lipu რა გახდა 1-2 აბორიგენი ნაცმაცუნის შემოყვანა თემაში შეკაცო
გაკოჭე და ისე ვაყურებინოთ ბოლობოლო
"გაუმჭვირვალე რეაბილიტაცია" – ჯოშუა ფრიდმანის სახელობის ჯილდოს გამარჯვებული ფილმი [Video] კოლუმბიის უნივერსიტეტის პროფესორის, ჯოშუა ფრიდმანის სახელობის ჯილდო საქართველოში წელს პირველად გაიცა და ის სტუდია "მონიტორის" ჟურნალისტმა, ნანა ბიგანიშვილმა მიიღო. ფილმი ძველი თბილისის რეაბილიტაციას ეხება. tspress- თან საუბრისას ფილმის ავტორი ფილმზე მუშაობასა და ამ პერიოდში შექმნილ სირუთლეებზე საუბრობს.სტუდია "მონიტორის" ჟურნალისტის, ნანა ბიგანიშვილის განცხადებით, ძველი თბილისის რეაბილიტაციის პროექტი საზოგადოებსი ინტერესს წარმოადგენდა და კითხვისნიშნები თავიდანვე იყო. ფილმზე მუშაობის პერიოდში მთავრი პრობლემები და კანონდარღვევის არაერთი ფაქტები გამოიკვეთა.
ბიგანიშვილის თქმით, მისთვის უცნობია თემის, აქტუალური პრობლემის, სრულყოფილი გამოძიების თუ რა კრიტერიუმის გამო შეირჩა გამარჯვებულად მისი ფილმი, კონკურსში წარდგენილ სხვაფილმებს შორის, თუმცა ამბობს, რომ ჯოლდო მისთვის დიდ პატივს წარმოადგენს. ბიგანიშვილის ჯილდოს სახით 1500 ევრო მიიღო.
ფილმში საუბარია, როგორ ახორცილებს თბილისის რეაბილიტაციის პროცესს თბილისის მერიის მიერ დაფუძნებული ფონდები, რომლებმაც სამუშაოების განსახორციელებლად დედაქალაქის ბიუჯეტიდან 300 მლნ ლარი მიიღეს. ფონდებს ტენდერი არცერთ შემთხვევაში არ გამოუცხადებიათ. ფილმში გამოძიებულია როგორ გადასცემს მერია ფონდებს ისტორიულ უბნებში უძრავ ქონებას, რომლესაც შემდეგ ფონდი ასხვისებს. ფილმში ასევე აღნიშნულია, რომ რეაბილიტაციის დროს კერძო საკუთრებების ნგრევა პატრონის ნებართვის გარეშე ხორციელდებოდა. ბიგანიშვილის განცხადებით, საგამოძიებო ფილმზე მუშაობის დროს მთავარი პრობლემა საჯარო ინფორმაციის მიღება იყო. ინფორმაციის მიღების მოთხოვნით მათ სასამართლოსაც მიმართა.
–"ვერანაირ ინფორმაცაის ვერ ვიღებდით, ვერც მერიიდან ვერც მერიის მიერ დაფუძნებული ფონდებიდან. ამ საკითხზე სასამართლოს მივმართეთ, მერიის წინააღმდეგ შევიტანეთ სარჩელი ვითხოვდით რა თანხა გადაირიცხა თბილისის ბიუჯეტიდან ამ ფონდებში. პირველი ინსტანციის სასამრთლოს გადაწყვეტილებით, სარჩელი ნაწილობრივ დააკმაყოფილდა და მერიას ინფომაციის გაცემა მისი დამუშავების დასრულებისთანავე დააკისრა, რაც ნიშნავს, რომ რომ როცა უნდა მაშინ გასცემდა ინფრომაციას და არა კონკრეტულ ვადაში. "– აღნიშნა ბიგანიშვილმა. მისი თქმით, სარჩელი უზენაისმა სასამართლომ არ მიიღო. ჟურნალისტის თქმით, ინფორმაციის მისაღებად, ერთადერთ გზად სტრასბურგის სასამრთლო რჩება.
ჟურნალისტის თქმით, საჯარო ინფორმაციის მიღება ყველა საგამოძიებო ფილმზე მუშაობისას ერთ–ერთ მთავარ პრობლემას წარმოადგენს.
ბიგანიშვილის მოკვლევის შემდეგ დაფიქსირებულ კანონდარვევის ფაქტებზე გამოძიება ან ვინმეს პასუხისმგებლობის საკითხი არ დამდგარა. კოლუმბიის უნივერსიტეტის პროფესორის, ჯოშუა ფრიდმანის სახელობის ჯილდოს მოსაპოვებლად, კონკურსში 26 საგამოძიებო ფილმი იყო წარდგენილი. ჟურნალისტურ ნამუშევრებს მედიისა და აკადემიური სფეროს წარმომადგენლებისგან დაკომპლექტებული ჟიური აფასებდა.
ნანა ბიგანიშვილისთვის ეს საგამოძიებო ჟურნალსიტური ნაშრომისთვის მიღებული პირველი ჯილდო არაა. მან 2007– 2010წწ ადამიანის უფლებათა სახლის მიერ ჩატარებულ კონკურსში საუკეთესო საგამოძიებო ფილმისთვისაც დაჯილდოვდა. **********************************
თქვენ არ შეიმჩნიოთ ნაცებო, არა
მოგელაძე! შე ყვითლად შეღებილო ალქაჯო! მოგეკითხება! თან მწარედ!!!
**********************************************
http://tspress.ge/ka/site/articles/12187/