pepsi
Super Member

ჯგუფი: Registered
წერილები: 503
წევრი No.: 33956
რეგისტრ.: 28-April 07
|
#45369234 · 8 Aug 2015, 20:59 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
d by Beka Natelashvili · 2015 წლის 6 აგვისტო, 16:16-ზე
ხელისუფლების ჩამოშლის ფონზე, კვლავ და უკვე მერამდენედ განსაკუთრებულად იზრდება ლეიბორისტული პარტიისა და მისი ლიდერის შალვა ნათელაშვილის მხარდაჭერა. ბედის დაცინვით, უკვე სრულიად გაკოტრებული, ქვეყნიდან გასაქცევად გამზადებული ბიძინა ივანიშვილისათვის კი უკანასკნელ პროვოკაციულ საყრდენად და იმედად დარჩნენ არც მეტი, არც ნაკლები სამი წლის წინ ჩვენი პარტიიდან მის მიერ ვერცხლზე ნაყიდი სოსო შატბერაშვილი და კახა ძაგანია, რომლებმაც მაშინ თავის პატრონს ვერ შეუსრულეს დავალება პარტიის დაშლისა და სატელიტად გადაქცევაზე. ამ მიზნით მაშინ ტყუილად შეუკვეთეს ჭადრაკის სასახლეში ყრილობა შალვა ნათელაშვილის გადასაყენებლად, სადაც ერთი პარტიის წევრიც ვერ შეიტყუეს, შემდეგ კი სამარცხვინოდ გაიქცნენ ოფისიდან, თუმცა წასვლის წინ, ვაი, სირცხვილო და ხელს გააყოლეს მათზე მიბარებული პარტიის ფინანსები, კომპიუტერები, ასევე მოიპარეს რაც შეეძლოთ არქივიც. თუმცა მოხერხებულობას ალბათ ვერ დაუკარგავთ, 5 მილიონი ევრო ბიძინასგან გამოყოფილი შერჩათ ხახვივით. დღემდე მათ ამ თანხაში აკისრებენ უბინძურესი ფუნქციების შესრულებას. სწორედ ამიტომ გაძლიერდა ცილისწამებების ნიაღვარი, რადგან ლეიბორისტული პარტიის რეიტინგის ზრდა მილიონერთა პარტიისა და მათგან დაქირავებული ამგვარი ტურებისათვის უდიდესი ტრაგედიაა.
საზოგადოებას კარგად ახსოვს, როგორ დასდევდნენ ლანდებივით შალვა ნათელაშვილს ძაგანია და შატბერაშვილი. როგორ სრულიად უცნობი აჩრდილნი გახდნენ ჯერ თბილისის საკრებულოს წევრები, მერე კომისიის თავმჯდომარეები, შემდგომ პარლამენტის წევრები. შეიძლება თამამად ითქვას, რომ ერთი დღე ამ ადამიანებს პარტიაში უანგაროდ და უხელფასოდ არ უმუშავიათ, უფრო მეტიც, ბუღალტერიაში სისტემატიურად ითხოვდნენ ყავის ფულს და ჰოი, საოცრებავ, ავტოსადგომის თითო ლარსაც კი. მაგრამ ეს ჩამოთვლილი არაფერია იმასთან შედარებით, რაც სამწუხაროდ, მათი ღალატის შემდეგ გაირკვა, მათსავე ამორალურად განვლილი გზის ირგვლივ.
