#31375622 · 27 May 2012, 12:30 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
Glisoni 1765
| QUOTE | | წესით ჭეშმარიტი ღმერთის შესახვედრად , განბანით უნდა იყო დაკავებული. |
ნუ მკრეხელობ ერთი!....
27 მაისს "ქართული ოცნება" 100 ათასზე მეტ ადამიანს ელის. "თბილისის შემდეგ ჩვენ ყველა რეგიონს მოვივლით" - ზვიად ძიძიგური
"ჩვენ ვიწყებთ" - ამ სლოგანით "ქართული ოცნება" კვირას წინასაარჩევნო მარათონს თავისუფლების მოედანზე გახსნის. "მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლება ყველანაირად ხელს უშლის რეგიონებიდან ადამიანების აქციაზე ჩამოსვლას, ამის მიუხედავად მათ ჩვენ ძალიან მრავალრიცხოვან, 100-ათასიან აქციას ვაჩვენებთ. ვისაც ჰგონია, რომ 27 მაისს ჩვენ ხელისუფლებას გადავაყენებთ, მათ ვეტყვი, რომ 27-ში კოალიცია "ქართული ოცნება" წინასაარჩევნო კამპანიას ხსნის. იქნება კონკრეტული საპროგრამო დაპირებები, ბევრი ახალი სახე და ძალიან ბევრი ადამიანი", - აცხადებს პარტია "ქართული ოცნების" პოლიტიკური საბჭოს წევრი ელისო ჩაფიძე. 27 მაისის აქცია 13 საათზე დაიწყება. თავისუფლების მოედნის მიმართულებით მსვლელობა სამი ადგილიდან - ვაკის პარკიდან, ეროვნული სტადიონიდან და ავლაბრიდან გაიმართება. სამ საათზე დასკვნითი ღონისძიება იქნება - კოალიციის ლიდერები შეკრებილს ხალხს წინასაარჩევნო პროგრამის ნაწილსა და სამოქმედო გეგმას გააცნობენ, ხოლო დაახლოებით ექვსი საათისთვის აქცია ბერა ივანიშვილის კონცერტით დასრულდება", - წერს გაზეთი "რეზონანსი" სტატიაში სათაურით "ქართული ოცნება" კვირას 100 ათას კაცს ელის.
"ეს არ არის საპროტესტო აქცია, ეს არის კოალიციის საარჩევნო კამპანიის დაწყება და ეს არის მხოლოდ თბილისის ღონისძიება. რეგიონებიდან ხალხის ორგანიზებული ჩამოყვანა არ იგეგმება. ჩვენი აქციის სლოგანია "ჩვენ ვიწყებთ". 27-ში გამოვაცხადებთ, რომელ რეგიონებში გაიმართება მომდევნო შეკრებები. თბილისის შემდეგ ჩვენ ყველა რეგიონს მოვივლით. მინდა ხაზი გავუსვა, რომ უპრეცედენტო მაღალი დასწრებითა და ორგანიზებულობით გამორჩეული ღონისძიება იქნება", - აცხადებს კოალიციის წარმომადგენელი ზვიად ძიძიგური. მისი განმარტებით, 27 მაისის ღონისძიება დილის ხუთ საათზე დაიწყება - ამ დროს "თავისუფლების მოედანზე სცენის დამონტაჟება დაიწყება, რამდენიმე ასეულ მეტრზე კი განხორციელდება გახმოვანების აპარატურის დამონტაჟება. იმის გამო, რომ კოალიცია 100 000 ადამიანზე მეტს ელოდება, ხალხი თავისუფლების მოედანზე ვერ დაეტევა და ამის გამო მთელ პერიმეტრზე დიდი ეკრანები დამონტაჟდება", - აღნიშნავს გამოცემა.
"ძიძიგური აცხადებს, რომ მერია გაფრთხილებულია, ასევე საპატრულო პოლიციაშიც აქვთ წერილი გაგზავნილი, რომ კვირას წესრიგი დაიცვან. თუმცა რადგანაც კოალიციას მარტო პატრულის ნდობა არ აქვს, აქციაზე წესრიგის დაცვას საკუთარი ძალებითაც შეეცდებიან. მათი მხრიდან წესრიგის დამცველები განსხვავებულ ტანსაცმელში იქნებიან და ექნებათ წარწერა - "საორგანიზაციო ჯგუფი". "კარვებს, რომლებიც ახლა რუსთაველის გამზირზე "მრეწველობის აღლუმთან" დაკავშირებით დგას, 26 მაისს საღამოს აიღებენ და ამის პირობა მერიაში მოგვცეს. აქციაზე იქნება მერიის წარმომადგენელი მალხაზ კუნელაური" - აღნიშნავს ძიძიგური და დასძენს, რომ ხელისუფლებას აქციაზე პროვოკაციის მოწყობის სურვილი ექნება, მაგრამ მთელი მსოფლიო ამ ღონისძიებას გამადიდებელი შუშით აკვირდება. მერიის პრესამსახურის ცნობით, 27 მაისს თავისუფლების მოედანი "მრეწველობის აღლუმის" დღისთვის გაშლილი კარვებისგან თავისუფალი იქნება და "ქართული ოცნების" აქციის მოწყობას ხელი არ შეეშლება", - დასძენს გამოცემა.
"ზვიად ძიძიგური ამბობს, რომ, ვინაიდან ძალიან დიდი მასშტაბის მსვლელობა იქნება, ეს მთელ ქალაქში გადაადგილების შეფერხებას გამოიწვევს და "ქართული ოცნება" მოქალაქეებს მოუწოდებს, მაქსიმალურად თავი შეიკავონ გადაადგილებისგან, თუ ამის აუცილებლობა არ იქნება. მისივე თქმით, "ქართულ ოცნებას" არც ერთი პოლიტიკური პარტიისთვის 27 მაისის მანიფესტაციაზე მოსაწვევი არ გაუგზავნია. თუმცა პოლიტიკური პარტიების შეერთებით კოალიციის მიერ ორგანიზებულ მანიფესტაციასთან გამოჩნდება, რომ ისინი "ქართული ოცნების" მხარდამჭერი არიან. წინასწარი ცნობით, პოლიტიკურმა პარტიებმა "საქართველოს გზა - სალომე ზურაბიშვილი" და "მწვანეთა პარტიამ" განაცხადეს, რომ ისინი 27 მაისს "ქართული ოცნების" მანიფესტაციას უერთდებიან", - წერს სტატიის ავტორი.
|