იმაზე დიდი დარღვევა რაც დღეს მოხდა, მეტი რა გინდა.
ადამიანს არ უშვებენ ქუჩაში მისი ორიენტაციის გამო.
ისე, მე არათუ აღლუმს, სამოქალაქო კავშირის უფლებასაც ვითხოვ ჰომოსექსუალებისთვისაც.
ირღვევა თუ არა მათი უფლებები ამ კავშირის გარეშე?
ერთმნიშვნელოვნად ირღვევა.
ადრე დავწერე და დავაკოპირებ:
რატომ სურთ ჰომოსექსუალებს ჰქონდეთ ქორწინების უფლება.
სექსი რომ დაიკანონონ? არა. სექსი მათ ისედაც აქვთ და საზოგადოების სიმპათია-ანტიპათიაზე არ არის დამოკიდებული მათი ლოგინი.
სექსი ჰქონდათ და ექნებათ, როგორც არ უნდა კიოდეს და ჩხაოდეს საზოგადოება.
ერთად ცხოვრება რომ დაიკანონონ? არც ეს.
ვისაც უნდა ერთად ცხოვრება ისედაც იცხოვრებს ერთად და ამისი მაგალითები საქართველოშიც უამრავია.
ერთქესიანთა ქორწინება (ან სამოქალაქო კავშირი) პირველ რიგში, გულისხმობს საზოგადოების ჰეტეროსექსუალური ნაწილისგან ჰომოსექსუალთა ნაწილის დისკრიმინაციის დამთავრებას, პლუს ყველა იმ იურიდიულ უფლებას, რაც აქვს საზოგადოების სხვა ნაწილს.
პირველ რიგში, ეს არის ქონების უფლება. თუ 2 ადამიანი ცხოვრობს ერთად და აგროვებს წლების განმავლობაში ქონებას, ერთ-ერთის დავუშვათ, მოულოდნელად გარდაცვალების შემთხვევაში, პარტნიორს, ანდერძის არარსებობის დროს უნდა ჰქონდეს ქონების ფლობის უფლება.
დღევანდელ სიტუაციაში, გეი პარტნიორი ქონებაზე უუფლებოა და გარდაცვლილის ქონებაზე პრეტენზია შეუძლიათ გამოაცხადონ დებმა, ძმებმა, ბიძაშვილებმა, მამიდაშვილის შვილებმა და ათასი ჯურის ყვავი ჩხიკვის მამიდებმა.
სიტყვაზე, თუ მე და ჩემი საყვარელი ადამიანი ვცხოვრობთ ერთად 30 წელი და ვაგროვებთ ქონებას, ჩემი გარდაცვალების შემთხვევაში რა უფლება აქვს ჩემი პარტნიორის ბიძაშვილ პეტრეს მოვიდეს და სახლის წილი მოითხოვოს?
მეორე საკითხი არის ჯანმრთელობის დაზღვევა. თანაბარსქესიან წყვილებს ქორწინება აძლევს უფლებას ჰქონდეს საოჯახო სადაზღვევო პაკეტი თავისი ყველა შეღავათით.
რატომ არ უნდა შეეეძლოს ჰომოსექსუალს, დააზღვიოს მისი პარტნიორი საოჯახო დაზღვევით? რადგან ძიძიგურს არ სურს? თვითონ ხომ აზღვევს მისი პარლამენტის სამედიცინო დაზღვევით ცოლს?
გარდა ამისა, ერთ-ერთი პარტნიორის მძიმედ დაავადების შემთხვევაში, პარტნიორს უფლება უნდა ჰქონდეს მიიღოს ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია და პაციენტის უგონობის დროს, მძიმე სამედიცინო პროცედურის არჩევანის შემთხვევაში მიიღოს გადაწყვეტილება (მაგალითად, ფეხის ამპუტაცია, მკერდის მოკვეთა, ორგანოს გადანერგვა, ორსულობის ხელოვნურად შეწყვეტა, და ა.შ.)
არის კიდევ უამრავი იურიდიული დეტალი. ციხეში საოჯახო პაემანი, რომლის უფლებაც არ აქვს გეი პარტნიორს, რადგან ის მეუღლე არ არის.
გარდა ამისა, მეუღლეებს კანონმდებლობით აქვთ უფლება არ მისცენ ჩვენება ერთმანეთის წინააღმდეგ.
გეი პარტნიორებს არ აქვთ ეს უფლება. რატომ?
არის თუ არა ეს არანორმალური?
კიდევ, გარდაცვალება და მასთან დაკავშირებული ყველა ფორმალობა. ,
სამწუხაროდ, თანაბარსქესიანთა ქორწინება საქართველოში ბოდიშს ვიხდი გამოთქმისთვის და "ტრაკში დღნაურის დაკანონების" დონეზე დაჰყავთ. ანალური სექსი და ერთად ცხოვრება ვისაც უნდა, ის ისედაც ექნება და ქორწინება იქნება დაკანონებული თუ არა, ერთად მაინც იცხოვრებენ, საზოგადოება ამას ხელს ვერ შეუშლის.
უბრალოდ, რატომ არ უნდა ჰქონდეთ ჩვენს გვერდით მცხოვრებ ჰომოსექსუალებს ის უფლებები, რაც ჩვენ? რითი ვართ მათზე მეტი?
კარგი, გასაგებია, რომ რელიგია ამ საკითხის მიმართ არატოლერანტულია. ეს გებმაც იციან და მაინც, ცხოვრების ეს გზა აირჩიეს. არ შემოდიან ეკლესიაში და არ გაწუხებენ.
სამოქალაქო დონეზე მაინც მივცეთ მათ უფლებები.
შენ, თუ გაქვს მან რა დააშავა, ის არ არის მოქალაქე?
ადრე თუ გვიან, ჰომოსექსუალთა ქორწინება თუ არა, ოჯახურ უფლებებთან ძალიან დაახლოებული სამოქალაქო კავშირები საერთაშორისო კონვენციების იძულებით საქართველოშიც დაკანონდება და რაც უფრო ადრე მორჩება ქართველი ხალხი წივილ-კივილს, ფართხალს და ფეხების ქნევას, მით უკეთესი იქნება.
გარდაუვალია ეს პროცესი.
მოკლედ რომ გითხრა, შენ, ნათიას არ გაქვს უფლება ჩამოართვა სამოქალაქო უფლებები შენნაირ ადამიანს, საქართველოს მოქალაქეს და ისარგებლო მხოლოდ შენ იმ უფლებებით, რაც ადამიანს აქვს.
არ გაქვს უფლება სახლში გამოკეტო ადამიანი სექსუალური ორიენტაციის გამო.
პს
ვერც გამოკეტავთ.
ქარის წისქვილებს ებრძვით
This post has been edited by Sephora on 18 May 2012, 11:41