ეგრე ოპოციზია ირჩევს. იმიტო რო პატიმრის ცემა უფრო მნიშვნელობვად მიაჩნია. და გეები კიდია.
და ჩემთვის გეების დაცვა არის უფრო მნიშვნელოვანი (თან ეს დადასტურებული ფაქტია, განსხვავებით პატიმრების ცემისგან)
დაცვა კი არა. მნიშვნელოვანია, რომ გეის შეეძლოს ღიად თქმა რომ არის გეი.
ამით ერთ ლურსმანს ჩავასობთ მაშასადამე ნაციონალური ფარისევლობის კუბოში.
ამიტომაც ეს იყო ისტორიული დღე უქარქაშო ხმლების ისტორიაში.
http://liberali.ge/blog/beka-davituliani/homორიგინალური არ ვიქნები და დღევანდელ ჩემს პოსტს ჰომოფობიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით მოწყობილ მსვლელობას მივუძღვნი. უპირველესად, მინდა უმარტივესი კონსტიტუციური ჭეშმარიტება განვმარტო, ყველა ადამიანს აქვს უფლება (კანონით დადგენილი ნორმებით) გამოხატოს საკუთარი აზრი სახლშიც, ქუჩაშიც, ლოგინშიც და ციხეშიც. შესაბამისად, არავის აქვს უფლება მათ მშვიდობიან მსვლელობას წინ აღუდგეს და მით უმეტეს, ფიზიკურად გაუსწორდეს.
სახელმწიფო ვალდებულია აღკვეთოს აგრესიის ამგვარი გამოვლინებები და დემონსტრანტებს მისცეს საკუთარი უფლების განხორციელების საშუალება. ამქვეყნიური საქართველოს კონსტიტუცია ამას ქადაგებს და ზეციურ საქართველოში რა ხდება ნაღდად არ ვიცი.
ჩვიდმეტი მაისის აქციის ორგანიზატორებს ცხადია, რომ მსვლელობის გამართვის კანონიერი უფლებაც ჰქონდათ და მორალურიც. მეორე საკითხია, ეს ყველაფერი რა შედეგს მოიტანს ან რა მიზნით კეთდება. თუ აქციის ორგანიზატორებს არავითარი განზრახვა არ გააჩნდათ და უბრალოდ სახალხოდ უნდოდათ ჰომოფობიის დაგმობა, მაშინ ყველაფერი გასაგებია, მეც ვიზიარებ მათ აზრს და ვეთანხმები. თუ წინასწარ იცოდნენ საზოგადოების დიდი ნაწილის უარყოფითი დამოკიდებულება და უბრალოდ ხმაურის ატეხვა სურდათ პრობლემაზე ყურადღების გამახვილების მიზნით, მაშინ მიზანი მიღწეულია და ცხადია მათ ამისი უფლებაც ჰქონდათ. მაგრამ თუ ამ ადამიანების ამოცანა ქართულ საზოგადოებაში არსებული ფობიების დაძლევა და უმცირესობების მიმართ საზოგადოებაში არსებული დამოკიდებულების შეცვლა იყო, ვფიქრობ, მხოლოდ ამგვარი აქციებით შედეგს ვერ მივაღწევთ. შეიძლება, უმცირესობების აქციებისადმი დამოკიდებულება შეიცვალოს, თავად უმცირესობებისადმი კი იგივე დარჩეს.
არ მინდა ჩემი სუბიექტური აზრები ვინმემ ჭკუის დარიგებად, ან რამე მსგავს თავხედობად ჩათვალოს, თავს ამისი უფლებას ნამდვილად ვერ მივცემ. დარწმუნებული ვარ მსვლელობის მონაწილეთა შორის უამრავი ჩემზე ბევრად გამოცდილი და უკეთ მოაზროვნე ადამიანი იყო, უბრალოდ ინტერნეტით გავრცელებულმა კადრებმა მაიძულა პრობლემა გამეანალიზებინა, შეიძლება ითქვას ამ ბლოგს საკუთარი თავისთვის უფრო ვწერ ვიდრე სხვისთვის.
დავიწყოთ იქიდან, რომ ჩვენი საზოგადოების დამოკიდებულება რელიგიური, ეთნიკური და სექსუალური უმცირესობების მიმართ შეიძლება ერთი სიტყვით დახასიათდეს - გაუცხოვება. ეს, ჩემი აზრით, ის მთავარი გრძნობაა, რომლიდანაც იწყება ერთმანეთის ვერ-გაგება, შიში და ზიზღი. სხვებს თავი რომ დავანებო, პირადად ჩემი განცდაც მახსოვს, რომელიც ბავშვობაში პირველი გეის გაცნობისას დამეუფლა. ეს არ იყო არც ზიზღი, არც შიში, ეს უფრო სიცივეს და ჩვენს ინტერესებს შორის არსებული უფსკრულს ჰგავდა, რომელიც ამ ადამიანზე შექმნილ ჩემს სექსუალურ ილუსტრაციებზე მეტად, მისმა კონტექსტიდან ამოვარდნილმა ჩაცმულობამ და მანერებმა გამოიწვია.
