არ ჩათვალოთ ისე, რომ "ამინესტი ინტერნეიშენალის" ან ბასის შენიშვნების მნიშვნელობას ვაკნინებდე - ეს ყოველთვის კარგია ხალხისთვის, რადგან ადგილობრივი ხელისუფლება ხანდახან ვერ ხედავს პრობლემებს. "ვერ უბედავენ". ამიტომ ასეთი შენიშვნების გათვალისწინება ხალხისთვის ყოველთვის კარგია. მით უმეტეს, ჩვენისთანა ჩამოყალიბების პროცესში მყოფი ქვეყნისთვის, რომელსაც სუსტი ეკონომიკა აქვს. ეკონომიკის სისუსტე კი ავტომატურად იწვევს სხვა პრობლემებსაც - მათ შორის, ადამიანის უფლებების დაცვის დარგში.
თუმცა, მეორე უკიდუროსებაში გადავარდნაც არ ღირს. ეს მათი ხელწერაა. ხომ გვგონია კანადა აღთქმული სამოთხე დედამიწაზე? ჰოდა, იხილეთ იგივე "ამინესტი ინტერნეიშენალის" ა.წ. 21 მაისის ანგარიში კანადაზე. კვებეკელებმა ააფრიალეს დიდი მონდომებით
http://lautjournal.info/default.aspx?page=3&NewsId=3765რამოდენიმე ნაწყვეტი:
Le Canada pourrait être accusé de complicité dans la torture à cause des actes commis ou de son inaction à l’échelle nationale et dans le cadre de ses relations avec d’autres nations, affirme Amnistie internationale.
კანადა შეიძლება დადანაშაულდეს წამებაში ანა წამების ხელშეწყობაში უმოქმედობის გამო ნციონალურ დონეზე სხვა ქვეყნებთან ურთიერთობებისას. ამტკიცებს AI.
L’incidence des taux disproportionnés de violence contre les femmes et les filles autochtones n’a eu pour toute réponse que des initiatives dispersées.
ავტოქტონური წარმომავლობის ქალების და გოგოების მიმართ არაპროპორციული ძალადობის არსებულ ინფორმაციაზე არ ყოფილა არავითარი რეაგირება.
Amnistie internationale a manifesté en de nombreuses occasions son inquiétude quant au fait que l’utilisation de dispositifs à impulsions (DAI) comme les pistolets Taser, dans certaines circonstances, équivaut à de la torture ou à des mauvais traitements.
AI-მ მრავალ შემთხვევაში განაცხადა, რომ DAI (ელექტრომუხტით შოკის გამომწვევი იარაღი) იარაღის გამოყენება უტოლდება წამებას და ჯანმრთელობისთვის საზიანო ქმედებას.
და ა.შ.
მოკლედ, ასეთი შენიშვნები ფრიად საჭირო რამ არის, მაგრამ ეს ასე იქნება ნებისმიერი ხელისუფლების დროს მანამ, ვიდრე ჩვენ ისე არ გავძლიერდებით და გავდემოკრატიულდებით, რომ აქეთ მივცემთ შენიშვნებს აშშ-ს
This post has been edited by Arsene Lupin on 25 May 2012, 09:49