ბიძოს ჰქონდა ეს სიხშირე და მე-9 არხი დახურა, და 8 წელია არ უმაუწყებლია, მერე 2009-ში მოითხოვა მოდიფიცირება და გასართობად გადაკთება, რაზეც მიიღო უარი და საერთოდ ჩამოერთვა სიხშირე იმიტომ რომ 100 დღეც თ არ მაუწყებლობ გადაბმულად, ეს არის ჩამორთმევს საფუძველი და ფატიურად 5წელი არ მაუწყებლობდა. მოიცა ახლავ ვნახავ:
199
/
22
-
24
აპრილი
2009
შპს
ტელეკომპანია
”მეცხრე
არხისათვის”
№B80
ლიცენზიის
მოდიფიცირებაზე
უარის
თქმის,
შპს
ტელეკომპანია
”მეცხრე
არხის”
კუთვნილი
№B80
და
№B105
ლიცენზიების
გაუქმებისა
და
შპს
სამაუწყებლო
კომპანია
”რუსთავი
2”-ს
№
B103
ლიცენზიის
გაუქმების
მიზნით
საჯარო
ადმინისტრაციული
წარმოების
დაწყების
თაობაზე
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში ,,კომისია”) აღნიშნავს, რომ 2009 წლის 11 მარტს, კომისიას განცხადებით მიმართა შპს ტელეკომპანია ,,მეცხრე არხმა” (№6/644-09), რომელმაც მოითხოვა მისი კუთვნილი №B80 ლიცენზიის (საერთო საეთერო ტელემაუწყებლობა) მოდიფიცირება კერძო სპეციალიზებული (გასართობ-შემეცნებით) ტელემაუწყებლობის ლიცენზიად.
კომისია აღნიშნავს, რომ შპს ტელეკომპანია ,,მეცხრე არხი”, ფლობს საერთო საეთერო მაუწყებლობის №B80 ლიცენზიასა და კერძო სპეციალიზებული (გასართობ-შემეცნებითი) მაუწყებლობის №B105 ლიცენზიას.
კომპანიის განცხადებით, მსოფლიო გლობალური ეკონომიკური კრიზისის ფონზე, კომპანიის დაფინანსების წყაროების მოცულობათა გათვალისწინებით, კომპანიას გაუჭირდება ორი სხვადასხვა სახეობის სამაუწყებლო ლიცენზიით ფუნქციონირება და ამასთან დაკავშირებული კანონისმიერი და სალიცენზიო ვალდებულებების შესრულება.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომპანიამ მოითხოვა მისი კუთვნილი №B80 ლიცენზიის (საერთო საეთერო ტელემაუწყებლობა) მოდიფიცირება და ლიცენზიის სახეობად სპეციალიზებული (გასართობ-შემეცნებითი) მაუწყებლობის განსაზღვრა.
განმცხადებელმა აღნიშნა, რომ მისი მოთხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაში, კომპანიას მოუწევს ორივე ლიცენზიით, ერთი - გასართობ-შემეცნებითი სამაუწყებლო ბადით მაუწყებლობა, რაც უფრო რეალურ შანს იძლევა მაუწყებლობის განახლებისათვის. კომპანიის განაცხადში აღნიშნულია, რომ შპს ტელეკომპანია ,,მეცხრე არხი” ადრე მაუწყებლობდა ამავე ლიცენზიებით ერთი სამაუწყებლო ბადით და ამჟამადაც სურვილი აქვს საქართველოს მნიშვნელოვან ნაწილზე წარსდგეს მაყურებლის წინაშე ერთი სამაუწყებლო ბადით.
გარდა ზემოაღნიშნულისა, კომპანიას სურს, შეუნარჩუნდეს მათივე ლიცენზიებით განსაზღვრული ყველა სამაუწყებლო სიხშირე, ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის ტესტური რეჟიმით ფუნქციონირების უზრუნველსაყოფად.
კომისია აღნიშნავს, რომ შპს ტელეკომპანია ,,მეცხრე არხის” წერილის საფუძველზე, კომისიის მიერ ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტის შესაბამისად, 2009 წლის 13 მარტს დაიწყო საჯარო ადმინისტრაციული წარმოება შპს ტელეკომპანია ,,მეცხრე არხის” №B80 ლიცენზიის სახეობის მოდიფიცირების მიზნით, ხოლო საკითხის ზეპირი მოსმენის სხდომა გაიმართა 2009 წლის 16 აპრილს 12.00 საათზე.