მაშ, ასე, ხელახლა გაიცანით:
იოსებ შატბერაშვილი უპროფესიო ინფორმატორი, 30 წელზე მეტია იგი უშიშროების და შინაგან საქმეთა სამინისტროს აგენტი-რეზიდენტია პირადი საქმით. სწორედ ამიტომაა, რომ მისი აფთიაქიდან, რომელიც მდებარეობდა მეტრო ,,დელისთან“ ათეული წლები ტონობით ნარკოტიკი იყიდებოდა. ალბათ ეჭვი არ გეპარებათ, რომ სპეცსამსახურებთან თანამშრომლობის გარეშე ოპოზიციონერის აფთიაქს ასეთ ლიცენზიას ხელისუფლება არასოდეს არ მისცემდა. თანამედროვე საზოგადოებას ნაკლებად ახსოვს ისიც, რომ სწორედ იოსებ შატბერაშვილის ჩვენება-განცხადებით, დააპატიმრეს 1973 წელს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის რექტორი აკადემიკოსი პეტრე გელბახიანი. სწორედ ეს ოპერაცია იყო შატბერაშვილის, როგორც დამწყები რეზიდენტის პირველი წარმატებული საქმე. შემდგომ, ამ პიარით ედუარ შევარდნაძემ მთელს მაშინდელ საბჭოთა კავშირში შეიქმნა კორუფციასთან მებრძოლის იმიჯი. ეროვნული მოძრაობის წლებში, იოსებ შატბერაშვილი უშიშროებამ შეაგზავნა ეროვნულ-დემოკრატიულ პარტიაში, ხოლო გადატრიალების პერიოდში იგი არა მარტო ავტომატით ებრძოდა თავის ხალხს, არამედ როგორც ირკვევა, ზვიადისტობის მოტივით თვალებს სთხრიდა და ასახიჩრებდა ადამიანებს.
90-იანი წლების ბოლოს, როდესაც დაიწყო ლეიბორისტული პარტიის რეიტინგის ხელისუფლებისთვის საშიში ზრდა, უშიშროებამ თავისი საიმედი კადრი შატბერაშვილის სახით გადმოისროლა ჩვენს ფრონტზე. კონტურები, რომ შატბერაშვილი უშიშროების სპეცაგენტი იყო, პირველად გამოიკვეთა 2007 წლის ნოემბრის აქციებისას, როგორც ცნობილია, მაშინ პარტიამ მიიღო მთავარი დარტყმა მისი ლიდერის მხეცური დევნის სახითაც. მიტინგის დარბევისა და შალვა ნათელაშვილის ძებნაში გამოცხადების შემდეგ, შატბერაშვილი გამოიძახეს უშიშროებაში და პირდაპირ დაავალეს კენჭი ეყარა საპრეზიდენტო არჩევნებში ლეიბორისტული პარტიიდან, დევნილი ლიდერის ნაცვლად რომლის ლიკვიდაცია ან ქვეყნიდან გაძევება გადაწყვეტილი იყო, რომ არა მსოფლიო თანამეგობრობისა და ვაშინგტონის აქტიური ჩარევა. ამავე პერიოდიდან დაიწყო მისი ფინანსური საშუალებების განსაკუთრებული ზრდა. შეიძინა არაერთი ბინა და უამრავი ფართი თბილისში, ქობულეთში, ბათუმში, ბორჯომში, ბაკურიანში, მარტყოფში. ამ პიროვნებამ ადამიანის სახე დაკარგა და სრულიად გადაიქცა უშიშროების სამართავ ჭანჭიკად მას შემდეგ, რაც მისი ოჯახის წევრი 2012 წლის ივლისში 25 კგ ნარკოტიკების გადატანის ფაქტზე დააკავა მცხეთის პოლიციამ. წინა ხლისუფლების სპეცსამსახურთა ჩარევის შემდეგ ნარკოტიკების რაოდენობა მცირე დონემდე დაუყვანეს და გადაარჩინეს 25 წლიან ციხეს.
პარტიისთვის შოკისებური ეფექტი ჰქონდა იმ ფაქტს, რომ მისი ერთ-ერთი ხელმძღვანელის, იოსებ შატბერაშვილის ვაჟი უშიშროებამ სამუშაოდ გაამწესა ქალაქის მაშინდელი მერის გიგი უგულავას სპეცრაზმში, რომელსაც ფორმალურად ადმინისტრაციული ინსპექცია ერქვა.
უფრო მეტრიც, როდესაც მაშინდელმა ხელისუფლებამ დაიწყო დეზერტირების ცნობილი ბაზრის ნგრევა და მოვაჭრეთა გაძევება შატბერაშვილს დაევალა ადგილზე საპროტესტო მოძრაობის ორგანიზება, ხოლო შემდეგ ვიგებთ, რომ ხელისუფლების მხრიდან ბაზრის ლიკვიდაციის ოპერაციაში აქტიურად მონაწილეობდა არც მეტი, არც ნაკლები მისი საკუთარი შვილი.
