აშკარად ან ბაკი წერს მაგდენს ან მრიცხველია გაფუჭებული. 4 ოთახიანი ბინა მაქვს, ოთხნი ვართ და არასდროს, არც ზამთარში და არც ზაფხულში 300 კილოვატამდე არ მივსულვარ. ჩემი ყველა დროის რეკორდული მაქსიმუმი იყო ამ იანვარს 240 კილოვატი. ზაფხულში 18-20 ლარია მაქსიმუმი. ცხელი წყალი გაზზე მაქვს, ბაკი საერთოდ არ მაქვს, ეკონათურები მიყენია. სხვა ყველაფერს ჩვეულებრივი დატვირთვა აქვს ჩვენთან - სარეცხი, ჭურჭლის სარეცხი, უთო, ყავა, ტელევიზორი, კომპიუტერი და ა.შ. ალბათ ბაკი გიჭამს დენს.
ამ თელასის საიტს პატრონი არ ყავს?
ეხლა შევედი პირველად დავალიანების სანახავად და ისეთი უაზრო თანხა დამიწერა, გამორიცხულია სწორი იყოს. 18 ლარი მქონდა გადასახდელი, 20 ლარი გადავიხადე გუშინ და ან უნდა მიჩვენოს -18 ან +2, საიტი მიწერს -13-ს. მერე დავუწკაპუნე "მაჩვენე ბოლო ქვითარი"-ს და შარშანდელი ივლისის ქვითარს მიჩვენებს.