#31706981 · 17 Jun 2012, 14:04 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
bocmani
QUOTE | აი მშენებლობით აშენეთ რაც გინდათ, შენც, მიშამაც და კალისტრატემაც. აი საუკუნეების წინ აგებულს ნუ შაეცით რა...
თქვენ რო მიგიშვათ ეგვიპტის პირამიდების ლაბირინტებს თანამედროვე განათებითაც აღჭურვავთ, პიზას კოშკს გაასწორებთ (ემანდ გადაღუნულია და მოსახელწობას საფრთხეს უქმნისო), და ჩინეთის დიდ კედელს იუსტიციის სახლად გადააქცევთ.
ისე იყალთოს აკადემიის კომპიუტერიზაციას როდის იწყებთ? biggrin.gif |
საპატრიარქოსთან შეთანხმებით უნდა ჩამოვყალიბდეთ, გვინდა თუ არა ბაგრატის ტაძარი როგორც საკულტო ნაგებობა და დასკვნები შემდეგ გამოვიტანოთ. რომელი სასულიერო პირი ამბობს უარს ავტომანქანაზე, ტელეფონზე, ტელევიზიაზე, ელექტროგანათებაზე, ლიტურგიის დროს ხმის გამაძლიერებელზე და მრავალ სხვაზე, რომელიც თუნდაც წინა საუკუნეში წარმოუდგენელიც კი იყო. ან თუნდაც თქვენ, ასე ინტენსიურად რომ ხმარობთ კლავიატურას (11677 წერილი), სხვამ რომ იგივე გააკეთოს, ამის წინააღმდეგი ბრძანდებით? რაც განვითარებას არ განიცდის, ის განწირულია დასაღუპად. ბოლო ათწლეულებში აშენებულ ბლოკის ეკლესიების უმრავლესობას, საკულტოს გარდა სხვა ღირებულება რომ არ აქვს, ეჭვი გეპარებათ?
--------------------
"არ არსებობს სამყაროში ბოროტება, რომელიც ქოცმა არ დაიჯეროს თუ ნაცებზეა ლაპარაკი, და არ არსებობს სისულელე, რომელიც ნაცმა არ დაიჯეროს თუ საქმე ქოცებს ეხება.”
|