შატბერაშვილს უშიშროებიდან დავალებული ჰქონდა ყველა ინფორმაციის გადაცემა, რაც პარტიაში ხდებოდა. უფრო მეტიც, ყველა პარტიული წერილის, თუ დოკუმენტის ასლი ასევე მიჰქონდა უშიშროებაში.
პოლიტიკურ ასპარეზზე ამდენი კომპრომატების ფონზე, ივანიშვილის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, იგი გარდამავალი წითელი დროშასავით გადაეცა ახალ უფროსობას და მისი სპეცსამსახურების ყველაზე აღვირახსნილი შემსრულებელი გახდა, ლეიბორისტული პარტიის წინაააღმდეგ, რადგან დაემუქრნენ მასზე დაგროვილი კომპრომატების გამოქვეყნებითაც, გარდა რა თქმა უნდა ღალატის კარგად ანაზღაურებისა.
მთლად ასეთი შთამბეჭდავი არა, მაგრამ არანაკლებია კახაბერ ძაგანიას განვლილი გზა. გასული საუკუნის 90-იან წლებში უკანონო შეიარაღებულ ფორმირებებში ყოფნისას ახალგაზრდა კაცის ლაშა სანიკიძის მკვლელობის გამო, რამოდენიმე წელი იმალებოდა თურქეთსა და პოლონეთში, სანამ როგორც ირკვევა ოჯახმა არ მოისყიდა ცრუ მოწმე ჩვენების მისაცემად. „არ გათეთრდების ყორანიო“, ამ პრინციპის შესაბამისად, მას ვერ უშველა ვერანაირმა ხელოვნურმა იმიჯმა, თუ პარტიიდან ხელშეწყობამ, ნარკოტიკების გამოუსწორებელი მომხმარებელი, რაც როგორც კომპრომატი ჩვენს ქვეყანაში უკვე ავტომატურად ხდება სპეცსამსახურებიდან პოლიტიკოსის მართვის ფაქტორი.
აი, ასე პარტიის გაყიდვით მან და მისმა ოჯახმა დააგროვა და შეინარჩუნა აურაცხელი ქონება, რომელშიც შედის მიტაცებული 50 მილიონ დოლარზე მეტად ღირებული „ანალიზხელსაწყოს“ საწარმოო გაერთიანების უზარმაზარი კომპლექსი თბილისის პრესტიჟულ რაიონში, ათეულობით მაღაზია, უამრავი ფართები, ვალუტის გადამცვლელი პუნქტები, რესტორნები და რაც საყურადღებოა, ის ივანიშვილის პარტნიორია „ფარმადეპოს“ აფთიაქების მეშვეობითაც.
მოსახლეობას ბუნებრივია უჩნდება კითხვა, რატომ გაბოროტდნენ ასე და რა დააკლო პარტიამ აღუვსებელ საწყაულებს, მათ ხომ ყველაფერი მიიღეს ჩვენგან და აქ გვახსენდება შემზარავი ეპიზოდი, როდესაც რიგ-რიგობით იოსებ შატბერაშვილი და კახა ძაგანია ხელისუფლების სახელით იგივე 7 ნოემბრის აქციებზე არ გასვლის თუ ადგილობრივ არჩევნებზე ბოიკოტის მოხსნის სანაცვლოდ, ოპოზიციური ბოიკოტის ფონზე პარლამენტში შესვლისათვის სპეცსამსახურების სახელით ათეულობით მილიონებს გვთავაზობდნენ. ხოლო სასტიკი უარის შემდეგ, პარტიაში ეწეოდნენ დივერსიულ დეზორგანიზაციას მოტივირებით: - აბა, როგორ შევინახოთ პარტია თუ არავის შევეკარითო. ამრიგად, პარტიის ხელმძღვანელმა არ მისცა საშუალება მათ ევაჭრათ ქვეყნით და ეშოვათ მილიონები. აი, სათავე მათი აჯანყება-რევოლუციონერობისა. უფრო მეტიც, 2012 წლის ოქტომბრის არჩევნების წინ, პარტიის ხელმძღვანელმა მასობრივად ამოყარა ამ შეთქმულთა მიერ საარჩევნო კომისიებში „ნაცმოძრაობიდან“ და „ოცნებიდან“ შემოგზავნილი ჩვენი პარტიის სახელით ჩასმული მსტოვრები. პარტიის ასეთი ფორმით გაყიდვაც ნამდვილად ახალი მოვლენაა მსოფლიო პოლიტიკურ ისტორიაში.
