ავიღოთ შესადარებლად 5 იანვრის არჩევნები, სადაც მიხუიამ 53% დაიწერა.
ცხადია, აქედან ლომის წილი გაყალბებაზე მოდის, მაგრამ ხომ შეიძლება ეხლაც გაყალბდეს? ვიანგარიშოთ ესეც და მიახლოებით გამოვითვალოთ რამდენს დაიწერენ ნაცები დღეს.
განვიხილოთ მთავარი ფაქტორები:
1. "აბა გრეჩიხა ჯობია?"
გრეჩიხა სრულიად უცნობი იყო ხალხისთვის, უცხო იყო უცხოელებისთვისაც, ამავე დროს ბევრს არ მოწონდა მისი პიროვნული თვისებები. მართალია მისი როლი მხოლოდ არჩევნების სამართლიანი ჩატარება იყო და არა პრეზიდენტობა, მაგრამ მასამ ეს ვერ გაიგო.
დღეს უკვე "აბა მიშა ჯობიაა" დღის წესრიგში, მისი პიროვნული თვისებები არანაირ ნორმებში აღარ ჯდება, ივანიშვილი კი თავიდანვე მაქსიმალური შეფასებით შემოვიდა და არც არაფერი მოკლებია.
2. ფული და ფინანსები.
ოპოზიციას რომ მაშინ ფული ჰქონოდა, ნამდვილად მოიგებდა არჩევნებს ყველაფრის მიუხედავად. ჯერ მარტო ის რად ღირს რომ ფაქტიურად ვერცერთ უბანზე ვერ გააკონტროლეს ვითარება გაყალბების ასაცილებლად, მერე სარეკლამო სივრცეც ვერ იყიდეს საჭირო რაოდენობით, ვერც სერიოზული ორგანიზება მოახერხეს მხარდამჭერებისა და ვერც ამომრჩეველთან იაქტიურეს საჭირო დონეზე.
მიუხედავად მოგელაძის ფართხალისა, არ არსებობს ძალა რომელიც ფულს შეაჩერებს, ის აუცილებლად დაიხარჯება და შესაძლოა ათჯერ მეტიც დაიხარჯოს, რაც არ არის პრობლემა ივანიშვილისთვის, სამაგიეროდ ათმაგად გაზრდის მოთხოვნა-მიწოდებით დაინტერესებას.
3. უცხოეთი.
დღეს ფაქტიურად გარკვეულია უცხოეთის მხარდაჭერა, ის უპირობოდ ივანიშვილის მხარესაა. ემიგრანტობა უკვე ოპოზიციურად მოიაზრება, საერთაშორისო ორგანიზაციები მკაცრად აკრიტიკებენ მთავრობას, ამერიკაში ლობისტები არჩევნებამდე მთლიანად გადმოიბირებენ ამერიკული მთავრობის სიმპათიებს.
4. რეგიონები.
მაშინ ოპოზიცია რეგიონებს აგებდა, ქალაქებს კი იგებდა. დღეს ყველამ იცის, რომ ივანიშვილისთვის სოფელი ძალიან მნიშვნელოვანია, ის პიროვნულადაა დაინტერესებული სოფლის განვითარებით. ამავე დროს ისეთი პროექტები აქვს მომზადებული, რომ ვერცერთი გლეხი მათ გულგრილად ვერ შეხედავს. ამას თუ მივამატებთ იმას რომ რეგიონებში სერიოზული სააგიტაციო მუშაობა იწყება, არაქართული მოსახლეობის ჩათვლით, შეიძლება ითქვას, რომ მაშინდელ ვითარებასთან შედარებით არჩევნებში სულ სხვა სურათს მივიღებთ.
5. ნაციონალური მაფია და ნაციონალური ძალადობა.
გინახავთ გამიშისტებული ოპო?
სამაგიეროდ ბევრ მიშისტს აეხილა თვალები. აეხილა რა, ისე მწარედ აგრძნობინეს ნაციონალური დემოკრატია რომ ეხლაც თვალებდაჭყეტილები დადიან.

წარმოიდგინეთ და პოლიციის საკმაო ნაწილიც ამ თვალებდაჭყეტილებშია უკვე. მაფიის ფასებმა გაატყავა გაჭირვებული ხალხი, ჯარიმებმა და სხვადასხვა მეთოდებით ყაჩაღობებმა ბევრი სამუდამო ვალებში ჩააგდო, მონოპოლიების მიერ ეკონომიკის პარალიზებამ კი საერთოდ მოშალა მცირე და საშუალო ბიზნესი.
6. მაჟორიტარები.
მაჟორიტარულმა არჩევნებმა საერთოდ გაანადგურა მაშინდელი ოპოზიცია. საერთოდ, ასეთი სისტემა არაკანონიერია, რადგან ამომრჩეველს გონია, რომ ის ირჩევს თავისი რეგიონისთვის მომუშავე დეპუტატს, თუნდაც სხვა რეგიონების ხარჯზე, ამავე დროს ის ირჩევს ყველაზე გაქნილს, გავლენიანს და ფულიანს, რამეთუ გონიათ რომ ასეთი კაცი დაეხმარება მათ რეგიონს, არადა მერე ამ დეპუტატს საერთოდ აღარ აქვს შეხება რეგიონთან, ის პირდაპირ ერთვება ფულის ჭრაში და მაფიოზურ ბიზნესში.
დღეს მაჟორიტარებზე სერიოზულად მუშაობს ქართული ოცნება, მაგრამ კარგი იქნება თუ საერთოდ მოსპობენ ამ მავნე გადმონაშთს.
7. დრო!
დრო ნაცების საწინააღმდეგოდ მუშაობს.
მხოლოდ ეს ერთი ნაკლი აქვს ჩვენს გრძელს და მაღალს...
... და თუ ჩავთვლით, რომ მრავალრიცხოვანი დამკვირვებელი არ მისცემს მთავრობას არჩევნების გაყალბების საშუალებას, მაშინ რა უნდა მოხდეს ისეთი, რომ ქართულმა ოცნებამ ვერ გაიმარჯვოს?
პ.ს. ხვალინდელ აქციაზე გარანტირებული მინიმუმ 80 000+ კაცი იქნება.
ეს ისე...