ზეპირი მოსმენის სხდომაზე გამოქვეყნდა კომისიაში ინკოგნიტოდ შემოსული დადებითი მოსაზრება ლიცენზიის სახეობის მოდიფიცირებასთან დაკავშირებით.
შპს ტელეკომპანია ”მეცხრე არხის” №B80 ლიცენზიის სახეობის მოდიფიცირების მოთხოვნით კომისიაში შემოსული განცხადების თაობაზე მიმდინარე საჯარო ადმინისტრაციული წარმოებისას, კომისიის 2009 წლის 24 აპრილის სხდომაზე, საკითხის განხილვისას, კომისიის წევრმა ბატონმა ზურაბ ნონიკაშვილმა ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ შპს ტელეკომპანია ”მეცხრე არხი” არ მაუწყებლობს და აღნიშნული გარემოების გათვალისწინებით, სახეზეა სახელმწიფოს კუთვნილი ამოწურვადი რესურსის (სამაუწყებლო რადიოსიხშირული სპექტრის) არაეფექტიანი გამოყენება, რაც დაუშვებელია და დაუყოვნებლივ უნდა აღმოიფხვრას.
კომისიის აპარატის სამართლებრივი დეპარტამენტი (კ. ყურაშვილი) აღნიშნავს, რომ შპს ტელეკომპანია ”მეცხრე არხის” კუთვნილი №B80 ლიცენზიის სახეობის მოდიფიცირების თაობაზე კომისიაში შემოსული განცხადების დაკმაყოფილების გარემოებათა გამოკვლევისას, კომისიამ უნდა გაითვალისწინოს ის ფაქტი, რომ კომპანიას შეწყვეტილი აქვს აღნიშნული ლიცენზიით საქმიანობა, რომელიც ჯერ კიდევ 2005 წლის 21 იანვარს, ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად გაიცა (იხ. კომისიის გადაწყვეტილება №33/1-21 – 21.01.2009). კომისიის სამართლებრივი დეპარტამენტის განმარტებით, ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 74-ე მუხლის პირველი პუნქტის გ) ქვეპუნქტის შესაბამისად, ”ლიცენზიის მფლობელის მიერ ლიცენზიით განსაზღვრული საქმიანობის შეწყვეტა წელიწადში ზედიზედ 3 თვეზე მეტი ვადით ან ერთი წლის 120 დღის განმავლობაში” ლიცენზიის გაუქმების საფუძველია.
კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების (გ. რატიშვილი) და კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის, მონიტორინგისა და კოორდინაციის დეპარტამენტის (ს. შავგულიძე) მონაცემებსა და წერილობით დასკვნებზე დაყრდნობით, რაც უდავოა, თავად შპს ტელეკომპანია ”მეცხრე არხის” კომისიის 2009 წლის 24 აპრილის სხდომაზე დამსწრე უფლებამოსილი წარმომადგენლისთვისაც (იხ. კომისიის 2009 წლის 24 აპრილის სხდომის ოქმი, შპს ტელეკომპანია ”მეცხრე არხის” კომისიაში წარმოდგენილი ბოლო პერიოდის ოფიციალური კორესპონდენცია, შპს ტელეკომპანია ”მეცხრე არხის” განცხადება), შპს ტელეკომპანია ”მეცხრე არხს” შეწყვეტილი აქვს მაუწყებლობა ზედიზედ 3 თვეზე მეტი ხანია, უწყვეტად, და იგი არ ახორციელებს მაუწყებლობას არც კუთვნილი №B80 კერძო საერთო სამაუწყებლო ლიცენზიის ფარგლებში და არც კუთვნილი №B105 კერძო სპეციალიზებული სამაუწყებლო ლიცენზიის ფარგლებში.
კომისიამ, ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზეც, რომ შპს ტელეკომპანია ”მეცხრე არხმა” მაუწყებლობა არ განაახლა არც 2009 წლის 13 თებერვლიდან, როდესაც განხორციელდა მის სახელზე ჯერ კიდევ საქართველიოს კავშირგაბმულობისა და ფოსტის სამინისტროს მიერ გაცემული და კომისიის მიერ 2003 წლის 23 ივლისის №361/6 გადაწყვეტილებით, იმ დროს მოქმედი საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად მოდიფიცირებული №502 ლიცენზიის, ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით მოდიფიცირება, რა დროსაც ამ ლიცენზიას მიენიჭა №B105 (სპეციალიზებული გასართობ-შემეცნებითი სამაუწყებლო ლიცენზია).