ალბათ არავის უკვირს, რომ ასეთი მძიმე ბიოგრაფიის მატარებელი ცოდვილნი მზად არიან ყველაფერს მოაწერონ ხელი. მათ ხომ დიდი ხანია უარყვეს იდეა, პარტია, მეგობრობა, სიყვარული და ყველაფერი ის განძი, რითაც ადამიანს ეწოდებ
ა ადამიანი. რა თქმა უნდა, პარტია მეტად აღარ აპირებს მათ აბსურდზე პასუხის გაცემას. განსაკუთრებით, შალვა ნათელაშვილის თითქოსდა ქონებაზე, რომელიც გამოიხატება 1986 წელს აშენებული საგვარეულო სახლით ბაზალეთში, (რომელიც თურმე სააკაშვილისგან გამოყოფილი 5 მილიონით აშენებულა, არადა მაგ წლებში სააკაშვილი სკოლის მოწაფე იყო) სამოთახიანი, უფანჯრო საძინებლიანი ბინით თბილისში და გულზე უმძიმესი ოპერაციის დღეებში, 2008 წლის თებერვალში, ავსტრიის ბანკში ჩარიცხული შემოწირულობებით, რომელიც მაშინვე დეკლარაციაში იქნა ნაჩვენები.
რა დონის წაბილწული უნდა იყოს ცოცხალი ორგანიზმი, რომ შალვა ნათელაშვილს დააბრალო ალიანსი მასთან (სააკაშვილთან) ვის წინააღმდეგ ბრძოლასაც მთელი შეგნებული სიცოცხლე მიუძღვნა. მით უფრო, რა ბოროტი ფანტაზია უნდა გაგაჩნდეს, რომ ასე მოგელანდოს უცხოეთის ბანკებში შალვა ნათელაშვილისთვის ხელისუფლებიდან საიდუმლო ანგარიშებზე ჩარიცხული მილიონები, რა დონის კოლუმბი უნდა იყო, რომ აღმოაჩინო ვენაში, ვაშინგტონში, პარიზში, ლონდონში შალვა ნათელაშვილის მრავალოთახიანი ბინები. სადამდე უნდა დაეცე, რომ შალვა ნათელაშვილი გამოაცხადო მევახშედ და შეურაცხყო მისი ოჯახის ღირსებაც ამ აღვირახსნილობაში. მოვა დრო და ეს არსებები სასტიკად აგებენ პასუხს ამ ცოდვებზე.
შალვა ნათელაშვილი ერთადერთი პოლიტიკური ლიდერია არა მარტო საქართველოში, არამედ პოსტსაბჭოთა სივრცეში, რომელიც არ გასვრილა ბიზნესში, ოფშორებში, კრედიტებში, ნეპოტიზმში, ალიანსებსა და კოალიციურ ბლოკებში საშოვარისთვის, რასაც ბოროტი ოპონენტებისგან განსხვავებით ხალხი კარგად ხედავს.
