
ვიცნობ რუსას და ჩვენს შორის აზრთა სხვადასხვაობის მიუხედავად
ვერანაირად სიცრუეს ვერ დავაბრალებ
უბრალოდ ფაქტი ერთია
რუსას მიერ მოპოვებული ინფორმაცია
არანაირად არ გამორიცხავს სასჯელაღსრულების სისტემის ბრალეულობას, კერძოდ:
1. არ შემოაწმეს ციხეში შეყვანისას სქესობრივი გზით გადამდებ დაავადებებზე
რაც ნაწილობრივ შეიძლება გახდა მისი სიკვდილის მიზეზი ან დააჩქარა შედეგი
აგრეთვე საფრთხის ქვეშ დადგა მის გვერდით საკანში მცხოვრებთა ჯანმრთელობა
2. როდესაც დადგინდა რომ პატიმარს მძიმე ჯანმრთელობის მდგომარეობა ჰქონდა
არ შეატყობინეს არც ოჯახს არც ადვოკატს. მეტიც - მისული იყო ცოლი,
უთხრეს რომ გადაიყვანეს თბილისში , მაგრამ არ დაუკონკრეტებიათ რის გამო.
შემდეგ 27 აპრილს მისული იყო ადვოკატი, არ შეუშვეს და არ უთხრეს თუ
რამდენად მძიმე მდგომარეობაში იმყოფებოდა პატიმარი.
არადა ამ დროისთვის წესით უგონოდ უნდა ყოფილიყო მიჯაჭვული ლოგინზე
(გამომდინარე ნაწოლების სიმძიმიდან - იდაყვზე ნაწოლი)
3. ძალიან ბევრ კითხვას ბადებს ნაწოლების სიმძიმე
კერძოდ დიდი ეჭვია, რომ პატიმარს/პაციენტს არ უვლიდნენ
- ყველაფერთან ერთად აქვს ნაწოლი იდაყვზე
რაც ერთადერთ შემთხვევაში შეიძლებოდა გაჩენილიყო
- პაციენტი უნდა ყოფილიყო ან უგონოდ ან პარალიზებული
ისიც დაახლოებით 2 კვირის მანძილზე და მოვლის გარეშე
4. ამაზე სახალხო დამცველმა საკმაოდ მკაფიოდ გამოთქვა აზრი
- ჯანმრთელობის ისტორიის გახმოვანება ეწინააღმდეგება კონსტიტუციას
კანონი დაირღვა სასჯელაღსრულების სამინისტროს მიერ!
და ყოვლად მიუღებელია მათი განმარტება, თითქოს ამბის გახმაურებიდან
3 საათში სამინისტრო მივიდა დასკვნამდე რომ ამ ფაქტს შეეძლო მასობრივი არეულობის გამოწვევა
და ამის პრევენციის მიზნით გაახმაურა ფაქტი ... თუმცა ასეც რომ იყოს კანონი არ ამართლებს!
კიდევ ბევრის ჩამოწერა შეიძლებოდა, მაგრამ ეს 4 არის ძირითადი
და ეს უკვე საკმარისზე მეტია, რომ დადგეს კონკრეტული პირების პასუხისმგებლობის საკითხი
კერძოდ, პირველ რიგში მინისტრ ხათუნა კალმახელიძის