ამდენად, კომისიამ დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებად მიიჩნია, ის რომ შპს ტელეკომპანია ”მეცხრე არხს” უწყვეტად, ზედიზედ 90 დღეზე მეტი ხანია შეწყვეტილი აქვს, როგორც №B80 კერძო საერთო სამაუწყებლო ლიცენზიით, ისე №B105 კერძო სპეციალიზებული სამაუწყებლო ლიცენზიით საქმიანობა (მაუწყებლობის განხორციელება).
კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტის განმარტებით, შპს ტელეკომპანია ”მეცხრე არხის” მხრიდან, ადგილი აქვს უკვე დასრულებულ კანონდარღვევას, კერძოდ მაუწყებლობის შეწყვეტას, ზედიზედ და უწყვეტად 3 თვეზე მეტი ხნით, რაც ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 74-ე მუხლის პირველი პუნქტის გ) ქვეპუნქტის შესაბამისად, ლიცენზიის გაუქმების საფუძველია.
კომისიის აპარატის სამართლებრივი დეპარტამენტი განმარტავს, რომ ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 71-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, ”მხოლოდ კომისიას აქვს ლიცენზიის მოქმედების შეჩერების ან ლიცენზიის გაუქმების უფლება”. ამასთან, ამავე პუნქტის თანახმად, ”ლიცენზიის მოქმედების შეჩერების ან ლიცენზიის გაუქმების შესახებ კომისია იღებს გადაწყვეტილებას”. კომისიის აპარატის სამართლებრივი დეპარტამენტის განმარტებით, ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, ”სიხშირული სპექტრის გამოყენებით მაუწყებლობის ლიცენზიის გაცემა, მოდიფიცირება, მისი მოქმედების შეჩერება და გაუქმება ხორციელდება საჯარო ადმინისტრაციული წარმოების წესით”.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გარდა, კომისიის აპარატის სამართლებრივმა დეპარტამენტმა განმარტა, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-4 მუხლის შესაბამისად, ”საქმის გარემოებათა იდენტურობის შემთხვევებში დაუშვებელია სხვადასხვა პირის მიმართ განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება, გარდა კანონით გათვალისწინებული საფუძვლის არსებობისას.”
კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის (გ. რატიშვილი) მონაცემებით, ასევე არ მაუწყებლობს შპს სამაუწყებლო კომპანია ”რუსთავი 2”, კუთვნილი №B103 ლიცენზიით. კომისიის 2008 წლის 19 დეკემბრის №741/2 გადაწყვეტილების საფუძველზე, შპს სამაუწყებლო კომპანია ”რუსთავი 2”-ს №908 ლიცენზია მოდიფიცირდა კერძო სპეციალიზებული (შემეცნებით მუსიკალურ გასართობი) მაუწყებლობის ლიცენზიად და მიენიჭა №B103 (მოქმედების ვადა 19.03.2014); შესაბამისი ცვლილებები შევიდა კომისიის 2001 წლის 30 მარტის №193/2 გადაწყვეტილებაშიც. 2008 წლის 19 დეკემბრიდან გასულია 3 თვეზე მეტი ხანი, ხოლო შპს სამაუწყებლო კომპანია ”რუსთავი 2”-ს არ დაუწყია შემეცნებით მუსიკალურ გასართობი მაუწყებლობა ლიცენზიით გათვალისწინებული საქმიანობა (მაუწყებლობა) სახელმწიფო ამოწურვადი რესურსის გამოყენებით.
კომისიის აზრით, გამომდინარე იქიდან, რომ შპს ტელეკომპანია ”მეცხრე არხის” №B80 და №B105 ლიცენზიები ითვალისწინებს შეზღუდული სახელმწიფო ამოწურვადი რესურსით საქმიანობას, აღნიშნული შეზღუდული რესურსის ოპტიმალურად გამოყენების მიზნით კომისიას მიზანშეწონილად მიაჩნია წინამდებარე გადაწყვეტილება მიქცეულ იქნას დაუყოვნებილივი აღსრულებისათვის.
