#31027362 · 5 May 2012, 19:11 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
| QUOTE | | უკვე 2 საათია, მოსულები ვართ და დახმარების მაგივრად ექიმი ედიშერ მაღალაშვილი გვევაჭრება. საუბარია ოპერაციის თანხაზე, რომელიც 6000-დან 15000-მდე მერყეობს. |
"ჟურნალისტი" რომ ბანძია ამაზე მეტყველებს ის რომ სახელები ედიშერი და გიორგი ერევა. ანუ ყურმოკრულ ინფორმაციას გადამოწმების გარეშე უშვებს. რომ გადაემოწმებინა იმასაც გაარკვევდა, რომ ექიმს გიორგი ქვია. ეს ჟურნალისტური ეთიკის დარღვევაა. ამაზე მეტად კი ტყუილი იმაში ჩანს, რომ 2 საათიანი (თანახმად "ჟურნალისტისა") ვაჭრობის შემდეგ რამე კონკრეტული კი არა ისეთი თანხები სახელდება რომელთა შორის 9000ია განსხვავება და ზედა ზღვარი ქვედას 2.5 ჯერ აღემატება, მაშინ როდესაც ყველა ოპერაციის ღირებულება პრეისკურანტით განსაზღვრულია და თუ რამე გაუთვალისწინებელი არ ხდება ის არ იცვლება. ანუ დარწმუნებული ვარ სავაჭრო არაფერი იქნებოდა. უბრალოდ ეტყოდნენ გარკვეულ თანხას კონკრეტული ოპერაციისას და დაამატებდნენ, რომ რამე გართულების ან არასტანდარტული ვითარების შექმნის შემთხვევაში შეიძლება თანხა გაზრდილიყო. ეს კი ვაჭრობა არ არის.
--------------------
ქოცი - განვითარების უმდაბლესი საფეხური.
|