#30992824 · 3 May 2012, 15:52 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
საპროცესო შეთანხმებას ხალხს რომ აიძულებენ, ამის მაგალითები მრავლადაა. საქმე იმაშია, რომ საპროცესო შეთანხმების შემთხვევაში პროკურატურა ვალდებული აღარ არის წარმოადგინოს მტკიცებულებები. მტკიცებულებები კი, როგორც წესი, არცა აქვთ. მტკიცებულებები მხოლოდ პატიმრების აღიარებითი ჩვენებებია, რომელსაც უკანონოდ მოიპოვებენ ხოლმე პატიმრებზე და პატიმრის ოჯახზე ზეწოლით. აღიარებითი ჩვენებების არ მიცემა მთავრდება პატიმრის დაინვალიდებით, სიკვდილით, ჭკუიდან გადაცდენით. საპროცესო შეთანხმების გაფორმება ხელისუფლებას აწყობდა კიდევ ერთი მიზეზით. ასეთ პატიმარს არ ეძლეოდა საშუალება ემტკიცებინა და საჯარო გაეხადა საკუთარი უდანაშაულობა, აგრეთვე ეჩივლა ევროსასამართლოში. საბედნიეროდ, თომას ჰამერბერგის დასკვნის შემდეგ, სადაც ის წერდა რომ ყველა საპროცესო შეთანხმება ამ (ზემოჩამოთვლილ) მიზეზთა გამო, გადასახედი და გამოსაძიებელია, ევროსასამართლომ დაუშვა პრეცენდენტები იმსა, რომ ასეთი ხალხის საჩივრები განიხილება. ეს შესაძლებელი გახდა მას შემდეგ, რაც 26 მაისს დაკავებულმა ხალხმა საპროცესო შეთანხმებების ხასიათის შესახებ ჩვენებები მიაწოდეს ევროპელ უფლებათა დამცველებს. ამიტომ კიდევ ერთი მადლობა მათ. პირველი მადლობა იმისთვის, რომ აქამდე ევროპა და ამერიკა თავს იყრუებდა და იბრმავებდა და არ აღიარებდა საქართველოში პოლიტპატიმრების არსებობას. ახლა, გაეროს სპეციალურმა მომხსენებელმა ეს თავის რაპორტში უკვე ჩაწერა. აზრი აღარ აქვს მიშების მტკიცებას იმის შესახებ, რომ საქართველოში პოლიტპატიმრები და უკანონო პატიმრები არ არიან. უკანონო პატიმრების ამბავი კიდევ სხვაა. ამიტომაც მადლობა 26 მაისს დაკავებულებს და განსაკუთრებით ე.წ. ყინწვისელებს. კიდევ ერთი დიდი ორიანი ჩვენს პოლიცია-პროკურატურა-სასამართლოს, რომლებმაც ისიც ვერ მოიფიქრეს რომ ეს ხალხი პოლიტიკური მუხლით არ გაესამართლებინათ და ბრალი კრიმინალზე წაეყენებინათ.
--------------------
შენი დედაც მოდის ტყიბულიდან, პაპუნა უგრეხელიძევ, პოლიტპატიმრის დევნისთვის!
ვიბარებ ძველ, ნახმარ ავეჯს, აქვე, ფორუმზე.
|