xarshiმე ვთქვი რომ გინებით ნამდვილად ვერაფერს ვუშველით მაგ საქმეს ეს უბრალოდ ემოციური გამოძახილი იყო ჩემი მხრიდან. მაგრამ ნამდვილად დასაძრახია ის ადამიანი ვინც ამას აკეთებს და არ შეიძლება ამას გაგებით და მითუმეტეს პატივისცემით მოეპყრო ასევე დასაძრახია ის ადამიანი ვინ ზრდის მას ასეთად (პირველ რიგში დედა და მამა). აი ხო აგინებდნენ ძველი ბიჭები ჩამშვებებს, გამყიდველებს, სიტყვის გამტეხველს და ა.შ. ის რასაც ქურდული სამყარო ერქვა ხო შეიქმნა ეს იდეოლოგია როდესღაც, სტალინის დროსო იძახიან ეს ხომ არ არი ჩვენი ძირძველი ტრადიცია და რაღაც ხელოვნურად შემოგდებული პონტი იყო გარედან და მე და შენც ამას პატივისცემით ვეპყრობოდით და თუ რამე არ მოგწონდა და ლოგიკაში არ ჯდებოდა მაინც პატივს ვცემდით ასე იყო სწორი "ვზროსლები" ამას იძახდნენ და საკმაო გავლენა ჰქონდა ამას საზოგადოებაზე. აი არ შეიძლება ასეთივე რამ ასეთი იდეოლოგია საზოგადოებაში გაჩნდეს ოღონც ჭეშმარიტ ღირებულებებზე აგებული და სასირცხვილო იყოს ცუდი საქმის გაკეთება და საგინებელი, ისე რომ თავი არსად გამოეყოფოდეს ასეთ ადამიანს. ეხლა რაღაცნაირად ყველას ფეხებზე კიდია თითქოს, აი შენც იმას იძახი აბა რა ექნათ გაუჭირდათ და მოიპარეს. არაა მასე დამიჯერე ლუკმა პურის ფულს ყოველთვის იშოვი და თუ იმის ტვინი გაგაჩნია რომ კარგად ორგანიზებული ძარცვა ჩაიდინო იმის თავიც გექნება რომ კარაგ ორგანიზებულად იმუშავო რაიმე საქმეზე და ფული ისე იშოვო
მ ა გ რ ა მ გეტყვი რაშიც არი საქმე რატო უნდა ვიმუშავო 10 ლარზე და სახში პურის ფული მივიტანო როცა შემიძლია მოვიპარო 100 ლარი და ის მივიტანო თან ეგღა მაკლია ვიღაცას ვემსახურო და დილიდან საღამომდე გავისრჯო როცა შემიძლია მაგალითად ერთი მარტივი მოძრაობით ამოვაცალო ან მოვიპარო, ვითაღლითო და მერე კაი ხანი არ ვიმუშავო და იმით ვიცხოვრო და ა.შ. ეს კი გაჭირვება კი არა პატივმოყვარეობაა და + მუქთახორობა.
ხომ შეიძლება ჭეშმარიტ ღირებულებებზე ავაგოთ ჩვენი საზოგადოების იდეოლოგია.
მერვე მცნება: არა იპარო.
არავის აქვს უფლება აიღოს ის, რაც მას არ ეკუთვნის. აქ შედის შემდეგი ცოდვები: ქურდობა, ანუ სხვისი ნივთის, სხვისი საკუთრების მალულად აღება; ძარცვა – სხვისი ქონების ძალით მიტაცება; მკრეხელობა – ღვთისთვის მიძღვნილი, შეწირული ნივთებისა და, საერთოდ საეკლესიო ქონების მითვისება ან მოპარვა; მექრთამეობა, მევახშეობა (როცა პროცენტით გასცემენ ფულს), მ უ ქ თ ა ხ ო რ ო ბ ა … (აქვე დავამატებდი ნაპოვნის არ გამოჩენას და ნათხოვარი ნივთის ან ვალის არ დაბრუნებას – საიტის ავტორის შენიშვნა)
ზოგჯერ ქურდები და დამნაშავენი თავისი საქციელის გამართლების მიზნით, სახარებიდან იშველიებენ იმ ავაზაკის მაგალითს, რომელიც მაცხოვართან ერთად აწამეს, და რომელიც მასთან ერთად სამოთხეში მოხვდა.
ავაზაკი შეწყნარებულ იქნა, რადგან სიკვდილის წინ მოასწრო მონანიება. მან მთელი არსებით იგრძნო თავისი განვლილი ცხოვრების სიმძიმე და განაჩენიც სამართლიანად გამოუტანა თავს და თავის ამხანაგს, რომელსაც მასთან ერთად აწამებდნენ. ჯვარზე გაკრული კი მიუბრუნდა მაცხოვარს და უთხრა: „ჩვენ სამართლად ღირსი, რომელი ვქმენით, მოგვეგების“.
იმდენად ძლიერი იყო მასში სინანული, რომ ცოდვით დამძიმებული მისი გული განიწმინდა და იგრძნო ის, რასაც სხვები ვერ ხვდებოდნენ; იგრძნო, რომ მის გვერდით ღმერთი ეწამებოდა; ამიტომაც სთხოვა: „მომიხსენე მე, უფალო, ოდეს მოხვიდე სუფევითა შენითა“ (ლუკა 23, 41-42).
და მიუგო იესომ: „ამინ გეტყვი შენ: დღეს ჩემთანა იყო სამოთხესა“ (ლუკა 23, 43).
ეს მაგალითი ნათელი დადასტურებაა იმისა, რომ ყველა ცოდვიდან შეიძლება ამაღლება და განწმენდა; და რომ ღვთის მოწყალებას არა აქვს საზღვარი.
წყარო:
http://orthodox-geo.com/2012/05/01/%E1%83%...83%90%E1%83%A0/