზე ღირებული, ჩაციკლული იყო თავისი მოვალეობებბის ზედმიწევნით კარგად შესრულებაზე და რომელსაც სძულდა ყველაფერი ლევაკურ-კომუნისტური...აი შენ რა პირობებში და როგორ წარმოგიდგენია ესეთი ადამიანის რუსების მიერ დავერბოვკება?
ეხლა რუსებთან პირადი უსაფრთხოების გარანტიებს ეძებდაო არ მითხრა, არასაერიოზული იქნება

პირად უსაფრთხოებას ომის ბოლოსკენ ეძებდა ყველა ბობოლა მგონი გიტლერის და გებელსის გარდა...მაგრამ არც ერთი სერიოზული წყარო არ ადასტურებს იმას, რომ ოდესმე სცადეს ამათმა რუსებთან დალაპარაკება...ყველა დასავლეთისკენ იყურებოდა და მაგის ორი მიზეზი იყო - ჯერ ერთი რუსებზე და ზოგადად სლავებზე ზაიობი ქონდათ და არასრულფასოვან ადამიანებად მიაჩნდათ, თან არც ერთ გერმანელ ჯარისკაცს ფეხი არ ქონდა შედგმული ინგლისსა და ამერიკაში, რუსეთს რაც მოასწრეს გადაუარეს და იცოდნენ ხიდები დამწვარი ქონდათ
სისულელეა რა თქმა უნდა იმის მტკიცება, რომ გერმანელ სამხედროებს რუსული მოლი არ ყავდათ, მაგრამ დამიჯერე სხვაგან ეძებ...ა ბატონო ჩემი თუ არ გჯერავს ამხელა ფილარმონია ორგანიზაციის სიაიეი-ს გახსნილი ფაილებიდან მიულერზე...ბევრ რაღაცას სცემს პასუხს რაც დაწერე, მათ შორის იმას, რომ პანვიცი, რომელსაც არ გაუტარებია ბოლო წლები აღმოსავლეთ გერმანიაში, საერთოდ საპირისპიროს ამტკიცებდა რაც შენ გიწერია

ამას გარდა, გელენი, მე როგორც ვიცი, ბორმანზე ამბობდა და მიულერიც თუ მიუყოლებია აღარ ვიცოდი

There were rumors among German intelligence officers that Mueller had himself been turned by the Soviets. Walter Schellenberg, chief of the RSHA's Foreign Intelligence Branch (Amt VI) and a bitter rival of Mueller, was the source of some of this speculation. When interrogated by OSS in 1945, Schellenberg claimed that Mueller had been in friendly radio contact with the Soviets, and Schellenberg's postwar memoirs contain verbatim exhortations from 1943 by Mueller on Stalin's superiority to Hitler as a leader.2 SS-men close to Mueller considered such rumors unfounded and illogical. Mueller's immediate superior Ernst Kaltenbrunner (Chief of the RSHA), later insisted under Allied interrogation that Mueller could never have embraced the Soviets. Similarly, Heinz Pannwitz, Mueller's Gestapo subordinate who ran Rote Kapelle, categorized the notion that Mueller had turned as "absolutely absurd" in a 1959 CIA interrogation.
სხვათა შორის, გოლენიევსკიზეც წერია და გადავამოწმეთ და ვერაფრით მტკიცდებაო, ანუ hearsay იყო - ყურმოკრულიო...და საერთოდ გაქცეულ აგენტებს ახასიათებთ ბევრი სისულელის მტკიცება, რომ რამენაირად მარკა აიწიონ ახალ პატრონებთან...ეგრე მოუვიდა გორდიევსკისაც, რომელსაც ძაან სერიოზულად აღიქვამდნენ თავიდან, სანამ რაღაც სისულელეების როშვა არ დაიწყო და ეხლა საერთოდ არ ახსენდება არავის...
ეხლა კაპელას რაც შეეხება...როტე კაპელას სადაც მიწვდა დაიჭირა, დაშალა, დახვრიტა, ბანაკებში ჩაყარა, დედა უტირა...მეტი რაღა უნდა ექნა...იმ ანეკდოტის არ იყოს, ალყას ვეღარ დაარტყავდა

...და ქაუნთერ შპიონაჟის ოპერაცია როგორ წარმოგიდგენია იმის გარეშე, რომ კონტაქტში არ შევიდნენ იმ ხალხთან ვისაც დასდევენ...
ან საერთოდ როგორ წარმოგიდგენია შპიონური ქსელის, რომელშიც ლიდერების უმრავლესობა და წევრების დიდი ნაწილი ებრაელები იყვნენ, და მიულერ-ბორმანის ერთ ნავში ჯდომა? აიხმანი ვის დაქვემდებარებაში იყო გეცოდინება უეჭველი