მინდია გულუა: "ეჰ, ბიძინა, ბიძინა, თუ გუდას თავი მოვხსენი, გაქცევასაც ვერ მოახერხებ!"
16/05/12 15:14
რუსეთში მოღვაწე ქართველი ბიზნესმენი, პოლიტიკური პარტიის "განახლებული საქართველოსთვის" მრჩეველი საერთაშორისო საკითხებში მინდია გულუა ჟურნალისტ დარეჯან ლიპარტელიანის სტატიას "მიხეილ სააკაშვილის ახალი რუსული პროექტი ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ"ეხმიანება, რომელიც გუშინ Facebook-ში ოპოზიციონერი ბიზნესმენის ბიძინა ივანიშვილის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა.
"გუშინ თბილისიდან მეგობარმა დამირეკა და მირჩია: "ბიძინა ივანიშვილის Facebook-ზე შედი, შენთვის საინტერესო ინფორმაციას იპოვიო". მოგეხსენებათ, სერიოზული საქმეებით ვარ დაკავებული და Facebook-ზე "სეირნობის" დრო ნამდვილად არ მაქვს, მით უფრო ზღაპრებს არ ვკითხულობ, მაგრამ ვიფიქრე, ამ შემთხვევაში ჩემთვის საინტერესო ინფორმაციას წავაწყდებოდი. ნანახმა მოლოდინს გადააჭარბა: უნიჭოდ დაწერილი ბევრი სტატია მინახავს, მაგრამ ასეთი აბდა-უბდა, ურთიერთგამომრიცხავი ფაქტების კორიანტელი არსად არასდროს შემხვედრია. გასაგები მიზეზების გამო (საქართველოში არ ვცხოვრობ) არ შემიძლია, შევაფასო ქართული ჟურნალისტური სკოლა, მაგრამ ამ სტატიის ავტორს არათუ უნივერსიტეტში, ჩვეულებრივ სკოლაშიც სისტემატურად რომ არ უვლია, დავრწმუნდი. შეკვეთილი სტატიების მეტი რა წამიკითხავს, წარმოდგენა მაქვს დღევანდელი PR-ტექნოლოგიების შორსგამიზნულ და დამანგრეველ შედეგებზე (ე.წ. "შავ პიარს" ვგულისხმობ), მაგრამ ვერ წარმოვიდგენდი, თუ ასეთი უსუსური და ავადმყოფური ფანტაზიებით გაჯერებული "ფაქტებით" დააპირებდნენ ჩემს "ნეიტრალიზებას" და როგორც იტყვიან, "გაშავებას". მაპატიოს მკითხველმა, მაგრამ ამ ვეებერთელა ნაბოდვარში მხოლოდ ჩემი სახელი, გვარი და დაბადების წელია რეალური, ყველაფერი დანარჩენი ილუზორული წარმოდგენების ნაყოფია და არაფერი აქვს საერთო რეალობასთან. ყველაზე მეტად იმან გამაოცა, როგორ ვერ შეძლო ქართველმა მილიარდერმა, შავი პიარის ასაგორებლად ცოტა მოქართულე ჟურნალისტი მაინც შეერჩია (რამდენადაც ვიცი, ასეთ დროს გაწვრთნილ და ზნეობაზე ხელაღებულ ადამიანებს არჩევენ, თან უხვადაც ასაჩუქრებენ, თუმცა ზოგიერთი გროშის ფასადაც აწერს ხელს უზნეობას)?! ღიად ვაცხადებ: ზემოთხსენებულ ნაბოდვარში 99,9 პროცენტი სიყალბეა და მხოლოდ ჩემს "გაშავებას" ემსახურება. როგორც ჩანს, ერთადერთი, რაც ბატონი ბიძინას ხელისქალმა "ჟურნალისტმა" იცის, ალენ დალესის ცნობილი ფორმულაა: "მე დაგაბრალებ, შენ თავი უნდა იმართლო!". მაგრამ ჯერ ერთი, იმ აბდა-უბდის და ბუნებაში არარსებული ფაქტების განმეორებით მკითხველს არ შევაწუხებ; მეორეც, ვისთან, ან რისთვის უნდა ვიმართლო თავი, როცა ე.წ. "პიარ-სტატიაში" დაფიქსირებული ფაქტები ისე შორს დგას სინამდვილისგან, როგორც ცა და დედამიწა?! მე ივანიშვილს იმიტომ კი არ ვაკრიტიკებ (არადა, ქ-ნი დარეჯანი ამას მაბრალებს), მას ჩემს კონკურენტად განვიხილავ ქართულ პოლიტიკაში, არამედ დანამდვილებით ვიცი, იგი ქართული სახელმწიფოსთვის მიუღებელი კლანების მიერ შემოგდებული პროექტია და მხოლოდ ერთ მიზანს ემსახურება _ როგორმე გადაარჩინოს თავისი ფინანსური რესურსები, რომლის დაკარგვის რეალური საშიშროების წინაშე აღმოჩნდა. სამწუხაროდ, ჩემგან განსხვავებით, მას არ აქვს სხვა რეალური მოტივაცია, რის გამოც ეს ნაბიჯი გადადგა. როგორც შეგპირდით, ე.წ. სტატიის განხილვას არ შევუდგები, მაგრამ მკითხველს რომ წარმოდგენა ჰქონდეს, რა ფანტაზიებთან გვაქვს საქმე, ზოგიერთ "ბრალდებას" შევეხები.
