merk13
Super Crazy Member

     
ჯგუფი: Members
წერილები: 5457
წევრი No.: 126841
რეგისტრ.: 1-February 11
|
#31451539 · 31 May 2012, 21:22 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
პროვოკატორის ბლოგი 30-05-2012 ვისი მთხლე ვის ჯამშია?! - ლასგანბანტარ საზოგადოება! ვისი მთხლე ვის ჯამშია?! - ლასგანბანტარ საზოგადოება! წინა "პროვოკაციებში" ჩვენი პრეზიდენტის ჯერ სლოვენიურ და შემდეგ მილანურ ვოიაჟზე ვწერდი, ამიტომ ახლა ბევრს არაფერს ვიტყვი, მხოლოდ ერთ ფაქტს დავამატებ: 16 მაისს რადიო "პალიტრის" ეთერში ჩემს საავტორო გადაცემა "პროვოკატორში" მიშა (თავს იკლავს - მიშა დამიძახეთ და არა მიხეილიო) თავხელიძე მყავდა სტუმრად (სტუმრად რა - გოჭი და აჯაფსანდალი კი არა, სალაპარაკოდ მოვიდა. მოკლედ შედით www.palitratv.ge-ზე და ნახეთ) და ჩემი გულუბრყვილობით წამომცდა: წინადღეს 5 ადამიანი, მათ შორის ორი პატარა, დაიღუპა თბილისში და ხომ არ აჯობებდა სლოვენიაში ფეხბურთზე და მილანში საყიდლებზე "ამ ეტაპზე" არ წასულიყო და ნატოს სამიტზე, ჩიკაგოში, პირდაპირ აქედან გადაფრენილიყო-მეთქი?
თავხელიძემ დამცინა (შედით-მეთქი საიტზე და ნახეთ): კარგი, რა, სერიოზულად ვსაუბრობთ და რას მელაპარაკებიო!
მიშა (თავხელიძე), "ეხლა მაიხედე აქეთა": ზუსტად ის სამიტი, სადაც ჩვენი ბედის გადასაწყვეტად გაემგზავრა, ზუსტად იმ იტალიის პრემიერ-მინისტრმა დატოვა, სადაც მიშამ (ოღონდ სააკაშვილმა) "პაკუპკები ქნა", და მიზეზი ისევ ზუსტად 5 ადამიანის დაღუპვა იყო, ოღონდ არაზუსტად ისეთივე სტიქიური უბედურების, ამჯერად მიწისძვრის, გამო...
კარგი, ახლა სასიხარულო ამბებზე ვისაუბროთ - მაგალითად, გეებს უკვე აღარ ერიდებათ, აღლუმი, უფრო სწორად, მსვლელობა მოაწყვეს თბილისის ცენტრში! პირადად მე, ძალიან მომეწონა, სასაცილოდ სულელები იყვნენ, მაგრამ ჯერ სახელწოდება დავაზუსტოთ. აი, დავწერე წინა წინადადებაში - "გეებს", მიცემითში (ჰმ, ის "მიცემითი" კი არა - ეს შვიდთაგან ერთ-ერთი ბრუნვაა ქართულ ენაში) და აქაურმა სტილისტ-ფილოლოგებმა მაშინვე შემისწორეს (ამათ ოღონდ კი შეცდომა მიპოვონ და იმ დღეს საჭმელს არ შეჭამენ) - "გეებს" კი არა, "გეიების" არის არის სწორიო.
კარგი, ეგრე იყოს, მაგრამ რატომ არ შეიძლება, ამ პატიოსან ხალხს ჩვენებური, ეროვნული სახელი ვუწოდოთ - უამრავი სინონიმი არსებობს ამ დალოცვილ ქართულში, რომელიც შეგიძლია იხმარო (ნუუუ... ამ შემთხვევაში იხმარო, ე.ი თქვა) ისე, რომ არაფერი შეგეშალოს.