და როცა კითხულობ ამდენ სიბინძურეს, იბადება კითხვა, მართლა რაიმე სერიოზული საიდუმლო რომ გაენდო შალვა ნათელაშვილს ამ საუკუნის მოღალატეებისთვის, რას იკადრებდნენ და რა მოხდებოდა. ისე ამოწყდა ბოლშევიკ ლიდერთა პირველი თაობა და ისე დახვრიტეს ერთმანეთი, არცერთს არ წამოსცდენია საიდან ფინანსდებოდა მათი პარტია მილიარდებით, მით უფრო ასეთი ბინძური სიცრუე არავის უთქვავს, რაც იკადრეს ზნეობა და მორალდაკარგულმა ამ სუბიექტებმა. ამასთან, ვადასტურებთ, რომ მათთან მიმართებაში, პირადად პარტიის ხელმძღვანელმა დაუშვა შეცდომები და გამოიჩინა გაუმართლებელი ლიბერალიზმი.
ისინი მრავალი წლით ადრე უნდა გარიცხულიყვნენ პარტიიდან, რადგან “არ გასწორდება კუდი ძაღლისა და არცა კირჩხიბი იწყებს მართლად სვლას.“
ნაღალატევი და მათგან გაყიდული თანაპარტიელები
P.S. ჩვენ სამი წელი ვიკავებდით თავს ამ უბინძურესს პიროვნებებზე პასუხის გაცემისგან, კიდევ ვუფრთხილდებოდით ერთად გატარებულ წლებს, თუმცა „ნუ დაუყრით ღორებს მარგალიტებს“ ბიბლიური სიბრძნე კიდევ დადასტურდა.
აქვე ვაქვეყნებთ ფოტო-მასალას, პარტიის გაყიდვით ნაშოვნი და შენარჩუნებული ორი მოღალატის მილიონიანი ქონებისა.
იოსებ შატბერაშვილის დეკლარაცია, 2012 წელიიოსებ შატბერაშვილის დეკლარაცია, 2012 წელი
იოსებ შატბერაშვილის დეკლარაცია, 2012 წელიიოსებ შატბერაშვილის დეკლარაცია, 2012 წელი
იოსებ შატბერაშვილის დეკლარაცია, 2012 წელიიოსებ შატბერაშვილის დეკლარაცია, 2012 წელი
კახა ძაგანიას საკუთრება საცხოვრებელი ფართი, რომელიც დეკლარაციაში არ აქვს ნახსენები მ.თამარაშვილის 3კახა ძაგანიას საკუთრება საცხოვრებელი ფართი, რომელიც დეკლარაციაში არ აქვს ნახსენები მ.თამარაშვილის 3
კახა ძაგანიას საკუთრება საცხოვრებელი ფართი, რომელიც დეკლარაციაში არ აქვს ნახსენები მ.თამარაშვილის 3კახა ძაგანიას საკუთრება საცხოვრებელი ფართი, რომელიც დეკლარაციაში არ აქვს ნახსენები მ.თამარაშვილის 3
კახა ძაგანიას საკუთრება. კახეთის გზატკეცილის #32 ათეულობით მილიონ დოლარზე მეტად ღირებული მიტაცებული „ანალიზხელსაწყოს“ საწარმოო გაერთიანების უზარმაზარი კომპლექსი თბილისის ერთ-ერთ რაიონში.კახა ძაგანიას საკუთრება. კახეთის გზატკეცილის #32 ათეულობით მილიონ დოლარზე მეტად ღირებული მიტაცებული „ანალიზხელსაწყოს“ საწარმოო გაერთიანების უზარმაზარი კომპლექსი თბილისის ერთ-ერთ რაიონში.

კახა ძაგანიას საკუთრებაკახა ძაგანიას საკუთრება

კახა ძაგანიას საკუთრება. ქ.ჩოლოყაშვილის #57აკახა ძაგანიას საკუთრება. ქ.ჩოლოყაშვილის #57ა
კახა ძაგანიას საკუთრება. ქ.ჩოლოყაშვილის #57აკახა ძაგანიას საკუთრება. ქ.ჩოლოყაშვილის #57ა
კახა ძაგანიას საკუთრება. ქ.ჩოლოყაშვილის #57აკახა ძაგანიას საკუთრება. ქ.ჩოლოყაშვილის #57ა
იოსებ შატბერაშვილის საკუთრებაში არსებული ქონება: ა. ყაზბეგის #53იოსებ შატბერაშვილის საკუთრებაში არსებული ქონება: ა. ყაზბეგის #53
კახაბერ ძაგანიას ქონება: ფართები, რომლებიც გადაცემული აქვს ქირით თუ იჯარით გ. ჩუბინაშვილის #2კახაბერ ძაგანიას ქონება: ფართები, რომლებიც გადაცემული აქვს ქირით თუ იჯარით გ. ჩუბინაშვილის #2

კახა ძაგანიას საკუთრება. ნინოშვილის # 19აკახა ძაგანიას საკუთრება. ნინოშვილის # 19ა
იოსებ შატბერაშვილის საკუთრებაში არსებული ქონება: ა. ყაზბეგის #53იოსებ შატბერაშვილის საკუთრებაში არსებული ქონება: ა. ყაზბეგის #53
.