`ბრალდება~ #1
ბ-ნი ბიძინას ხელისქალი მაბრალებს, რომ აფხაზეთის ომის შემდეგ სამეგრელოში ვცხოვრობდი და მცირე ბიზნესი აფხაზეთიდან შეტანილი სიგარეტის ვაჭრობით ამიწყვია, რაშიც თურმე, შევარდნაძისდროინდელი ვიცე-პრემიერი ბაკურ გულუა მეხმარებოდა (ბატონი ბაკური სტატიაში ხშირად ფიგურირებს, მაგრამ მასზე ამჯერად არ შევჩერდები). მეტიც, "გულუების კლანს" ფულის შოვნის საუკეთესო ვარიანტად ბარტერი გამოუძებნია და მე ამ საქმეში დისტრიბუტორის ფუნქცია შემისრულებია. არ ვიცი, სად ამოქექა ქალბატონმა ლიპარტელიანმა ეს "უტყუარი" ინფორმაცია, მაგრამ ღვთის წინაშე ვამბობ, აფხაზეთის ომის შემდგომ სამეგრელოში არ მიცხოვრია. მითუმეტეს, სიგარეტის ბიზნესთან შეხება არ მქონია, არც "ბარტერის დისტრიბუტორი" ვყოფილვარ. მიუხედავად ახალგაზრდული ასაკისა, ვგრძნობდი, თუ როგორ გაყიდა შევარდნაძემ აფხაზეთი და აქედან გამომდინარე, საქართველოდან წასვლა ვამჯობინე. თუმცა 4 თვე სხვა საზრუნავი არ მქონდა, გარდა იმისა, ჩემი მეთაურის, გენერალ გენო ადამიას ცხედარი გამომესყიდა აფხაზებისგან. ამ მიზნით სოჭში ჩავედი, ვაწარმოებდი ყოველდღიურ მოლაპარაკებებს აფხაზ სეპარატისტებთან. დიდი წვალების შემდეგ მივაღწიე შეთანხმებას, რომ 50000 დოლარად მის ცხედარს გადმომცემდნენ. ჩავფრინდი მოსკოვში, შევაწუხე ყველა ახლობელი, შევაგროვე დასახელებული თანხა, გადმოვასვენე მისი ნეშტი თბილისში და ქართულ მიწას მივაბარე. სწორედ ამის შემდეგ ნაომარმა და შიშველ-ტიტველმა, კრასნოდარის მხარეში დავიწყე ახალი ცხოვრება და ჩვეულებრივი მტვირთავიდან ("Грузчик") ურთულეს კრიმინალურ პირობებში მივაღწიე იმას, რასაც მივაღწიე. ასე რომ, `ბრალდება #1 მოხსნილია.
"ბრალდება" #2
"იმ დროისთვის მთელი საქართველო ჯართის და ფერადი ლითონების ბუმმა მოიცვა. სწორედ ამ ბიზნესში ჩაერთვნენ გაგრელები და მათ შორის მინდია გულუაც". ღმერთო ჩემო, ჯართის ბიზნესით არასდროს დავინტერესებულვარ, მით უმეტეს საქართველოდან არ გამიტანია (ვინ, ვინ და ივანიშვილმა ნამდვილად უნდა იცოდეს, თუ რით დავიწყე მე ბიზნესი და როგორ მივაღწიე წარმატებას). არც აწ გარდაცვლილ გია გულუასთან მქონია რაიმე სახის ურთიერთობა. რაც შეეხება საქართველოში მოღვაწე "კანონიერ ქურდებთან" ჩემს კავშირს, ეს ხომ საერთოდ ავადმყოფური ფანტაზიის ნაყოფია!
