Morscertaუი ადრეულად გარდაცვლილა
ლექსს მაინც გავუკეტოთ რეანიმაცია
კაია ძაან, ძაან

ხილვაი და ზნმანებაი ჩემი სიზმრისაი
ჩემს ერს ვხედავ მცხეთისკენ რომ მარშირებს
მეგაფონით რეპავს ბიძოს ბერა,
მიშხუილა ზონდერებით გვაშინებს
წინ მიგვიძღვის ჩვენი ჩონჩხის მზერა.
´´ჰკა მაგასო´´ დაიბღავლა ვანიჩკამ
დაგვესია ჯალათების ურდო,
წყეულნოვო! კარგ იუზერმა ანიჩკამ
გაგჩენიათ შაკიკი და სურდო.
შეტაკება იყო მწვაავე, ვავა!
შემოტევა მოხდა ორთავ მხრიდან,
ხალხის მხარეს გადმოვიდა ჩივავა
გუდის ყველი დააგორა მთიდან.
იყო გმინვა, არსაიდან შველა
ბიძოს ბიჭი არ ჩერდება, რეპავს
წამით ზემოთ იხედება ყველა
ჩვენი ჩონჩხი ჯვართან ზარებს რეკავს.
ამ ზმანებამ განაცვიფრა ჩემი ერი
მეც სიზმარში ამ დროს გულს ვიმშვიდებ,
ერთად დადგა ზონდერი და ბერი
ხელი უშვეს დუბინკებს და მშვილდებს.
ეხვევიან ერთურთს, ტირის ერი
გაიხარა გამარჯვებას ნატრულმა,
ზედ ხორციც კი შემოაკრა ჩონჩხს
ერთან ერთად მოზეიმე პატრულმა.
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
ძია თემურის დაურეკა მიხომ სასწრაფოთ
აეროპორტში ამზადებენ უკვე თვითმფრინავს
ნაც-ბანდა კივის, ეგრე რატო! მიხოც დავშტრაფოთ!
მაღალი გარბის, სომხეთისკენ სწრაფად მიფრინავს.
აბაბაბაბა თემო ძია, გვიწია ცოდვამ
ასეთი ბედი გვქონია თურმე დიქტატორ მმართველთ,
ილუმინატორს ახსნა ფარდა, დაღალა ბოდვამ
ზიზღით ჩახედა მცხეთის კართან შეკრებილ ქართველთ.
...............
ერევნის თავზე მოტრიალე მიხოს თვითმფრინავს
არ გაეხსნაო დაშვებისას არცერთი შასე.
ასე დამთავრდა ყველაფერი ოქტომბრის თვეში
დაწყებით კიდევ, ყველაფერი დაიწყო ასე...
.................
ჭორვილის ტყეში თემურმა რომ სცემა ძმიშვილი
თურმე იმ ღამით დაიბადა ივანიშვილი