მოკლედ, ამ გეიებმა, გეებმა თუ მამათმავლებმა (ნახეთ, რა ვაჟკაცური სიტყვაა!), აგრეთვე კუნძულ ლესბოსიდან ჩამოსულმა ტურფებმა, კიდევ აგრეთვე ვიღაც "სასტავმა", რომელიც ამათ ზურგს უკან სულ "პიდარასტებს" ("პ-ე-დე-რასტებს" კი არა, ზუსტად ასე: "პიდარასტები") ეძახის, მაგრამ თვითონ ბოზებში სწორედ ამათი გრანტებიდან აღებული ხელფასებით დადიან, ერთად გაიარეს ფილარმონიიდან (კოხტად და წესრიგულად გადავიდნენ მეორე მხარეს მიწისქვეშა გადასასვლელით) რუსთაველის გამზირის დასაწყისამდე და იქ დაიწყო მთავარი (აი, მე მომეწონა-მეთქი, რომ დავწერე ზევით): "მართმადიდებელ მშობელთა კავშირის" წევრებმა, რომლებსაც, როგორც ერთმა ჩემმა მეგობარმა მოსწრებულად აღნიშნა (იმას ვინ უთხრა, არ ვიცი), ეკლესია მართლმადიდებლებად არ აღიარებს, ხოლო განათლების სამინისტრო - მშობლებად, გზა გადაუღობა და:
- თქვე ჩათლახ-სოროსებო თქვენა! - ამით დაიწყო და მერე ვისი მთხლე ვის ჯამში იყო, პატრულმაც ძლივს გაარკვია და კინაღამ მღვდლები და "მმკ"-ს აქტივისტები დააკავა!
მაგრამ დროულად მივარდა "ბიძია პატრულს" პატარა "ბიჭუნა", რომელსაც, სამწუხაროდ, დედამ მთლად კარგად ვერ ასწავლა ადამიანს ზოგიერთი ორგანოს პირდაპირი დანიშნულება და ყურში ჩასძახა:
- ეგ არა, აი, იმდროშიანები უნდა დაიჭიროთ, თორემ მაგ წვერებიანებს მისცემენ გრანტებს!
...მეორე დღეს კი იყო სიყვარულით აღსავსე საპროტესტო დგომა პარლამენტის წინ ელჩებთან ერთად...
მე მიყვარს საქართველო! ოღონდაც "ლგბტ საზოგადოებას" უფრო მეტად უყვარს იგი! გაგანათლოთ: ლგბტ - ლესბი-გეი-ბისექსუალ-ტრანსსექსუალები.
მოკლედ, ასეა: გოიმებო, დააყენეთ, ფერადები მოდიან!
მიშამ თქვა ამ დღეებში პრინსტონის უნივერსიტეტში, სტუდენტებთან შეხვედრაზე: საქართველოში ათი წლის წინანდელთან შედარებით, არა მხოლოდ მენტალიტეტი, ფერები და ჟესტიკულაციაც შეიცვალა, ეს ჩვენი მთავარი მიღწევააო!
მიშაც მიყვარს (ოღონდ ის კი არა, ეს - სააკაშვილი) - მაგრად ღადაობს!
P.S. ენის სიწმინდეზე რომ ვთქვი დასაწყისში - "გეები" თუ "გეიები" და ა.შ., ხუმრობა იქით იყოს და ეს "ლგბტ" რა უბედურებაა? არც "ელ-გე-ბე-ტე" (ზოგი ასე წარმოთქვამს) ჟღერს ქართულად, სულაც რუსულია; ინგლისური "ელ-ჯი-ბი-თიც" ვერ ვარგა; ამიტომ გავაქართულოთ გრამატიკის წესების სრული დაცვით (როგორც, მაგალითად - არა მსკ, არამედ მან-სან-კანი, ანუ "მხიარულთა და საზრიანთა კლუბი") და რადგან ქართულში "ლ"-ს ჰქვია არა "ელ", არამედ "ლას"; "გ"-ს - არა "გე", ან "ჯი", არამედ - "გან"; "ბ"-ს - არა "ბე", ან "ბი", არამედ - "ბან", ხოლო "ტ"-ს არა "ტე", ან "თი", არამედ - "ტარ", გამოდის: "ლას-გან-ბან-ტარ საზოგადოება"!
ავოეეე, ლასგანბანტარრრრრრრრრ!!!!!!!
"პროვოკატორი" ჟურნალი "გზა" მასალების გამოყენების პირობები
|