"ბრალდება" #3
"2006 წელს გულუას "ჰამერი" ააფეთქეს და ის გადარჩა. მაშინ ამბობდნენ, ეს თავად გულუამ მოაწყოო". ფსიქიკურად შეურაცხადი უნდა იყო კაცი, საკუთარ თავს ისეთი ტერაქტი მოუწყო, სადაც გადარჩენის შანსი ნულს უტოლდება. `ჰამერი~ მართლაც აფეთქდა, ტერაქტიც საკმაოდ ორგანიზებული იყო, რის გამოც მე სასწაულებრივად გადავრჩი (მადლობა უფალს), მაგრამ ბ-ნი ბიძინას ხელისქალი რატომღაც არ აკონკრეტებს, რატომ ან რისთვის დამჭირდა ეს მსხვერპლშეწირვა (?!). ბიზნესმენებს ასეთ ტერაქტებს მაშინ უწყობენ, როცა ვიღაცის გზას გადაკვეთენ, ვიღაცისთვის ხელისშემშლელები ხდებიან. მომკალით და ვერ გავიგე, მაინც რატომ უნდა ამეფეთქებინა თავი, ან რა გარანტია მქონდა, რომ გადავრჩებოდი?! ეს ბ-ნი ბიძინას ხელისქალის კიდევ ერთი "აღმოჩენაა".
"ბრალდება" #4
ქ-ნი ლიპარტელიანი მაბრალებს, რომ მე პოლიტიკური ამბიციები ივანიშვილის პოლიტიკაში მოსვლის შემდეგ გამიჩნდა და თურმე, მის გასანეიტრალებლად მიყენებს ხელისუფლება. ჯერ ერთი, მე ჩემი ამბიციები გაცილებით ადრე დავაფიქსირე და ის რეალურად უკავშირდება ხელისუფლების არაკანონიერ დამოკიდებულებას ჩემი პროექტების მიმართ (მხედველობაში მაქვს საქველმოქმედო ფონდის დაყადაღება და ეკლესიის მშენებლობის და სხვა ღონისძიებებისთვის ხელისშეშლა). ასე რომ, თუ პოლიტიკური პარტიის ფორმალურად გაფორმებას არ მივიღებთ მხედველობაში, ხელისუფლებას თეთრი ხელთათმანი ბ-ნ ბიძინაზე ადრე ვესროლე. დრო გამოაჩენს, ვის რისთვის იყენებს დღევანდელი ხელისუფლება.
"ბრალდება" #5
ბ-ნი ბიძინას ხელისქალი მაბრალებს, რომ მე პატრიარქის სახელს ამოვეფარე და საკუთარი ფონდის საშუალებით ვაფინანსებდი ნინო ბურჯანაძის მიერ დაგეგმილ მაისის აქციებს, რომელსაც ხელისუფლება არაადამიანური მეთოდებით გაუსწორდა. ერთი რამ ვერ გავიგე, თუ მე ხელისუფლების პროექტი ვარ და ბ-ნი ბიძინას გასანეიტრალებლად ვჭირდები ხელისუფლებას, რანაირად ვეხმარებოდი ქ-ნ ბურჯანაძეს იგივე ხელისუფლების წინააღმდეგ?! რაც შეეხება პატრიარქის სახელის ამოფარებას, ყველას გთხოვთ, მის უწმინდესობას ხშირად ნუ შეაწუხებთ, მითუმეტეს - ასეთი ბინძური ჩანაფიქრის ("შავი პიარის") განსახორციელებლად. როგორც თითოეული თქვენგანი, მეც მისი ერთ-ერთი სულიერი შვილი ვარ და უფალი განსჯის, რამდენად გულწრფელია ჩემი დამოკიდებულება საქართველოს მომავლისადმი. დარწმუნებული ვარ, რაოდენ შავი პიარიც არ უნდა ამიგორონ, ჩემი და მისი უწმინდესობის დამოკიდებულებას ვერ შეცვლიან _ მართალი კაცი ვარ და იმიტომ.