8.902 people reached
რეკლამა მიუწვდომელია.
Shalva Natelashvili - შალვა ნათელაშვილი .
მომწონს კომენტარი გააზიარეთ
Most Relevant
ეს მოსწონს Rezo Tavdgiridze-ს, Nino Metreveli-ს, მაია ხელაძე-ს და 29 სხვას..
75 გაზიარება
Shalva Natelashvili - შალვა ნათელაშვილი
დაწერეთ კომენტარი...
..
Zurab Qveladze ასეთი ნაძირლებით რატომ ანაგვიანებდით პარტიას? როგორც ჩანს პარტიაში ყველას იღებდნენ ისე, რომ მათ ბიოგრაფიებს არ სწავლობდნენ. ეს დიდი შეცდომაა და ეს შეცდომა ეხლა მაინც უნდა გამოსწორდეს სასწრაფოდ. პარტიაში უნდა მოხდეს "დეზინფექცია" შატბერაშვილ - ძაგანიასნაირი (თუკი ასეთები კიდევ შემორჩა) პარაზიტებისაგან გასაწმენდად.
აღარ მომწონს · პასუხი · 3 · 6 აგვისტო, 22:26-ზე ..
1 Reply.
Khvicha Garuchava eseni narkobarigebi yopilan rogorc shaliko ambobs da am bizneshi didi pulia da ki ishovida did pulsac shaliko gaxdi shen prezidenti da am mogalateebs axexie viris abano me da chemi krugi shen gazlevt xmas shaliko ar dazadno miaweqi chvenebas nj shagu nazad
აღარ მომწონს · პასუხი · 2 · 6 აგვისტო, 22:31-ზე ..
Asmat Tkabladze shalva adamianebs advilad endoba ras izam mogalateoba ufro sircxvilia vidre rom motyuvde da endo matkuaras
მომწონს · პასუხი · 3 · 6 აგვისტო, 18:56-ზე ..
მაია ხელაძე ფარსადანია?- კი ბატონო ფარსადანია,- ისიც?- ჰო, ისიც, თუმცა მოსავს მოძღვრის მანტია, ისე ვით ჩვენში ასე ბლომად არსად არიან, რაც მთავარია ყველა ერთად მოღალატეა....ორმა გარეწარმა შატბერაშვილმა და ძაგანიამ არა მარტო პარტიას უღალატეს,არამედ საკუთარ თავსაც და...იხილეთ მეტი
მომწონს · პასუხი · 2 · გუშინ 4:56-ზე ..
ნათია შარაშენიძე აი ასე მოიწყვეს ღალატის საფასურად ცხოვრება ძაგანიებმა, შატბერაშვილებმა....... გადახედავ მათი ქონების "შთამბეჭდავ" ჩამონათვალს და ყველაფერი დღესავით ნათელია, უბინძურესები არიან!
მომწონს · პასუხი · 1 · გუშინ 0:10-ზე ..
თემი ქედელი საინტრესო და ძალიან დამაფიქრებელია ეს ყველაფერი!!! საერთოდ ამათ რა უნდოდათ და ესაქმებოდათ ლეიბორისტულ შრომის პარტიაშიიიი????? გაოცებული ვაარ....
მომწონს · პასუხი · 6 აგვისტო, 18:09-ზე ..
