რაც დრო გადის უფრო ნეგატიურად ვეწყობი ევროკავშირის მიმართ.
გერმანია გაივსო უკვე ციგნებით. მეზობლადაც გადმოვიდნენ, რამდენი არიან ერთოთახიან ბინაში ვერ დავთვლე. ჩემს ნაცნობს 2 თვეში 3-ჯერ ამოაცალეს მანქანაში ნავიგაცია

იმაზეც არის საუბარი რომ საბერძნეთის საზღვართან კონტროლი შემოიღონ, ავღანელი და პაკისტანელი ილეგალები შემოდიან. არ ვიცი თუ შემოიღეს უკვე. იტალიაში კუნძული ლამპედუზა აფრიკელების კუნძულად იქცა. ხშირად ვკითხულობ გაზეთებში ხმელთაშუაზღვაში ძველი ნავები რომ იძირებიან და აფრიკელბი იხრჩობიან. 2 დღის წინ ულტრა მემარჯვენეებმა ანტიმუსლიმანური აქცია მოაწყვეს, მეორე მხარეს სალაფისტებიც მოგროვდნენ და დაერივნენ ერთმანეთს. პოლიციამ მოახერხა უმსხვერპლოდ დასრულებულიყო ყველაფერი.
საბერძნეთი სულ გასწორდა მიწასთან და სავარაუდოდ მომავალში ძლიერი ნაციონალ-ექსტრემისტული მთავრობა მოვა სათავეში. იმედია ჩვენს ქართველებს ცუდს არაფერს უზამენ.
პოლონეთს კიდევ არა უშავს, მაგრამ ბალტიისპირეთსა და ბალკანეთში უკვე ახალგაზრდა აღარ დარჩა, ყველა აქეთ გამოიქცა.
ახლა კიდევ ამ შეხმატკბილებულ ფრანგულ-გერმანულ წყვილს არჩევნებმა ბოლო მოუღო და მერკელი- რა ჰქვია ახალ ფრანგ პრეზიდენტს აღარ მახსოვს, ჰო, - ჰოლანდი რას იზამენ ღმერთმა უწყის.
გუშინ სადღაც მოვკარი თვალი მერკელის ციტატასა: ყოველდღე ვიცვლებიო, ყოველდღე ვბერდები და ყოველდღე ახალი პრობლემა მაქვსო...
მაგრამ მაინც კარგია ბებერი ევროპა.