განმარტება-სპორტსმენობა მაინცდამაინც დაბალი ინტელექტის ქონას არ ნიშნავს,მაგრამ დიდ სპორტში წარმატებას რომ მიაღწიო,ბავშვობიდანვე ძალიან ბევრი უნდა ივარჯიშო,შესაბამისად ადამიანს დრო აღარ რჩება სასწავლად,წასაკითხად.
ასეთი ბიოგრაფიის მქონეები არ უნდა იყვნენ პოლიტიკაში და მითუმეტეს არ უნდა ისხდნენ საკანონმდებლო ორგანოში.
დაიბადა ქ. საჩხერეში 1975 წლის 30 აგვისტოს, მრავალშვილიან ოჯახში. 1990 წელს დაამთავრა ქ. საჩხერის შოთა რუსთაველის სახელობის #3 საშუალო სკოლა. 1985 წელს აქტიურად ჩაება სპორტში, მწვრთნელ გოგი თოდაძესთან და სკოლის ასაკშივე მიაღწია გარკვეულ წარმატებებს.
1990 წლიდან თბილისში განაახლა ვარჯიში ბ-ნ ვანო გრიქუროვთან, საქართველოს ნაკრების მწვრთნელთან. ასევე სწავლა დაიწყო თბილისის ივანე ჯავახისვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში.
ამავე პერიოდში დაიწყო წარმატებების და მიღწევების ათვლა საერთაშორისო ასპარეზზე, 1994-95 წლებში ევროპის ახალგაზრდებს შორის დაიკავა მე-2 ადგილი და მოიპოვა ვერცხლის მედალი. 1995 წელს ახალგაზრდა ძალოსანთა მსოფლიო პირველობაზე მოიპოვა ოქროს მედალი და დაამყარა ექვსი მსოფლიო რეკორდი 21 წლამდე ახალგაზრდებს შორის.
1998 წლიდან ჩაება საერთაშორისო შეჯიბრებებში უფროს ასაკოვანი სტატუსით და პირველ წარმატებას მიაღწია 1998 წელს ევროპის ჩემპიონატზე _ მოიპოვა ვერცხლის მედალი. ამავე წელს მსოფლიო პირველობაზე დაამყარა მსოფლიო რეკორდი.
2000 წელს გახდა ევროპის ჩემპიონი, მსოფლიო და ევროპის რეკორდით, სიდნეის ოლიმპიურ თამაშებზე მოიპოვა ბრინჯაოს მედალი.
2001 წელს ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონატებზე მოიპოვა ოქროს მედლები. ასევე 2002 წელს ევროპის ჩემპიონატზე ოქროს მედალი.
2002 წელს მსოფლიო ჩემპიონატზე მოიპოვა ვერცხლის მედალი.
მაგრამ წინ იყო ათენის ოლიმპიური თამაშები, სადაც მისი მიზანი მხოლოდ გამარჯვება იყო. ეს იყო დაუღალავი და კოლოსარული შრომა ვარჯიშის დაწყების პირველი დღიდან ოლიმპიურ თამაშებამდე, რისი შედეგიც ალბათ იყო ის დიდი გამარჯვება, რომელმაც როგორც მას და მის ოჯახს, ასევე მთლიანად ჩვენს ქვეყანას მოუტანა უზომოდ დიდი სიხარული. ოლიმპიური ჩემპიონობა იყო ძალზე საამაყო მისთვის და მთლიანად საქართველოსთვის.
გიორგი ასანიძის სპორტული კარიერის განმავლობაში მიღწეულმა წარმატებებმა და ცხოვრების ჯანსაღმა წესმა შეძინა უამრავი მეგობარი, რომელიც ყველაზე დიდი ჯილდოა ადამიანისთვის.
ამ დიდი მიღწევის შემდეგ ჩაება საზოგადოებრივ-პოლიტიკურ მოღვაწეობაში. 1993-2004 წლებში მუშაობდა საქართველოს თავდაცვის სამინისტრო სისტემაში. 2004-2008 წლებში იყო მე–6 მოწვევის პარლამენტის წევრი კრწანისის რაიონში. 2008 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ იგი არის გლდანის #10 სარჩევნო ოლქის მაჟორიტარი დეპუტატი და სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე.
''პოლიტიკოსის'' ბიოგრაფია

აი, ის ქვეყანა, სადაც ჯერ საერთოდ მუსიკის ფესტივალის ჩატარებაზე ტელევიზიაში დებატები იმართება
და მერე ამ დებატებში მამაოები მონაწილეობენ lol.gif