ბიჯო!... 21-ე საუკუნეა, რა უნდა თავისუფლების მოედნის ფართობის დათვლას და სავარაუდოდ იქ მყოფი ხალხის დათვლას? არსებობს ახალი ტექნოლოგიები: GoogleMap და ა.შ.
მე ერთ-ერთ ასეთ რუქაზე გავზომე მოედნის ფართობი. იგი წარმოადგენს ოდნავ წაგრძელებულ ელიფსს - დიდი მხარისკენ 64მ, პატარისკენ 48მ რადიუსით. ავიღოთ მაქსიმუმი 64. ჯანდაბას, არ გავითვალისწინოთ ის, რომ ტრიბუნების ადგილზე და მის უკანაც ხალხის სიმჭიდროვე ძალიან ნაკლებია. გავითვალისწინოთ მხოლოდ ცენტრში მდგარი 20მ რადიუსიანი ობელისიკის ტერიტორია, რომელიც აშკარად ცარიელი ჩანდა.
თავისუფლების მოედნის ფართობი = 3.14 * 64 * 64 = 12800კვ.მ.
ობელისკის ფართობი = 3.14 * 20 * 20 = 1256კვ.მ.
ე.ი. ხალხის ადგილი = 10800კვ.მ. - 1256კვ.მ. = 11500 (მიახლოებით).
გამოკვლევების თანახმად მიტინგებზე 1კვ.მ-ზე მაქსიმალური სიმჭიდროვე არის 6 , ხოლო საშუალო - 4. ავიღოთ საშუალოზე უფრო მეტი - 5. (http://www.bu.edu/remotesensing/research/completed/million-man-march/)
ე.ი. თვითონ მოედანზე ადამიანების მაქსიმუმია = 11500 * 5 = 57500 ადამიანი.
გაითვალისწინეთ, რომ მე ყველაფერი მაქსიმუმი ავიღე - არ გავითვალისწინე ელიფსურობა, ავიღე მიტინგზე ადამიანთა სიმჭიდროვეზე საშუალოზე მეტი და ა.შ. ამას დაამატეთ მოედანს გარეთ მყოფი 20 000 (სულ დიდი) და ეგ არის ის, რაც ზემოდან დათვალეს - 77500 ადამიანი. და ეს მაქსიმუმია.
და ეს უზარმაზარი ფულის ხარჯვის შემდეგ.
ჰოოო... ახარჯოს ბიძომ მობირჟავეებს ფული ფსიხოზის ასაწევად და კი მიიღებს ხმებს, როგორ არა - ის კი არა, მაგის ადგილზე უკვე იმაზე ვიფიქრებდი, ფეხი არსად წამოვკრა
This post has been edited by Arsene Lupin on 29 May 2012, 10:43