"ბრალდება" #6
ბ-ნი ბიძინას ხელისქალი მაბრალებს, რომ მე ვანო მერაბიშვილის ფავორიტი ვარ და "ფეშქაშად" (ერთგულების დასამტკიცებლად) პოლიციის შენობა მივართვი ჩხოროწყუში (თუ სააკაშვილის საყრდენი ვანო მერაბიშვილი ჩემი მეგობარია, რატომ ვერ ჩამოვდივარ საქართველოში?!). სინამდვილეში, ჩემს მშობლიურ ჩხოროწყუში (მამაჩემი ჩხოროწყუდან იყო) ეკლესიის მშენებლობა წამოვიწყე, მაგრამ ხელისუფლებამ ყოველგვარი ფინანსური არტერია გადამიჭრა და მშენებლობა შეწყდა, ვფიქრობ, დროებით. უფალი შემეწევა, რომ საქმე ბოლომდე მივიყვანო.
ქ-ნი ლიპარტელიანი ერეკლე კოდუასთან ურთიერთობასაც მაბრალებს და რაღაც არარსებულ შეხვედრებზე საუბრობს. როგორც იტყვიან, ენას ძვალი არ აქვს და რასაც გინდა, იმას ათქმევინებ, მითუმეტეს, თუ ვინმეს `განადგურება~ გინდა.
"ბრალდება" #7
ბ-ნი ბიძინას ხელისქალი მაბრალებს, რომ მე ნავთობის ბიზნესში ვარ ჩართული ძმებ კოდუებთან ერთად. ვინც ამას ამბობს, წინასწარ უნდა გაერკვეს, რისი ბიზნესით ვარ დაკავებული. სხვა საკითხია, თუ ივანიშვილს ეს "შავი პიარისთვის" სჭირდება.
ჩემი ბიზნესი, ივანიშვილისგან განსხვავებით, სავსებით გამჭვირვალეა და ამიტომ შევეცადე, ურთულესი გზით ნაშოვნი რესურსები ჩემი ქვეყნის ინტერესებში ჩამეყენებინა. ამასაც დრო დაადასტურებს, გულწრფელი ვარ თუ არა. რაც შეეხება ქ-ნი ლიპარტელიანის ბრალდებას, თუ რატომ მაქვს მე პრეტენზიები ბიძინა ივანიშვილთან, ადრე ვთქვი და კიდევ გავიმეორებ: იგი თავისი ბოლოდროინდელი გადაწყვეტილებებით ჩემი ქვეყნის ინტერესებს არ ემსახურება _ პირიქით, ნიჰილიზმისკენ მიჰყავს ქვეყანა. რამდენად სწორია ჩემი პროგნოზი, ამას საზოგადოება არჩევნების შედეგებით დაინახავს.
:ბრალდება" #8
ქ-ნი ლიპარტელიანი მაბრალებს, რომ დევნილთა პრობლემებით დაინტერესება და საერთაშორისო ფონდის შექმნა ფიქციაა და მე მათი გამოყენება მინდა ჩემი პოლიტიკური ინტერესების უზრუნველსაყოფად. ივანიშვილისგან განსხვავებით, რომელიც შერჩევით ასაჩუქრებდა ადამიანებს, მე ნამდვილად მინდა, ჩემი სისხლისა და ხორცის გვერდით დავდგე და ყველაფერი გავაკეთო საკუთარ ოჯახებში მათ დასაბრუნებლად. სხვათაშორის, დევნილებზე ზრუნვაც გუშინ და გუშინწინ არ დამიწყია, თუმცა ეს ისეთი მასშტაბური არ ყოფილა, როგორსაც დღეს ვაპირებ. ვაპირებ არა არჩევნებში ხმის მისაღებად, არამედ რეალური შედეგების მისაღწევად. ადრეც მითქვამს და ახლაც ვიმეორებ: ჩემს ხელთ არსებულ ყველა რესურსს გამოვიყენებ, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის პრობლემა ჩვენთვის მიუღებელი ყოველგვარი წინაპირობების გარეშე გადაწყდეს. ამასაც მომავალი გვიჩვენებს, შევძლებ თუ არა დანაპირების შესრულებას!
"ბრალდება: #9
შავი "პიარშიკი" მაბრალებს, რომ მე გაზეთ "დრონის" მესაკუთრე არჩილ გოგელიას დაფინანსებას დავპირდი და მერე "სიტყვა გავტეხე" და "გადავაგდე". კარგი რა, ბ-ნი ბიძინას ხელისქალო, თუ ჟურნალისტიკაში რამე გესაქმება, გეკითხა ბ-ნი გოგელიასთვის, რატომ გაჩერდა გაზეთი "დრონი". კი არ გადავაგდე, არამედ პატიოსნად ვაფინანსებდი, როგორც საკუთარ გამოცემას (50 პროცენტის მფლობელი მე გახლდით), მაგრამ გაზეთმა არ გაამართლა და დავხურე. ისიც ჰკითხეთ, მაქვს თუ არა დავალიანება გაზეთის კოლექტივის წინაშე. საერთოდ, ბიზნესმენები ჰაერში არ ისვრიან ფულს. ეს არის და ეს!