კომისიამ, გაითვალისწინა რა საჯარო ადმინისტრაციული წარმოებისას საქმეზე გამოვლენილი ფაქტობრივი გარემოებები, აგრეთვე კომისიის აპარატის სამართლებრივი დეპარტამენტის განმარტებები, კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტისა და რადიოსიხშირეთა მართვის, მონიტორინგისა და კოორდინაციის დეპარტამენტის შესაბამისი დასკვნები, საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებების ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად გამოკვლევის შედეგად, ,,მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მე-4 პუნქტის, 71-ე მუხლის მე-3 პუნქტის, 74-ე მუხლის პირველი პუნქტის გ) ქვეპუნქტის, მე-2 და მე-4 პუნქტების, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-4, 103-ე, 105-ე, 115-ე, 116-ე, 120-ე და 165-ე მუხლების შესაბამისად, კენჭისყრის შედეგად, ხმათა უმრავლესობით
გადაწყვიტა:
1. უარი ეთქვას შპს ტელეკომპანია ”მეცხრე არხის”, კუთვნილი №B80 ლიცენზიის (მოქმედების ვადა 07.08.98-31.01.2011) კერძო სპეციალიზებული (გასართობ-შემეცნებითი) ტელემაუწყებლობის ლიცენზიად მოდიფიცირებაზე;
2. გაუქმდეს შპს ტელეკომპანია ”მეცხრე არხის” №B80 კერძო საერთო ტელემაუწყებლობის ლიცენზია 2009 წლის 24 აპრილიდან;
3. გაუქმდეს შპს ტელეკომპანია ”მეცხრე არხის” № B105 კერძო სპეციალიზებული ტელემაუწყებლობის ლიცენზია 2009 წლის 24 აპრილიდან;
4. დაევალოს კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტს (გ. რატიშვილი):
ა) სათანადო მონაცემების კომისიის სალიცენზიო უწყებრივ რეესტრში შეტანა;
ბ) “ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, ლიცენზიათა გაუქმების თაობაზე ინფორმაციის „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ გამოქვეყნების უზრუნველყოფა;
5. აღნიშნული გადაწყვეტილების პირველი, მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტები მიქცეულ იქნას დაუყოვნებლივი აღსრულებისათვის;
6. დაიწყოს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება შპს სამაუწყებლო კომპანია ”რუსთავი 2”-ის კუთვნილი №B103 კერძო სპეციალიზებული სამაუწყებლო ლიცენზიის გაუქმების მიზნით;
7. ზეპირი მოსმენა ამ გადაწყვეტილების მე-6 პუქნტით განსაზღვრულ საკითხზე გაიმართოს 2009 წლის 27 მაისს 12 საათზე;
8. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ნ. ჯანელიძე) ამ გადაწყვეტილების მე-6 პუნქტით განსაზღვრულ საკითხზე საჯარო გაცნობისათვის ცნობის გამოქვეყნება კომისიის ვებ-გვერდზე;
9. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ნ. ჯავახიძე) აღნიშნული გადაწყვეტილების დამოწმებული ასლების დაგზავნა შპს ტელეკომპანია ,,მეცხრე არხისთვის” და შპს სამაუწყებლო კომპანია ”რუსთავი 2”-თვის დაზღვეული საფოსტო გზავნილების სახით;
10. გადაწყვეტილება, გარდა მე-6, მე-7 და მე-8 პუნქტებისა, შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ კოლეგიაში (ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ) ერთი თვის ვადაში;
11. ამავე გადაწყვეტილების მე-6, მე-7 და მე-8 პუნქტები ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის ძალით;
12. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტს (გ. რატიშვილი);
13. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს შპს ტელეკომპანია ,,მეცხრე არხისთვის” და შპს სამაუწყებლო კომპანია ”რუსთავი 2”-თვის ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლების ჩაბარებისთანავე.
კომისიის თავმჯდომარის
მოვალეობის შემსრულებელი ს. ბრიტანჩუკი
კომისიის წევრები: ა. სიხარულიძე
კ. კვიტაიშვილი
ზ. ნონიკაშვილი
http://www.gncc.ge/index.php?lang_id=GEO&s...70&info_id=7114 This post has been edited by Iraklion on 5 May 2012, 21:03