ბავშვი ვიყავი, მაშინ არ ვიცოდი, რომ გეი შეიძლება აბსოლუტურად ჩვეულებრივი იმიჯისა და ჩვევების ადამიანიც ყოფილიყო; მაშინ გეი უცხოპლანეტელად მიმაჩნდა, რადგან ადამიანს, რომელიც წითელ პრიალა საწვიმარში გამოწყობილი ჩემს წინაშე იდგა, სხვას ვერაფერს დავარქევდი იმ მხედრიონული ბუშლატების ხანაში.
მაშინ ცის ფერს არაფერი ჰქონდა საერთო ქალაქში გამეფებულ ჯოჯოხეთთან. მე რომ ეს დამემართა, ჩემი თმების სიგრძისა და დახეული ჯინსის გადამკიდეს, წარმომიდგენია გვერდით მდგომი ჩემი "ძველი ბიჭი" მეგობრები რას გრძნობდნენ. ძლივს გავისტუმრე ეს ადამიანი საღსალამათი ჩვენი შეხვედრის ადგილიდან. ძმაკაცებმა კი, რომლებიც მეც უმცირესობის წარმომადგენლად მთვლიდნენ, მუსიკისა და გრძელი თმის სიყვარულის გამო, კიდევ ერთხელ შემახსენეს, რომ მხოლოდ ჩემი ხათრია ის ფაქტორი, რის გამოც წითელ ლაბადიანი ადამიანი სიკვდილს გადაურჩა და შემპირდნენ, რომ სხვა დროს ეს აღარ განმეორდებოდა. თან საკუთარი აგრესიის გასამართლებლად მყარი არგუმენტები მოყავდათ: როგორ არ ვცემო ძმაო, მაგისი თაობის ბიჭები აფხაზეთში რომ კვდებოდნენ, ეგ ალბათ სადღაც მანიკურს იკეთებდა და ა.შ..
სიმართლე გითხრათ, მეც არ ვიცოდი რას და ავის ვიცავდი, მაგრამ ადამიანის ჩაგვრა რომ ცუდი იყო, ამაში ეჭვი არ მეპარებოდა. მსგავსი ტიპების (მათთვის ყველა გრძელ თმიანი მსგავსი იყო) დაცვის გამო მეგობრები ხუმრობით არა დედა ტერეზას, არა ჯიგარს ან სხვა რამე იმ დროში პოპულარულ ზედმეტსახელს, არამედ ჰ.დ.ყ-ს მეძახდნენ, რაც ასე იშიფრებოდა "ჰუმანიტარული დახმარება ყ..სათვის".
ასეთი იყო მაშინ უმრავლესობის დამოკიდებულება უმცირესობების მიმართ და მეც მიჭირდა ამ კლასიკური მეინსტრიმული არგუმენტების მათივე სიტყვებით უკუგდება, ყველას თავისი ცხოვრება აქვს, ტრაკი თავისია, რასაც უნდა იმას უზამს და ეგეთები არ მიიღებოდა. საკითხი ყოველთვის ხისტად დგებოდა - ძმაო ხვალ, რომ ომი დაიწყოს ჩვენს გვერდში დადგება? და ეგრევე ვიჭედებოდი, ვერც მე წარმომედგინა იმ ერთადერთი გეი-ნაცნობის ხელში ავტომატი. ამ ამბიდან 2-3 თვეში იგივე ხალხი ვისხედით გრიბოედოვის თეატრთან, ერთი ნაცნობი გოგო მოვიდა საყვარელი გარეგნობის ბიჭთან ერთად. ცოტახანს ვისაუბრეთ, ის გავიდა, ეს ბიჭი დარჩა. გამოვეცნაურეთ, გამოვკითხეთ რაღაცები. ჩემმა მეგობრებმა დაასკვნეს, უცნაური ბიჭია, მაგრამ ცუდი ადამიანი არ არისო, დავმეგობრდით.
სახლშიც მოდიოდა ჩვენთან, ერთად ვსვამდით, კონცერტებზეც დავდიოდით და ყველაფერი ჩვეულებრივად მიდიოდა. მერე გამომიტყდა, ლექსებს ვწერო, წავიკითხე მომეწონა და მეგობრებთან გავუბაზრე, ბევრი დასცინეს, მაგრამ მოეწონათ და ამასაც აღარ ერიდებოდა, ყოველ დილას ახალ-ახალ სტრიქონებს გვიცხობდა.