"ბრალდება" #10
"მინდია გულუას ყველაზე არასწორ და არაკაცურ საქციელად 26 მაისის საპროტესტო აქციების დაფინანსების საკითხი ითვლება. როგორც გაირკვა, ბიზნესმენი ბადრი ბიწაძეს დავით გულუას ხელშეწყობით მართლაც შეხვდა რამდენჯერმე, მაგრამ რეალურად მას 26 მაისის აქციაც არ დაუფინანსებია". ღმერთო მომკალი, თუ 26 მაისის აქცია არ დამიფინანსებია, რატომ მეთვლება "არასწორ და არაკაცურ საქციელად" 26 მაისის საპროტესტო აქციების დაფინანსების საკითხი? კი მაგრამ, სად იპოვა ასეთი ცალუჯრედიანი ჟურნალისტი ბ-ნმა ბიძინამ ჩემზე შავი პიარის ასაგორებლად? დავიჯერო, საქართველოში ფულზე გაყიდული ჟურნალისტები დაილია?!
რაც შეეხება სიტყვა "არაკაცურს", როცა ამას ამბობენ, ვურჩევ, სიტყვები შეარჩიონ და "არასწორები" და "არაკაცები" საკუთარ ბუნაგში მოიკითხონ!
* * *
ეჰ, ბიძინა, ბიძინა, გუდას პირი რომ მოვხსნა, გასაქცევსაც ვეღარ იპოვი. ხომ იცი, რა შავი საქმეებითაა გატენილი შენი დოსიე. ალბათ, ისიც იცი, შენზე, როგორც კრიმინალურ სამყაროსთან დაკავშირებულ ბიზნესმენზე რა ლეგენდები დადის რუსეთში. ისიც ხომ იცი, შენს კაპიტალს სერიოზული საფრთხე დაემუქრა და მზად ხარ, სიმბოლურ ფასადაც გაყიდო, ოღონდ ნაწილი მაინც გადარჩეს? შენგან განსხვავებით, მე ეს არ მახარებს. თუმცა გარანტიას ვერ მოგცემ, რომ შენი "საქმენი საგმირონი" არ გაშიშვლდება. რა ხდება, რატომ არ გასულხარ თითქმის 10 წელია, საქართველოდან _ ძალიან შეგიყვარდა და რამდენიმე დღითაც არ გემეტება მისი დატოვება, თუ სერიოზული პრობლემები გაქვს რუსეთშიც და დასავლეთშიც? ამ ეტაპზე დაგინდობ იმ პირობით, რომ გაჩერდები. შენგან განსხვავებით, შავი პიარშიკები არ მჭირდება _ მე თვითონ ჩამოგითვლი, რა დანაშაული გაქვს ჩადენილი".
http://www.iveroni.com.ge/politika/9730-mi...html?lang=ka-GEწყაროს ნუ დაიწუნებთ, თავად გულუამ ბრძანა ეგა!!!
მოკლედ: დავაკოპირებ ჩემს პოსტს პირველი გვერდიდან:
ცირკია რაა.
გულუა იძახის ივანიშვილზე ხელისუფლების პროექტიაო.
მეოცნებეები იძახიან გულუაზე ხელისუფლების პროექტიაო.
ხელისუფლება იძახის, ორივე პუტინის პროექტიაო.
მეოცნებეები იძახიან მიშა პუტინის კაციაო.
ეს იგი რა გამოდის ლოგიკურად?
ყველანი პუტინის პროექტი ვართ?
აბსურდის თეატრი////
This post has been edited by rusa1960 on 17 May 2012, 22:04
მახსოვს ყოველ საღამოს ვინმეს ფანჯრიდან გიტარა, პიანინო და ჩქარი ტაში ისმოდა....
არ გაძინებდნენ ხოლმე, მარა ხალხი მართლა უფრო ბედნიერი იყო.....
ნუ ბრეჟნევის დროს ვგულისხმობ რა თქმა უნდა და არას სტალინისას.....kvarkvare