ლლევმესმის შენი.
მეც შენნაირი ტიპი ვიყავი- ვერასოდეს ვერ ვიტანდი ზედმეტად აქტიურ და ამბიციურ ხალხს.
მაგრამ, ახლა, როცა უკვე ცხოვრების დიდი ნაწილი გავიარე, მივხვდი, რომ აუცილებელია
აქტიური იყო, თუ გინდა რაიმე სერიოზულს მიაღწიო.
მე, მიმაჩნდა, რომ ადამიანი უნდა იყოს განათლებული, პიროვნულად თავისუფალი და სამსახურიც კი არ უნდა ზღუდავდეს დიდად...
რომ მთავრია ადამიანები და მათ შორის დამოკიდებულება...
რა თანამდებობა, რის დიდი ფული...
მოკლედ, წიგნებში ჩარჩენილებს ვეძახი ახლა მე ჩემნაირ ადამიანებს.
რეალური ცხოვრება კი ხომ ვხედავთ, რომ სულ სხვაა.
შენ არ იაქტიურებ, შენს ადგილს, რომელიც წესით, ნიჭით , გონებით გეკუთვნოდა, სხვა ნაკლებ გონიერი, მაგრამ უფრო აქტიური დაიკავებს.
მეგრელების საკმაო ნაწილს ნიჭიერებასთან ერთად განსაკუთრებულად აქვს ეს შესანიშნავი თვისება-დროულად აუღოს ალღო გარემოს და თავისი ადგილი, ზოგჯერ უფრო მეტიც, იპოვოს.
ჩვენ, ნიჭიერებს, მაგრამ ბუნებით დამთმობებს და ზარმაცებს, შეიძლება ეს გვაღიზიანებს, მაგრამ სიმართლეს თვალი უნდა გავუსწოროთ.
ვინც ეძებს, ის პოულობს.
ასეა სიგუაც.
აქვს ნიჭი.
აქვს სხარტი გონება.
აქვს გაბედულება.
აქვს ამბიცია.
აქვს მომენტის გამოყენების ალღო.
ჰოდა, როცა იქნება, მაინც მიაღწევს იმას, რაც უნდა.
ღმერთმა ყველას ხელი მოუმართოს.
იმ ვიდეოს რაც შეეხება, სადაც სიგუა აქტიურობს ქურდიანის რექტორობაზე, ხომ ყოფილა
სწორი მისი არჩევანი?
გაამართლა ლორთქიფანიძემ?
ხომ ჯობდა თურმე ქურდიანის არჩევა ?
ან მაგათ შემდგომი თვითმმართველობა რითი იყო მაგათზე უკეთესი?
იმით, მოხვეულებში, ცემით რომ ცხვირ-პირს უხეთქავდნენ მოწინააღმდეგეებს?
მიშას რომ მეტი გონიერება გამოეჩინა, ასეთი კადრები ქვეყნიდან არ უნდა გაეშვა და მხოლოდ მუშტებზე მომზირალებს არ უნდა დაყრდნობოდა.
უკეთესად იქნებოდა ქვეყნის საქმეც