ქუთაისის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში პირველი პროდუქციის, გაზქურის, გამოშვება აგვისტოში დაიწყება
http://www.gbc.ge/index.php?m=home&newsid=31012ქუთაისის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში პირველი პროდუქციის, გაზქურის, გამოშვება აგვისტოში დაიწყება.
ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა კახა ბაინდურაშვილმა მთავრობის ოთხშაბათის სხდომაზე განაცხადა, რომელსაც პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ხელმძღვანელობდა.
ბაინდურაშვილის ინფორმაციით, ეგვიპტური კომპანია "ფრეში" და მისი პარტნიორი Georgian International Holding-ი ზონაში მაცივრების, კონდინციონერების და სხვა საყოფაცხოვრებო ტექნიკის წარმოებას გეგმავენ.
ფინანსთა მინისტრმა განმარტა, რომ ამჟამად ქუთაისის მიმართულებით ქარხნების ტრანსპორტირება მიმდინარეობს. "ფრეშის" მიერ ეგვიპტიდან წამოღებული ქარხნები შავი ზღვის აკვატორიაშია შემოტანილი.
პრემიერ-მინისტრის ნიკა გილაურის განცხადებით, აღნიშნული კომპანია ქუთაისში წარმოებული პროდუქციის უდიდეს ნაწილს ექსპორტზე გაიტანს, ვინაიდან "ფრეშს" საექსპორტო ბაზრები დიდი ხნის წინათ აქვს ათვისებული.
ბიზნეს-გეგმის მიხედვით, ქუთაისის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში 12 ქარხანა აშენდება. მშენებლობის პირველ ეტაპზე, მიმდინარე წლის ბოლომდე, 1, 2 მლრდ. აშშ დოლარის ინვესტიცია ჩაიდება, ხოლო 2010-2012 წლებში დამატებით 2 მლრდ. აშშ დოლარზე მეტი დაიხარჯება.
ქარხნების მიერ წარმოებული პროდუქცია "ფრეშის" ბრენდით გამოვა და "დამზადებულია საქართველოში" დაეწერება. ამასთანავე, ეგვიპტური კომპანია გათავისუფლებული იქნება გადასახადებისაგან.
ეგვიპტური კომპანიის ქართველი პარტნიორი აშშ-ში მოღვაწე ბიზნესმენი მიხეილ თიგიშვილია, რომელმაც "ფრეშის" მენეჯმენტი საქართველოში ინვესტიციების განხორციელებაში დაარწმუნა.
კომპანია "ფრეში" ეგვიპტეში 9 ქარხანას ფლობს, რომელიც სხვადასხვა სახის საყოფაცხოვრებო ტექნიკას აწარმოებს. წარმოებული პროდუქციის ექსპორტი მსოფლიოს 52 ქვეყანაში ხორციელდება. 2008 წელს კომპანიის ბრუნვამ 1, 95 მლრდ. აშშ დოლარი შეადგინა.
მაგარი იქნება გაზქურა "მეიდ ინ ჯორჯია", #0001.
ბლუმბერგიც გვატყობინებს ამ უპრეცენდენტო ინვესტიციის შესახებ:
Egypt’s Fresh Starts $1.2 Billion Georgia Project (Update1)
By Helena Bedwell - June 11, 2009 04:09 EDT
June 11 (Bloomberg) -- Egypt’s home appliance producer Fresh began building factories to produce electronic goods as part of a planned $1.2 billion investment in Georgia, equivalent to about 9 percent of the former Soviet republic’s gross domestic product.
“We’ve started shipping and assembling factories as well as overhauling the whole area,” Fresh Vice President Mohamed Rafat said in an interview in Tbilisi today. “This will be a three-step process, and total investment will reach $1.2 billion by the end of our project.”
Fresh’s production will be centered in Kutaisi, Georgia’s second-largest city, and will initially employ about 2,500 people. Production of appliances will start in about a month, Rafat said. The Cairo-based company will expand into making textiles, furniture and ceramic goods in the next two years, he said.
Georgia’s economy is still recovering from about $1 billion in damage from a five-day war with Russia last year over the separatist region of South Ossetia. Georgia won pledges of $4.55 billion in international aid in the wake of the war, including a two-year $1 billion offer by the U.S.
Foreign direct investment was $1.6 billion in 2008, down from $2.1 billion in 2007, according to Statistics Georgia. Economic Development Minister Lasha Zhvania, said on May 18 that foreign investment this year may exceed $2 billion.
Georgia’s recession is deepening at an “alarming” pace as a result of a two-month political protest that has interrupted trade and spooked investors, Finance Minister Kakha Baindurashvili said on June 8.
“We chose Georgia because of its investment-friendly environment, lack of corruption and experienced technical staff,” Rafat said, adding that the current political standoff won’t affect the company’s plans.
ეგ ეგვიპტური ქარხნები, როგორც წერენ, უკვე შავი ზღვის აკვატორიაშია შემოტანილი.
ჰოდა ჩემო ვასილ,
ის შენი რუსთავის ქარხანაც შემოტანილია უკვე?
This post has been edited by 7171 on 1 May 2012, 09:55