#30990262 · 3 May 2012, 13:22 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
სამართალი UP Down ანზორ ქოქოლაძე მის დაპატიმრებასა და "ელიტ ელექტრონიქსის" წართმევაში, ხელისუფლებასთან ერთად, მამუკა ხაზარაძეს ადანაშაულებს 13:09 03-05-2012 ანზორ ქოქოლაძე მის დაპატიმრებასა და "ელიტ ელექტრონიქსის" წართმევაში, ხელისუფლებასთან ერთად, მამუკა ხაზარაძეს ადანაშაულებს ბიზნესმენი ანზორ ქოქოლაძე მის დაპატიმრებასა და "ელიტ ელექტრონიქსის" წართმევაში ხელისუფლებასთან ერთად მამუკა ხაზარაძეს ადანაშაულებს. როგორც ქოქოლაძის განცხადებაშია ნათქვამი, "თიბისი ბანკმა" "ელიტ ელექტრონიქსის" აქციების საკონტროლო პაკეტი ჯერ არაკეთილსინდისიერი თაღლითური გეგმით დაისაკუთრა, შემდეგ კი კვალის დაფარვის მიზნით, ის სიმბოლურ ფასად ხელისუფლებასთან დაახლოებული პირების მიერ დაფუძნებულ "ელიტ ელფლაიენსსა" და "უნივერსალკაპიტალგრუპს" გადაუფორმა. "ფაქტია და არავითარ ეჭვს არ იწვევს, რომ მამუკა ხაზარაძე ხელისუფლებასთან გარიგებით წინასწარ განზრახული თაღლითური გეგმით მოქმედებდა, რომლის განხორციელებაშიც "თიბისი ბანკი", ფინანსური პოლიცია, პროკურატურა და სასამართლო სისტემა, ფინანსური ინსტრუმენტებისა და სახელმწიფო ძალაუფლების აქტიური გამოყენებით მონაწილეობდა", - აცხადებს პატიმრობაში მყოფი ბიზნესმენი.
|