ამომრჩეველთა ლიგა 27 მაისს "ქართული ოცნების" აქციას შეუერთდება. ამის შესახებ ჟურნალისტებს დღეს ამომრჩეველთა ლიგის ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე "ლიგის" ხელმძღვანელმა კოკა გუნცაძემ განუცხადა.
"ჩვენ ვუერთდებით თავისუფლების მოედანზე დაგეგმილ აქციას და ამასვე მოვუწოდებთ ყველას, ვისთვისაც ოქტომბერში პატიოსანი და სამართლიანი არჩევნების გამართვას სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს". - აცხადებს გუნცაძე.
გუნცაძის თქმით, არჩევნების მოახლოებასთან ერთად საარჩევნო გარემოსთან დაკავშირებული პრობლემები აქტუალურია, სიტუაცია კი უცვლელია.
კოალიცია "ქართული ოცნების" აქცია 27 მაისს თავისუფლების მოედანზე გაიმართება.
გილოცავთ -გრეჩიხები თქვენთან არიან