#31190029 · 15 May 2012, 19:03 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
დავით გარეჯის დაბრუნების მოთხოვნით, 20 მაისს საპროტესტო მსვლელობა გაიმართება 18:45 15-05-2012 დავით გარეჯის დაბრუნების მოთხოვნით, 20 მაისს, თბილისში, საპროტესტო აქცია გაიმართება. სოციალურ ქსელ "ფეისბუქზე" გავრცელებული ინფორმაციის თანახმად , მსვლელობა 14:00 საათზე ვაკის პარკიდან აზერბაიჯანის საელჩოს მიმართულებით დაიწყება და ჭავჭავაძის გამზირის გავლით პარლამენტთან დასრულდება. "აქციის ძირითადი მოთხოვნაა, საქართველოს ხელისუფლებამ და ხელისუფლების მიერ კონტროლირებადმა სატელევიზიო არხებმა საქართველოს მოქალაქეებს მიაწოდონ სრულფასოვანი ინფორმაცია დავით გარეჯის კომპლექსში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით; ასევე, საქართველოს მთავრობამ, პარლამენტმა და პრეზიდენტმა გადადგან ქმედითი ნაბიჯები დავით გარეჯის მონასტრის დეოკუპაციისთვის", - ნათქვამია "ფეისბუქზე" გავრცელებულ განცხადებაში. სასულიერო პირების ინფორმაციით, 6 მაისის შემდეგ გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ნაწილში, კერძოდ, უდაბნოს მონასტერში აზერბაიჯანელი მესაზღვრეები დგანან, რომლებიც მომლოცველებს მონასტერში არ უშვებენ. მათი ცნობით, აზერბაიჯანული მხარე აცხადებს, რომ უდაბნოს მონასტერი ალბანური კულტურის ძეგლს განეკუთვნება. ამასთან, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნინო კალანდაძემ ბრიფინგზე განაცხადა, რომ გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ნაწილი, საბჭოთა კავშირის დროიდან მოყოლებული საქართველოს საზღვრებში არ იმყოფებოდა. მისი თქმით, კომპლექსის გარკვეული ნაწილი აზერბაიჯანის ტერიტორიაზეა. "კონკრეტულად კომპლექსის იმ ნაწილზეა საუბარი, რომელიც პრობლემის წყარო გახდა", - განაცხადა ნინო კალანდაძემ. მისივე განმარტებით, საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის საზღვრების დელიმიტაციის პროცესი ჯერ დასრულებული არ არის.
--------------------
"ცუდას რად უნდა მტერობა კარგია მუდამ მტრიანი"
"ხატად ჰყავ, სალოცავ ხატად, მთიელთ სამშობლო თავისა"!!!
"მით ვაქებ ვაჟკაცობასა, არ იყიდება ფულადა"
ან კი ვის რაღად ვემდური ამას დუშმანიც გვამჩნევს, სხვის ომში გამარჯვებულებს საკუთარ ომში ლაჩრებს.
|