ერთხელაც კლუბ "აურაში" შევედით, ვიღაც ტიპებმა ჯერ ჩვენს "ახალ მეგობარს" შეხედეს ალმაცერად, მერე კი ჩვენს თანმხლებ გოგონებთანაც გაბედეს გასაუბრება. ავდექით და დავცხეთ როგორც ეპოქას შეეფერებოდა. ბევრი აღმოჩნდნენ, მაგრად გავძუყნეს და თითო ჭრილობაც დაგვადეს დუნდულებში. ყველაზე თავგანწირვით "ახალი მეგობარი" იბრძოდა და შესაბამისად ყველაზე დიდი ჭრილობითაც ის მოხვდა საავადმყოფოში. ჩემი ძმაკაცები გაოცებულები იყვნენ "ახალი მეგობრის" ვაჟკაცობით და მაგრად განიცდიდნენ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობას.
ჩვენი მცემელების ვინაობის დადგენის პარალელურად, სამეგობროს გადაიარაღება-მილიტარიზაციის პროცესს შევუდექით. ერთ დღესაც, როცა უკვე მზად ვიყავით შერკინებისთვის, ახალი მეგობრის დედამ დამირეკა საავადმყოფოში ამოდი "ახალ მეგობარს" გასაუბრება სურსო. ავედი, სახეზე ფერი არ ადევს, დედამისს სთხოვა, გარეთ გადი, მარტოს მინდა დაველაპარაკოო. ვზივარ, ველოდები, ხმას არ იღებს. ვეუბნები რა გჭირს, ჯანმრთელობა ხომ არ გაგიუარესდა-თქო. არა კარგად ვარო მპასუხობს. აბა, რა გინდა-მეთქი. მოკლედ უნდა გითხრა სხვა გზა არ არის, ჩემს გამო რამე, რომ დაგემართოთ ვერ ავიტანო. რა იყო მოთხრობების წერაშიც უნდა გამომიტყდე, თუ რა ჯანდაბა განერვიულებს-თქო. არა, უბრალოდ მინდა გითხრა, რომ იმ ტიპებმა ჩემს გამო დაიწყეს ჩხუბიო. შენ რა შუაში ხარ, შარზე იყვნენ-მეთქი. არა, არა, ჩემს გამო მოხდა, მიცნეს და ეხლაც რომ ახვიდეთ ყველა თქვენ გაგამტყუნებთ, რადგან ჩემი უბნელები იყვნენ და იციან, რომ ცისფერი ვარო.
რაღა დაგიმალოთ და შოკში ჩავვარდი, მიუხედავად იმისა, რომ გულის სიღრმეში მისგან რაღაცა ამგვარის მოლოდინი ყოველთვის მქონდა.მოიფიქრე რამე, ბიჭებს იქ წასვლა გადააფიქრებინე, თუ გინდა ჩემი ამბავიც უთხარი და მოუბოდიშეო. გული დამეწვა, გიჟი ხომ არ ხარ, რას გვებოდიშები, ჩვენი ძმა ხარ ხომ იცი, - თქმით კი ვუთხარი ეს, მაგრამ ჩემს თავში რა აჯაფსანდლი ტრიალებდა ვერ აგიხსნით.
მეგობრებისკენ დავაწექი. არ მინდოდა ახალი ამბის გამხელა, მაგრამ ვერ ვხსნიდი, ჩვენს მცემელებზე გალაშქრება რატომ არ ღირდა, ამიტომ ავდექი და ყველაფერი მოვყევი. თვალებდაჭყეტილები მიყურებდნენ. რამოდენიმე მათგანს აშკარად ემჩნეოდა ბავშვობაში ნამაიმუნარი ჰომოსექსუალური გამოცდილების დამალვის სურვილი და ყველაზე მეტად სწორედ მათ შეიცხადეს, მაგრამ "ახალი მეგობარი" უკვე ისე უყვარდა ყველას, ცუდის თქმა ვერ იკადრეს. ბოლოს ერთ-ერთი ადგა და ჩემი სამეგობროსათვის ისტორიული სიტყვები წარმოთქვა - როცა ჩვენ გვიჭირდა, ის კაცი გვერდში ისე გვედგა, როგორც შეეძლოო, როცა ჩხუბი იყო, ყველაზე კაცურ აბაროტს ის იძლეოდა, რომ დაინახა დანას მირტყავდნენ, წინ გადამეფარა და მეტი ძმაკაცობა რაღას ქვია გამაგებინეთ, ნეტა ეგეთი "პიდარასტები" ყველა ვიყოთო.