Xvicha Tinikashvili აქამდე რატომ არ გაასაჯაროვეთ.ადრე ერთნაირად მღეოდით სამ ხმაში.რაც შეეხება შალვას პარიოსანი კაცის შთაბეჭდილება ს ტოვებს მასაც უნდა მიეცეს ერთი შანსი.უნდა კაცს პრეზიდენტობა .ხო და შალვა შენ ხარ უკვე პრეზიდენტი .გელოდება ავლაბრის რეზიდენცია
მომწონს · პასუხი · 2 · 6 აგვისტო, 16:30-ზე ..
Nino Metreveli ქალბატონო მანანა საარჩევნო კომისიების დაკომპლექტება სწორედ ძაგანიას და შატბერაშვილს ევალებოდათ. მაგასაც ნათელაშვილი ხომ არ გააკეთებდა?
მომწონს · პასუხი · 2 · 6 აგვისტო, 21:30-ზე ..
Nino Metreveli რომ გვცოდნოდა აუცილებლად გავასაჯაროვებდით. და არა მარტო გავასაჯაროვებდით...მათი დიდი ნაწილი ივანიშვილის პოლიტიკაში სემოსვლის შემდეგაა შეძენილი. ოლიგარქმა რომ იყიდა გამყიდველები. ყოფილ თანაპარტიელებზე საუბარი არაა მომხიბვლელი საქმე, მაგრამ არ მოისვენს,...იხილეთ მეტი
მომწონს · პასუხი · 2 · 6 აგვისტო, 18:07-ზე · Edited ..
5 Replies.
მანანა ქაფიაშვილი რამდენჯერმე ვიყავი საარჩევნო კომისიაში არჩევნების დროს და სულ მიკვირდა, სად აგროვებს ნათელაშვილი ამ უვარგის კომისიის წევრებსთქო, მართლაც ყველანი ნაცების დაქალები იყვნენ, საერთოდ არ დადიოდნენ უბანზე და ბოდიში და ფეხებზე ეკიდათ , რა ხდებოდა არჩევნებზე.
მომწონს · პასუხი · 2 · 6 აგვისტო, 17:59-ზე ..
Nino Metreveli ჩვენი ლიდერის ნაკლი ადამიანებისადმი მისი ნდობის მაღალი ხარისხია. ამენი ღალატის და უმადურობის შემდეგაც იოლად ენდობა ადამიანებს.
მომწონს · პასუხი · 1 · გუშინ 14:22-ზე · Edited ..
3 Replies.
Gio Gio სადაც ვნახავ იქ უნდა ვცემო ეს გარეწრები
მომწონს · პასუხი · 2 · გუშინ 1:49-ზე ..
Gio Gio შალვას სისხლით გამდიდრებულები. ისე რას გაიგებდა კაცი, უშიშროება რას აგზავნიდა პარტიებში. სხვა პარტიებშიც ყავთ შეგზავნილები, მარა სხვებს ისედაც მართავენ. როცა დასჭირდებათ იმატაც აუფეთქებენ სიტუაციას. სანამ ურემი არ გადაბრუნდება გზას ვერ დაინახავ, ასეა ეს
მომწონს · პასუხი · 1 · გუშინ 1:53-ზე ..
Tsiuri Bakradze ეტყობა" ხალხისთვის" აგროვებდნენ
მომწონს · პასუხი · 6 აგვისტო, 18:56-ზე ..
Nana Kobakhidze მე კი თქვენ გეკითხებიტ ეს კაცი ციხეში რატომ არაა .მემარცხენეობა დაივიწყოს ეს ფარდაა ფულის,ამის ნახვის მერე უუფ . მე უკვე დავაკოპირე ეუროპას ვერ მიეკარება ნაგვები არაა მემარცხენეებში , მე გეყოფი შატბერაშვილო .ნარკო ინტელიგენციის შემქმნელები და ტაო...იხილეთ მეტი
მომწონს · პასუხი · 6 აგვისტო, 17:00-ზე ..
Shalva Natelashvili - შალვა ნათელაშვილი-(ი)ს ფოტო.
|