გალე
Super Crazy Member

     
ჯგუფი: Members
წერილები: 5346
წევრი No.: 114323
რეგისტრ.: 21-April 10
|
#52379362 · 19 Mar 2018, 09:05 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ბეჟანბეჟანი
| QUOTE | საიდან მოიტანე, რომ არ ფუჭდებოდა? შეგიძლია დაასახელო რა არ ფუჭდებოდა მაშინ, რაც ფუჭდება დღეს? ნუ, თუჯის კერასინკების ფუტლიარი არ გაფუჭდებოდა. საბჭოური ავტომანქანების შედარებაც არ შეიძლება იმდროინდელ ამერიკულ, გერმანულ ან იაპონურ მანქანებთან. ვერც ტელევიზორებს და მაგნიტაფონებს ვერ შეადარებ. ფეხსაცმელი უვარგოდათ თუ ტანსაცმელი? იქნებ ავეჯი ქონდათ უკეთესი, ან იქნებ შუშა, ან საბურავები... მაჯის მექანიკურ საათებს არა უშავდა, მაგრამ შვეიცარიულკებთან ვერ მივიდოდა. კარგი იყო რკინა-კავეული, ფოლადი, რომელისაც მარტენის ღუმელში აწარმოეებდნენ. იმ მარტენის ღუმელში, რომელიც საკმაოდ ენერგოტევადი იყო და მე-20 საუკუნის 50-იანი წლებიდან მსოფლიოს განვითარებული ქვეყნები სხვა ტექნოლოგიებზე გადადიოდნენ, როცა სსრკ-ს დაქცევამდე მარტენის ღუმელი ტექნოლოგიურ მიღწევად ითვლებოდა. კარგი იყო ხე-ტყე, ვინაიდან მას არ ჭირდებოდა განსაკუთრებული დამუშავება. მოჭერი, სწორედ გაახმე და გაყიდე. დღესაც კი, რუსეთი რომ ნავთობს მოიპოვებს, საზღვარგარეთ გააქვს, იქ გადაამუშავებს და შემდეგ უკან შეაქვს. მოკლედ, ის იყო კარგი, რაც ბუნებრივად მოიპივებოდა და მისი გადამუშავებისთვის მოწინავე ტექნოლოგიები საჭირო არ იყო. ნუ, კალაშნიკოვიც კარგი ქონდათ და საკლავ-საფეთქებელი მოწყობილობებითაც იწონებდნენ თავს.
საბჭოური, რაც მართლა კარგი იყო და მენატრება, ქართული ლიმონათებია, ოღონდ არა 10 კაპიკიანი. 15 კაპიკიანი "სიტრო", 28 კაპიკიანი "თბილისი", სპეცლიმონათები, რომლითაც კრემლი მარაგდებოდა. ის რომ მეტად ნატურალური იყო მაშინდელი საჭმელი პროდუქტები, ეს მთელ მსოფლიოში ასე იყო. |
ბიჯო დაანებე ყველაფერს თავი. მეზობელს აქვს დრელი. ეს დრელი საბჭოთა ხელისუფლების დროინდელია. 50 წელს უკაკუნებს ეს დრელი და კიდევ კარგად მუშაობს. პრობლემა არ აქვს.. დღეს კი ნაგავი ყრია ბაზარზე...
| QUOTE | | ფეხსაცმელი უვარგოდათ თუ ტანსაცმელი? |
მაგას ვამბობ. უკეთესობისკენ არ მიდიოდა არაფერი. ანუ ხალხს მოტივი არ ჰქონდა რათა გამოეგონა უკეთესი... არაფერი ეცემოდა გაუმჯობესებას. ერთიდაიგივე მოდელი იყო სულ...
| QUOTE | აი, მონოპოლია რომ იყო სსრკ-ში, მიტომაც დაენძრა. ნებისმიერი მონოპოლია ხარისხს ქვემოთ წევს, ფასს კი ზემოთ. |
კითხვის არსი მაგაში არ იყო..
| QUOTE | ვერა, ვერ მიაღწევს, რადგან ნებისმიერ ნაწარმს, ფიზიკურთან ერთად აქვს მორალური ცვეთა. მაგალითად, სახლში მაქვს 20 წლის წინ ნაყიდი ფანრიანი ნოკია, რომელიც ახლაც მშვენივრად მუშაობს, მაგრამ მას არ ვხმარობ იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ მორალურად გაცვდა. ტექნიკა წინ მიდის და თუ მას ფეხი არ აუწყე, რაგინდ საუკეთესო ნაწარმი არ უნდა გქონდეს, ის თუ მოდის და გემოვნების მოთხოვნებს არ აკმაყოფილებს, ჩათვალე, რომ გაკოტრებული ხარ. |
აუ ძალით აკეთებ რა.. პირობას ძალით ვერ ხედავ.. მაცა დავაკოპირებ ჩემს პოსტს და გავადიდებ იმ ნაწილს:
| QUOTE | | შენ ხარ რაღაც პროდუქტის მწარმოებელი. მონოპოლია გაქვს.. ეს პროდუქტი არასოდეს ფუჭდება და არც გაუმჯობესება ხდება ამ პროდუქტის. |
ძალით შობი ძმაო შენ.. ასე შენ უსასრულოდ შეძლებ კამათს.. მე კი ნერვები არ მაქვს ამისთვის სათანადო...
--------------------
ვერ მოინდომებ ისეთი რაღაცის გაგებას, რასაც ვერ გაიგებ.
|