ეგ იყო და ეგ, მცემელების აბაროტი ისე ავიღეთ, სიტყვის თქმა არ ვაცადეთ, ჩვენი ახალი ძმაკაცი საავადმყოფოდან გამოვიყვანეთ და ერთი კარგიც ვიქეიფეთ. ხანდახან კი ვეკაიფებოდით, მძინარეს არაფერი გვიქნა, თორემ დაგბრიდავთ-თქო, მაგრამ შევამჩნიეთ სწყინდა და ეს თემა საერთოდ დავივიწყეთ.
მერე გავიზარდეთ, "ახალი მეგობარი" იტალიაში გადავიდა საცხოვრებლად და დღემდე ჩვენი მაგარი ძმაკაცია, ჩემს "ძველი ბიჭებს" კი რადიკალურად შეეცვალათ დამოკიდებულება ყველანაირი სექსუალური უმცირესობების მიმართ. ვერ ვიტყვი, რომ უყვართ და ერთი სული აქვთ რამით ასიამოვნონ-მეთქი, მაგრამ, რაც საკუთარი გეი გაუჩნდათ, მთელ რიგ საკითხებში მათსავით მოაზროვნე, მათი ჭირისა და ლხინის გამზიარებელი ადამიანებს სქესობრივი ორიენტაციის მიხედვით აღარ აფასებენ.
ეს ყველაფერი იმიტომ დავწერე, რომ გამეზიარებინა პირადი გამოცდილება თუ სად ირღვევა ზღვარი და სად შეიძლება ვეძებოთ პრობლემის დაძლევის გზები. ფობიით შეპყრობილმა უმრავლესობამ უნდა იგრძნოს, რომ მათიანი ხარ და ბევრ მათ ტკივილსა თუ წუხილს იზიარებ, მიუხედავად შენი ორიენტაციისა. უნდა მიხვდეს, რომ შენც ისევე გტკივა დავით გარეჯი, როგორც მას, შენც გაწუხებს ტერიტორიული მთლიანობის, ომის, სოციალურად დაუცველების, ქვეყნის მომავლის ან კიდევ საქართველოსთვის დამახასიათებელი სხვა ნებისმიერი პრობლემა, რომ შეიძლება შენც გწამს ღმერთის, თანაც უფრო მეტადაც ვიდრე მთელს დანარჩენ საქართველოს.
ოღონდ ეს მხოლოდ დეკლარაციიდან კი არ უნდა გაიგოს, უნდა იგრძნოს მაშინ, როცა შენთან ერთად მუშაობს, შენთან ერთად დგება აქციაზე, სადაც ორივეს თავს გაგიტეხავენ, მაგრამ ერთანეთზე ცუდს ვერ წამოგაცდენენ; ომში, მშვიდობაში ყველგან უნდა იგრძნოს, რომ გვერდით უდგას საქართველოს მოქალაქე, რომელიც სექსუალურ უმცირესობას იმიტომ კი არ წარმოადგენს, რომ დასავლურ მოდას აყოლილი სამშობლოს მოღალატეა, არამედ მისი ძმაკაცია, რომელიც უბრალოდ ასეთად დაიბადა, ან რაღაც გარემოებების გამო ასეთი ორიენტაცია აქვს.
ცხადია ძალიან მძიმეა, როდესაც ადამიანს საზოგადოება უყენებს რაღაც პირობებს, რათა მიიღოს ის რაც ისედაც ეკუთვნის, მაგრამ ამ გაუცხოვების დაძლევის სხვა გზას, სამწუხაროდ, მე ვერ ვხედავ.
მოკლედ, მგონი ახალი არაფერი მითქვამს, უბრალოდ დამატებითი ტაქტიკა შემოგთავაზეთ და მოხარული ვიქნები თუ უახლოეს მომავალში სექსუალურ, რელიგიურ, ეთნიკურ და სხვა უმცირესობებთან ერთად საგარეო საქმეთა სამინისტროდან დავით გარეჯის უდაბნომდე საპროტესტო მსვლელობას შევუერთდები, რადგან ყველამ გაიგოს, რომ ეს ქვეყანა არც ჰეტეროსექსუალებს ეკუთვნის, არც ჰომოსექსუალებს და არც მართლმადიდებლებს, ეს ქვეყანა საქართველოს მოქალაქეებისაა, რომელთა შორისაც ყველანაირ ადამიანს უნდა ჰქონდეს ღირსეულად ცხოვრების უფლება.
P.S.
ტექსტში გამოყენებული ზოგიერთი გამოთქმა, შეიძლება ვიღაცისთვის შეურაცმყოფელი აღმოჩნდეს, რისთვისაც წინასწარ გიხდით ბოდიშს, უბრალოდ 90-ანური დამოკიდებულების სწორად, იმ დროინდელი ლექსიკით გადმოცემა მსურდა.
This post has been edited by Judas Iscariot on 18 May 2012, 23:38